კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ არ არის ყველა სასულიერო პირი მორწმუნე და თავმდაბალი და რატომ უჭირთ თანამედროვე ადამიანებს საკუთარი სულისა და სხეულის ზიდვა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ყველაფერში ცუდს ხედავს, მათ შორის, სასულიერო პირებშიც. როგორც თავად ამბობენ, ამის გამო ღმერთს კარგავენ და ღმერთთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ. როგორ უნდა გაექცეს ადამიანი ყველაფერში ცუდის დანახვას, თუნდაც სასულიერო პირებს შორის? როგორ უნდა მოიქცეს იმ განსაცდელების ჟამს, რომელიც დღეს განსაკუთრებით მრავლად არის ჩვენ გვერდით, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ადამიანი იმდენად დამძიმდა, რომ მას უჭირს საკუთარი სხეულის, სულის ზიდვა. შემდეგ ეკლესიაში მოდის და იქ კი ხედავს: ეს მამაო – ლიბერალია, ეს მამაო – ფანატიკოსი, ეს – ეკუმენისტი, ეს – ნარკომანი, ეს – მამათმავალი. ეშმაკი როგორ ნავარდობს, რომ უკვე მამაოებს ეხუმრებიან: მამაო, ხომ არ მომწამლავ. მამაო, ტაბურეტკას ხომ არ ჩამარტყამ... ამაზე ზოგიერთი მოძღვარიც კი ხუმრობს, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ აქამდე სერიოზულ ხიბლში ვიყავით: ნახეთ, ეკლესიები სავსეა, ნახეთ, რამდენი მრევლი მყავს. როგორც კი პირველივე ტალღა დაეჯახა ეკლესიას, მაშინვე დავბრკოლდით. რეალობა რომ დადგება, უმაღლეს ღვთისმეტყველებას კი ვქადაგებთ, მაგრამ თურმე, ნულ კლასში ვყოფილვართ. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა რყევები, მაგრამ ეკლესიის ბურჯი მამები ყველაფერს ალაგებდნენ წყნარად და მშვიდად. მსოფლიო კრებებიც ხომ ამიტომ იყო. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდად იყოს და სეირნობით, გალობით შევიდეთ სამოთხეში. არ გვინდა განსაცდელები დავითმინით, დავინახოთ, ვინ არის ეკლესიაში იუდა, თუ ყველა სასულიერო პირი ძლიერი, მორწმუნე და თავმდაბალია? არ არის ასე. რამდენი ადამიანი დაბრკოლდა ვაიქადაგებებით, განკითხვებით. ყველამ უნდა დავიცვათ სახარებისეული სწავლება, საეკლესიო რჯულის კანონები და ყველაფერი დალაგდება. როგორც კი განსცდელში შევალთ, ამ კანონებით უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი დამშვიდდება. ყველა მოძღვარი ქრისტეს, ეკლესიის სახელით უნდა საუბრობდეს და არა – „მე ასე ვფიქრობ“. რამდენი მწვალებელი იყო ეკლესიის ისტორიაში, ახლაც არიან, მაგრამ, მადლობა ღმერთს, პეტრე და პავლე მეტნი არიან. ბერი პაისი ამბობს: როცა გარკვეული შფოთია ეკლესიაში, ვიღაც აჩქარებით ალაგებს, ემსგავსება უგუნურ სტიქაროსანს, რომელიც ხედავს, სასანთლე ვარდება და სანამ სასანთლემდე მივიდა, ხალხს დაეჯახა, უარესი შფოთი გამოიწვიაო. იმის მაგივრად, რომ ეკლესიას მის ირგვლივ ატეხილი შფოთი დაემშვიდებინა, პირიქით, ეკლესიაში შემოვიდა შფოთი და ჩვენ, სასულიერი პირები, პოლიტიკოსებივით ავლაპარაკდით. იმის მაგივრად, რომ ჩვენი ღირსება დაგვეცვა, სხვაზე ვსაუბრობდით ცუდს. ყველა დიდი მამა იდევნობდა, რადგან ისინი ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ. გრიგოლ ნოსელი კარგად ამბობს მოსეს ცხოვრებაში: ოდეს ქრისტიანი მოძულებული იქნების სოფლისაგან, სათნო ეყოფის ღმერთსო. ეს არის ნიშანი სათნოების. თუ ამ სოფელში მოგიძულებენ, ცილს გწამებენ, გდევნიან, გყვედრიან, ნეტარი ხარ შენ.
– როგორ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანს ჯანმრთელი სული აქვს, რომ ის განსაცდელების ჟამსაც სწორად იქცევა?  
– განსაცდელების ჟამს ადამიანის იარაღი არის ლოცვა, მარხვა და არა სხვისი განკითხვა. უქმობაში არ უნდა ვიყოთ, იმდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დავით მეფსალმუნე ამბობს: ყველა ადამიანი არის ცრუ. ყველა ადამიანი დაცემულია და ჯერ სიმართლე საკუთარ თავში უნდა დაამკვიდრო და მერე – სხვაში. ბევრმა ადამიანმა იცის თქმა: მე არ შემიძლია, სიმართლე არ ვუთხრა. ჯერ სარკეში ჩაიხედე, საკუთარ თავს უთხარი სიმართლე. მაცხოვარი ხომ ამბობს მეძავ ქალზე, თქვენ შორის ვინც უცოდველია, იმან ესროლოს ქვაო. იმდროინდელი ხალხი იმდენად ზნეობრივი იყო, არავინ ესროლა. ეკლესიაში, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ გამოსწორება საკუთარი თავით დაიწყე: მიხედე შენს მრევლს, ცოლს, შვილებს და მერე სხვაც მოგბაძავს. პირადი მაგალითი ყველაზე კარგი ქადაგებაა. ჯერ შენ განიწმინდე, მერე დაიწყე სხვისი განწმენდა. საკუთარ თავზე მეტად სხვების შეფასება გვიყვარს: ეს უვარგისია, ეს შტერია, ბოროტია, არადა, ხშირად თავად ვართ ასეთები და სხვებზე ვლაპარაკობთ. თუ ადამიანს ჯანმრთელი სული აქვს, ესე იგი, სწორი რწმენით ცხოვრობს. ადამიანი უნდა შეაფასო იმის მიხედვით, როგორი რწმენა აქვს. როგორ შეიძლება, ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც განკაცებულ იესო ქრისტეს არ აღიარებს?! დააკვირდით და შეაფასეთ ასეთი ადამიანები; ჰკითხეთ, როგორია მათი რწმენა. ოღონდ, ისე კი არა, რომ, მე ჯვარი მაქვს და მართლმადიდებელი ვარ – ეს ფარისევლობაა. ჯვრის ტარება არ არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა არის მოთმინება, სიყვარული და არა სხვისი განკითხვა.
– რატომ აქვთ ადამიანებს ერთი სული, რომ წირვიდან გამოიქცნენ, ბოლომდე არ დარჩნენ?
– ადამიანები წირვის დროს ეზიარებიან, შემდეგ მოძღვარი შედის საკურთხეველში, ტრაპეზზე ბარძიმ-ფეშხუმს შეაბრძანებს, შემობრუნდება და ამბობს: აცხონე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ამ დროს გამოიხედავს და 5 ადამიანია ტაძარში. ეს არის ძალიან დიდი უმეცრება, უპასუხისმგებლობა, უგუნურება. ერთი სული გაქვს, შეკუმშული ჰაერი გამოუშვა, ვითომ იდექი ტაძარში, გარბიხარ გარეთ და ნაზიარები იწყებ საუბარს. შემდეგ იკითხება კვერექსი და ამ დროს ტაძარში არავინაა. მოგყავთ ბავშვი ეკლესიაში, რომელიც ტირის... რატომ ტანჯავ ბავშვს, რატომ გინდა, ძალით აზიარო, ხომ ხედავ, თავად არ სურს. ეს იმიტომ, რომ შენ არ ეზიარები. შენთვის ზიარება აუცილებელია, მისთვის კი კარგია. ტაძარში დროს ნუ დაკარგავ და თუ მოდიხარ, ბოლომდე იდექი. მესმის, ერთმანეთი ძალიან გიყვართ, მაგრამ როგორც კი ჩამოლოცვა დამთავრდება, მერე დაპატიჟეთ ერთმანეთი სახლში, კაფეში, სკვერში. დასხედით, ისაუბრეთ. ერთი დღე გაჩუქათ ღმერთმა და ეკლესიაში ბოლომდე ვერ ჩერდებით. იუდა ბოლომდე არ დარჩა სერობაზე – სანამ ყველა დაიშლებოდა, გაიქცა. ძალიან ბევრი ქრისტიანი ბაძავს იუდას. ბოლომდე არ ესწრება წირვას, გარბის, რადგან ერთი სული აქვს, გაიქცეს, მზესუმზირა ჭამოს, კევი დაღეჭოს ან დიდი ხნის უნახავ მეგობარს ესაუბროს.

скачать dle 11.3