კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ ეშინოდათ სტალინთან კოალიციის ანგლო-ამერიკელებს და როგორ „გააწითლა“ ევროპა საბჭოთა ბელადმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინი რომ გენიალური სტრატეგი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო, ამ ფაქტს ყველაზე ანტისტალინურად განწყობილი მეცნიერ-მკვლევრები და პუბლიცისტებიც აღნიშნავენ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სემიონ ბარსკი წერს: „სტალინმა, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა და გენიალურმა მოაზროვნემ, რა თქმა უნდა, საუცხოოდ იცოდა ჰიტლერის ვერაგული გეგმების შესახებ და  სათანადოდაც ემზადებოდა. პარალელურად კი ცდილობდა, რომ ევროპა და მსოფლიო დიდი ომისგან ესხნა და საამისოდ ძალისხმევას არ იშურებდა. თუმცა, დიდ პოლიტიკაში ყველაფერი ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ არის და თვით სტალინიც კი უძლური იყო, დახმარების გარეშე შეეჩერებინა ჰიტლერის მტაცებლური კამპანია დედამიწაზე. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „დღესდღეობით (1985 წელი) ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ თითქოს სტალინმა და მისი მთავრობის წევრებმა (მათ შორის მეც ვიგულისხმები) დემოკრატიულ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ზურგი ვაქციეთ და ჰიტლერი და ჰიტლერული რეჟიმი ავირჩიეთ მოკავშირეებად. ამის დასტურად კი ჩემსა და რიბენტროპს შორის ფაშისტებთან დადებული შეთანხმება მოჰყავთ. დიახ, ჩვენ მართლაც მოვაწერეთ ხელი  ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ, მაგრამ ეს იძულებითი ზომა იყო და ყოველივე იმიტომ მოხდა, რომ სწორედ, ეგრეთ წოდებულმა, დასავლურმა დემოკრატებმა ასე ისურვეს.“
იმ პერიოდის საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის ბოლო ინტერვიუში (1985 წელს  – 95 წლის ასაკში) გულისხმობს სტალინის ძალისხმევას, შექმნილიყო ძლიერი ანტიჰიტლერული კოალიცია, რომელიც გერმანელ ფიურერს „ლაგამს ამოსდებდა“ და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას არ დაუშვებდა. მოლოტოვი იხსენებდა: „როგორც მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს გაჩაღდა. სტალინი ძალებს არ იშურებდა მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად და მშვიდობის განსამტკიცებლად. ამისთვის კი ინტენსიურად მამუშავებდა მე და ამ მიზნით რამდენიმეჯერ კონფიდენციალური შეხვედრაც კი მქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ნევილ ჩემბერლენთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ფრანკლინ რუზველტთან. სტალინს სურდა, ორივეს პირადად შეხვედროდა, მაგრამ თუკი რუზველტს პერმანენტულად არ ეცალა, რასაც მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც ერთვოდა, ჩემბერლენს, უბრალოდ, არ სურდა სტალინთან შეხვედრა და მას იგნორს უკეთებდა. 1939 წლის თებერვალში საბჭოთა დაზვერვამ კონფიდენციალური ინფორმაცია გადმოსცა რუზველტის ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე და თან რუზველტის ავადმყოფობის ისტორიის ასლიც გადმოაგზავნა – ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო. სტალინმა დაზვერვის მიერ მოპოვებული ავადმყოფობის ისტორია ისე გადააწერინა, რომ იქ რუზველტის ვინაობა არ გამოჩენილიყო, შემდეგ საუკეთესო საბჭოთა ექიმთა კონსილიუმს გადასცა და დაავალა, ზუსტად დაესვათ დიაგნოზი და საუკეთესო მკურნალობის სისტემა შეემუშავებინათ. ჩანაწერების მიხედვით, ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის დამბლას ჩრდილოეთ კავკასიის ჰაერი და მინერალური წყლები მოუხდებოდა, ამასთან, ძალიან კარგი იქნებოდა, დაბა მაცესტის (შავიზღვისპირეთის კურორტი სოჭთან ახლოს) ტალახის პროცედურებიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სტალინმა ვაშინგტონში გამგზავნა საექიმო რეკომენდაციებით და თან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან პირადი, კონფიდენციალური ბარათიც გამატანა“.
სტალინი რუზველტისადმი მიწერილ კონფიდენციალურ წერილში ბოდიშს უხდიდა, რომ მისი ჯანმრთელობის სფეროში იჭრება, მაგრამ ხაზს უსვამდა რუზველტის დიდ მნიშვნელობას მსოფლიო პოლიტიკაში და მას კონფიდენციალურად, სრულიად საიდუმლოდ, სამი კვირით ეპატიჟებოდა საბჭოთა კავშირში სამკურნალოდ და სალაპარაკოდ... მოლოტოვი იხსენებდა: „რუზველტი სტალინს პირადად არ იცნობდა და მისი გაცნობის დიდი სურვილი ჰქონდა. რუზველტს წერილი და ექიმების რეკომენდაციები რომ გადავეცი, გამოვემშვიდობე და წამოვედი, თან, მოთმინებით ველოდი მის რეაქციას, რამაც არ დააყოვნა. რამდენიმე საათში „თეთრი სახლიდან“ დამირეკეს და რუზველტის სახელით მთხოვეს, მასთან მივსულიყავი. ოვალურ კაბინეტში რომ შევედი, რუზველტი სახეგაბადრული შემხვდა და დაჯდომა შემომთავაზა. ჩვენ ორიოდე საათი ვისაუბრეთ, რის მერეც ის საბჭოთა კავშირში საიდუმლოდ გამგზავრებაზე დამთანხმდა.“
რუზველტის მოსკოვში ვიზიტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და ამ საიდუმლოს მკაცრად ინახავდნენ. დანარჩენებისთვის კი რუზველტი სამკვირიან სამკურნალო შვებულებაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინი რუზველტს პირადად დახვდა  და აეროდრომიდან კუნცევოს აგარაკზე გავემგზავრეთ, სადაც დიდი სტუმრის მისაღებად ყველაფერი მზად იყო.“
ფრანკლინ რუზველტმა 1939 წლის მარტში 18 დღე საიდუმლოდ დაჰყო საბჭოთა კავშირში და კისლოვოდსკსა და მაცესტაში მკურნალობდა. მას სტალინი უწევდა მასპინძლობას, თან, მომავალი ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნასა და ჰიტლერის მოშთობას სთავაზობდა, რაზეც რუზველტი თანახმა იყო, თუმცა, თავის პარტნიორ ნევილ ჩემბერლენთან კონსულტაცია მოითხოვა. ჩემბერლენმა სასტიკი უარი განაცხადა სტალინის მეკავშირეობაზე და ყველაფერი ჩაშალა. ეს გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ ჰიტლერის მოსპობით სტალინს გავაძლიერებთ, ის კი – ევროპას გააკომუნისტებსო. იგივე არგუმენტი მოიყვანა ჩერჩილმაც, თუმცა მას მაინც მოუწია სტალინის მეკავშირეობა და „ევროპის გაწითლება“ უფრო დიდი მასშტაბით განხორციელდა, რასაც უკვე ვერავინ შეუშალა ხელი...“
скачать dle 11.3