კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 26 აგვისტოს. სურვილი მაქვს, მაგისტრატურაში სწავლა უცხოეთში განვაგრძო. რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი ამ მიზნის განსახორციელებლად?
პასუხი:
თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია და წარმატების მომტანი: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან წარმატებების შანსი თქვენთვის ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია.
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 10 ივნისს, დღის 11 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?
პასუხი:
თქვენთვის კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან. მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები სასიკეთოდ წაგადგებათ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ ხასიათში მეტად გამოავლენთ ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, ყაირათიანად დახარჯავთ ფულს, ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწევთ. ასევე, იყავით მიზანდასახული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდექით საქმეს. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს სხვებსაც დაუტოვეთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნის უფლება, იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, მაგრამ დაიცავით ტრადიციებიც. სადაც საჭიროა გამოიყენეთ იმპროვიზაცია. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.
скачать dle 11.3