კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 კომში – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


კომშის ნაყოფს აქვს შემკვრელი, შარდმდენი, ჰემოსტატიკური, ანტისეპტიკური მოქმედება და ხელს უწყობს გულისრევის შეჩერებას. კომშის კურკებს კი დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო პრაქტიკაში კომშის კურკების ნახარში გამოიყენება სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენისა და დიარეის დროს. კურკის ნახარშს იყენებენ სავლებ საშუალებად ანგინის დროს, ლოსიონად – თვალის დაავადებებისას,  კანის დამარბილებლად კი – კოსმეტიკაში. უმ ნაყოფსა და წვენს იღებენ სისხლნაკლებობისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს სიყვითლე და სისხლდენა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს. კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
წნევის დასაწევად შეგიძლიათ, მოამზადოთ შემდეგი ნაყენი: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის დონეს არეგულირებს.
ჰიპერტონიის დროს ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათით, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია. ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დაახლოებით ნახევარი საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ. კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ. ხველების დროს კარგია ასევე კომშის გულისა და კურკების ნახარში. გაჭერით კომში შუაზე, ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, დაახლოებით, 10-15 წუთი. დალიეთ თბილი თითო ჩაის ჭიქა ჭამის შემდეგ, დღეში ორჯერ – დილას და საღამოს. კომშის კურკების წყალთან ერთად შენჯღრევისას (5 კურკა+100 მილილიტრი წყალი) მიღებულ ლორწოვან სითხეს, იყენებენ სავლებ, ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო (ბრონქიტის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში), შემამსუბუქებელ (კოლიტისა და დიარეის დროს) და დამამშვიდებელ (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას) საშუალებად. ლორწო მზადდება მთელი კურკებისგან, რათა გამოირიცხოს ენდოსპერმაში არსებული ამიგდალინის მომწამვლელი ნივთიერების გამოსვლა.
კომშის ლორწოს იყენებენ სტომატოლოგიაშიც – გლოსიტის, გინგივიტისა და პარადონტოზის დროს.
კომშის ფოთლების ნაყენი ამცირებს და აჩერებს კიდეც, ბრონქული ასთმის შეტევას. ამისათვის 5 გრამ ფოთოლს ასხამენ 200 მილიგრამ მდუღარე წყალს, ადუღებენ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთი, გაწურავენ და იღებენ 2 სადილის კოვზს 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამ ნაყენის შენახვა მაცივარში მხოლოდ სამი დღით შეიძლება.
უძველესი დროიდან შემორჩენილია კომშის უმი ნაყოფის წვენით უშვილობის მკურნალობის რეცეპტი. წვენის მიღება საჭიროა ახალი მთვარიდან მთვარის მესამედამდე, 1 სუფრის კოვზი ყოველ საღამოს.скачать dle 11.3