კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა უნდა გავითვალისწინოთ გლაუკომის მკურნალობის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ტერმინი გლაუკომა განიმარტება როგორც თვალის ქრონიკული დაავადება და აერთიანებს თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს (60 დაავადება), რომელთაც ერთნაირი თვისებები ახასიათებს, ესენია:
* თვალშიდა წნევა (თშწ) მუდმივად ან პერიოდულად აღემატება ინდივიდუალურად ასატან (ტოლერანტულ) დონეს;
* ვითარდება ოპტიკური ნერვის ბოჭკოების დაზიანება – გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია, რომელიც საბოლოოდ ნერვის ატროფიით მთავრდება;
* გლაუკომისთვის დამახასიათებელი მხედველობითი ფუნქციების დარღვევა.
გლაუკომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ძირითადად – 40-45 წლის შემდეგ. თანდაყოლილი გლაუკომა ვითარდება 0-დან 10 წლამდე, სიხშირე 10 000 მოსახლეზე 1 შემთხვევაა. 40-45 წლის ჯგუფში გლაუკომა მოსახლეობის 0,1 პროცენტშია აღრიცხული, 50-60 წლის პაციენტებში – 1,5 პროცენტში, 65 წლის ზემოთ – 3 პროცენტზე მეტ ადამიანს აღენიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, დაბრმავების მიზეზთაგან გლაუკომა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მსოფლიოში ყოველ წუთს გლაუკომით ბრმავდება 1 ადამიანი და ყოველ 10 წუთში – 1 ბავშვი. საქართველოში, სავარაუდოდ, 30 000-40 000 ადამიანს აქვს გლაუკომა, ამდენივე ადამიანი დაავადებულია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. დაავადების განვითარებისთვის საჭიროა მთელი რიგი მიზეზების ერთობლიობა, რომლებიც რთავენ გლაუკომის განვითარებისა და პროგრესირების მექანიზმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკა. გლაუკომა ვერაგი დაავადება, რადგან ხშირად ადამიანი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ვერ ხედავს, რადგანაც როგორც წესი, გლაუკომა იწყება, ერთ თვალზე და დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პაციენტები ოფთალმოლოგს დაგვიანებით მიმართავენ, როცა დაავადება უკვე განვითარებულია და მხედველობის ნერვში შეუქცევადი ცვლილებებია ჩამოყალიბებული. მცირე სიმპტომები, რომლითაც გლაუკომაზე შეიძლება დაეჭვდეს ადამიანი, მხედველობის ველის დეფექტები ან შევიწროებაა. ხანდახან პაციენტები აღნიშნავენ ცისარტყელასებური რკალების არსებობას სინათლის წყაროს ყურებისას.
გლაუკომისგან სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ არსებობს საშუალებები მისი მართვისათვის და დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად, მაგალითად: თვალის წვეთები, ლაზეროქირურგია, ქირურგიული ოპერაცია.
რეკომენდაცია:
* ფიზიკური დატვირთვა – ასაკისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, თავი აარიდეთ ფიზიკურ და ნერვულ გადატვირთვას. არ ასწიოთ 10 კილოგრამზე მეტი ტვირთი;
* მოერიდეთ თავდახრილ მდგომარეობაში ნებისმიერი საქმის კეთებას (ქსოვა, კითხვა და სხვა);
* ტელევიზორს უყურეთ მხოლოდ კარგი განათებისას;
* კითხვისას ან მხედველობის დაძაბვით საქმიანობისას ყოველ 1 საათში 10-15 წუთით შეისვენეთ;
* იკვებეთ რაციონალურიად, ასაკის შესაფერისად, უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, თევზს, შეზღუდეთ ცხიმები და შაქარი;
* მიიღეთ სითხე ზომიერად, ერთ ჯერზე 1 ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიოთ, 1 ფინჯანი ყავაც არ არის აკრძალული;
* იკრძალება ალკოჰოლის მიღება;
* სიგარეტი და ნიკოტინი მავნებელია თვალისთვის;
* მოერიდეთ მჭიდრო საყელოებს, ჰალსტუხებს – ყველაფერს, რამაც შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა კისრისა და თავის არეში;
* მნიშვნელოვანია კარგი ძილი, რეკომენდებულია მაღალი ბალიში;
* რეგულარულად მიაკითხეთ ოფთალმოლოგს, თვალის შიდა წნევის სტაბილიზაციის შემთხვევაშიც კი, ყოველ 2 თვეში კონტროლი აუცილებელია.скачать dle 11.3