კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რით არის განპირობებული პიროვნების გაორება და რა სიმპტომები ახასიათებს მას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


დისოციაციური იდენტურობის აშლილობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორი ან მეტი იდენტურობა ან პიროვნულობა და რაც ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევებზე. დიაგნოზისთვის აუცილებელია ორი განსხვავებული იდენტურობის ან პიროვნულობის არსებობა (ერთი შეიძლება იყოს მასპინძელი). ამ მდგომარეობას თან ახლავს მეხსიერების ეპიზოდური დაკარგვა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი დავიწყების ფარგლებს. მახსოვრობის დაკარგვა ვითარდება მაშინ, როდესაც ალტერნატიული იდენტურობა დომინანტური ხდება. მდგომარეობა იზოლირებულად იშვიათად არის წარმოდგენილი. ის ადამიანში სხვა მენტალურ აშლილობებთან ერთად გვხვდება.
 პიროვნების გაორება არის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ორ ან მეტ პიროვნებას, ეგოს აცნობიერებს. ისინი მის ქმედებებში რიგრიგობით იკავებენ დომინანტურ პოზიციას. ამ დროს ადამიანს მეხსიერებაში აქვს ჩავარდნები,   შეიძლება, არ ახსოვდეს, რას აკეთებდა ის მეორე, თუ მესამე მე. როგორც წესი, გაორება თავს იჩენს რაიმე ძალიან მტკივნეულ ან ტრავმულ სიტუაციაში, ანუ ის თავდაცვითი მექანიზმია. ასევე ემართებათ მათ, ვინც ბავშვობაში ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა, რადგან საკუთარი მე-ს იდენტიფიკაცია ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება, და თუ ამ პროცესს რაიმემ ხელი შეუშალა, ეს ამ დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ხდება.
 პიროვნების გაორების ძირითადი ნიშნებია იდენტურობის შეცვლა და მახსოვრობის დაკარგვა, რომელიც არ არის გამოწვეული წამლებით ან სხვა სამედიცინო ჩარევით. დისოციაციურ იდენტურობის აშლილობა არ არის ბავშვების მიერ თამაშის დროს განსახიერებული სხვადასხვა პერსონაჟების წარმოდგენები, ბავშვების ნორმალური ფანტაზიები.
ძირითადი სიმპტომებია: მახსოვრობის დაკარგვა, დეპერსონალიზაცია (მდგომარეობა, როდესაც პიროვნული იდენტურობის განცდა და რეალობა იკარგება), დეპრესია, დერეალიზაცია, ორი ან მეტი განსხვავებული იდენტურობის განცდა, სუბიექტური დროის განცდის დარღვევა ან გაქრობა, რეტროსპექციები (მოგონებების უეცარი და მოულოდნელი დაბრუნება, ფლეშბექები),  პანიკური/შფოთვითი შეტევები, იდენტურობის დარღვევა, ხასიათის ცვლილება, მრავლობითი მანევრიზმი, ფსევდოგულყრები, ფსიქოზის მსგავსი მოვლენები, სომატური სიმპტომები,  განცდა, რომ საკუთარი სხეული სხვას ეკუთვნის, უმიზეზო გაბრაზება,  სპონტანური ექსტაზური მდგომარეობები, სუიციდური და პარასუიციდური ქცევა, აუხსნელი ფობიები.
 პიროვნული გაორების მქონე ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, წარსულში ძლიერი სტრესი აქვთ გადატანილი ან მიჯაჭვულობის დარღვევები ახასიათებთ. მისი გამომწვევი მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ბავშვობაში გადატანილი ძლიერი ემოციური ტრავმა, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონია.
скачать dle 11.3