კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც აღსარებას ვამბობ, სულ ვფიქრობ, ხომ არ მავიწყდება ზოგიერთი მათგანი. განსაკუთრებით განვიცდი იმ ცოდვების გამო, რომლებიც ადრეულ ასაკში ჩავიდინე და აღარც მახსოვს. რა ვუყო ამ ცოდვებს?
პასუხი:
ამისთვის საჭიროა შეიძინოთ საგანგებო გამოცემები, რომლებშიც ცოდვების სრული ჩამონათვალია და ყურადღებით წაიკითხოთ. იქ აღმოაჩენთ ისეთ ცოდვებს, რაც შესაძლოა, თქვენ ცოდვად არც მიგაჩნდათ. ამის შემდეგ უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და მოინანიოთ. გარდა ამისა, საჭიროა ფურცელზე ჩამოწეროთ ცოდვები, რათა რომელიმე არ გამოგრჩეთ. ევედრეთ უფალს, თვალი აგიხილოთ იმ ცოდვებზე, რომლებსაც ჩვენი ადამიანური ბუნებით ვივიწყებთ. ამასთანავე, აუცილებელია, დიდმარხვის დროს მიიღოთ მონაწილეობა შვიდგზის ზეთისცხებაში, ამ დროს ხდება იმ ცოდვებისგან გათავისულება, რაც მივიწყებული გვაქვს ან ნათლად ვერ ვაცნობიერებთ.
კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რატომ ხდება პირჯვრის გადასახვა იმ ფორმით, რაც მართლმადიდებლებისთვის არის ცნობილი?
პასუხი:
პირჯვრის გადასახვის მრავალი განმარტება არსებობს. თითოეული მათგანი სხვადასხვა წყაროდან მოდის, თუმცა ყველა ქრისტიანულია. მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესია ყველაზე ხშირად იშველიებს ორს. პირველი – პირჯვრის გადასახვის მისტიკური განმარტება: თავი – გარდმოისახა ზეცით, მკერდი – ჩაისახა, მარცხენა მხარი – ამაღლდა ზეცით, მარჯვენა მხარი – დაჯდა მარჯვენით ძისა და მამისა. მეორე არის ყოფითი განმარტება – გონების, გულის, ფიზიკური ძალების (მარჯვნივ და მარცხნივ) განსაწმენდად.
კითხვა: უნდა დავეხმაროთ თუ არა მათხოვრებს, ვინც ეკლესიაში წირვის დროს გვთხოვენ მოწყალებას?
პასუხი:
თუკი მათხოვრები ეკლესიის შესასვლელთან დგანან – ეს დასაშვებია. მაგრამ თვით ტაძარში, უშუალოდ, ღვთისმსახურების დროს მოწყალების სათხოვნალად სიარული, აჟიოტაჟის შექმნა და მლოცველთათვის ხელის შეშლა ყოვლად მიუღებელია.
კითხვა: როგორ ხდება ადამიანის წმიდანად შერაცხვა? ხშირად წამიკითხავს იმ წმიდანების ცხოვრების შესახებ, ვისაც სიწმიდით არ უცხოვრიათ, მაგრამ ეკლესიამ მაინც წმიდანებად აღიარა?
პასუხი:
ადამიანის წმიდანად შერაცხვა სხვადასხვა დამსახურების მიხედვით ხდება. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა მოწამეობრივად იცხოვრა და ასეც დაასრულა სიცოცხლე, ზოგი ჩვეულებრივი საზოგადო მოღვაწე იყო, მაგრამ ეკლესიამ ის წმიდანად აღიარა, მთავარია ის, რომ წმიდანად იმ ადამიანების შერაცხვა ხდება, ვინც უფლის სარწმუნოებას მტკიცედ იცავდა და სხვებსაც ამის მაგალითს უჩვენებდა.скачать dle 11.3