კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ქალი და სტაბილურობა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალბატონები ურთიერთობებსა და საკუთარ სურვილებში არასტაბილურები არიან. მათთვის, მამაკაცებისგან განსხვავებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ეტაპებს. მაგალითად: გაცნობის პერიოდში მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში – სხვა.
თუ ქალბატონს მამაკაცი მოეწონა, აუცილებლად გააკეთებს მინიშნებას და გაჩერდება. ამით თითქოს მამაკაცს ეუბნება – ახლა შენი  ჯერიაო. მან ის უნდა მოხიბლოს და თანაც, რაც შეიძლება, ორიგინალურად.
ქალბატონებს რომანტიკა სჭირდებათ. მხოლოდ შოკოლადით და ყვავილებით ნუ შემოიფარგლებით. მამაკაცმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და პარტნიორი ხშირად უნდა გააოცოს რომანტიკული სიურპრიზებით.
ქალს ყოველთვის აქვს სურვილი, იყოს ინდივიდუალური. ზოგს სახლში ყოფნა და წყნარი საღამო ურჩევნია, ზოგსაც – აბსოლუტური დამოუკიდებლობა. მამაკაცი ვალდებულია, პატივი სცეს პარტნიორის სურვილებს.
გათხოვება, პრაქტიკულად, ყველა ქალს უნდა. შესაძლოა, ამის მიზეზი უბრალოდ, „დაოჯახებულის“ სტატუსი იყოს, თუმცა,  უმეტეს შემთხვევაში, საყვარელ ადამიანთან მუდმივი თანაცხოვრების სურვილია. თუ გადაწყვეტთ,  ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროთ, ნუ შეუშლით ხელს, დაგეგმოს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. არ აქვს მნიშვნელობა, მდიდრულ ქორწილს მოისურვებს თუ ვიწრო წრეში გადაწყვეტს ქორწინების აღნიშვნას, ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.
წლების მატებასთან ერთად, ქალბატონებს სურვილების მთელი სია უგროვდებათ, მაგრამ მთავარ მოთხოვნად  მაინც მამაკაცის ყურადღება რჩება. პარტნიორი აუცილებლად უნდა ურთიერთობდეს მასთან და აცნობდეს ყოველდღიურ სიახლეებსა თუ პრობლემებს. კომპლიმენტები კი მთელი თანაცხოვრების განმავლობაში არ უნდა დაიშუროს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გამოხატოს მან ის სიყვარული, რაც  ქალთან აკავშირებს. გარდა ამისა, მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამციროს  პარტნიორი. მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მიეხმაროს მეუღლეს სახლის საქმეებში მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
სინამდვილეში, სულაც არ არის რთული იმის გამოცნობა, თუ რა სურთ ქალბატონებს მამაკაცებისგან. მთავარია, სწორად შევაფასოთ შექმნილი სიტუაციები და ვიცოდეთ, რა ქვეტექსტი აქვს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას. ეცადეთ ასიამოვნოთ და დაიმახსოვრეთ, პარტნიორისგან აუცილებლად მიიღებთ სამაგიეროს.

დიდი   გრძნობა

ორმხრივ სიყვარულზე  კარგი გრძნობა და სასწაული არ არსებობს –  რომ გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ. მის დანახვაზე, იმის წარმოდგენაზეც კი, რომ მალე ნახავ, გული ფართხალებს.  საყვარელი ადამიანის  გარეშე გატარებული ყოველი წუთი ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია. სიყვარული საოცარი გრძნობაა და ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის.  ფიქრობს  საყვარელი ადამიანის კეთილდღეობაზე, რით ასიამოვნოს, როგორ გაულამაზოს ყოველი წუთი. შეყვარებული ცხოვრებას ლამაზ ფერებში ხედავს და ესეც კი ყოფნის ღიმილისთვის. თითქოს ეს სამყარო მისით იწყება და სრულდება.
საერთოდ თუ გიფიქრიათ ჩახუტების მაგიურ ძალაზე? არა? აუცილებლად სინჯეთ – თითქოს ახალი ენერგიით იმუხტები, რაღაც ძალიან დადებითით ივსები. ამ დროს შენზე ბედნიერი არავინაა. ხომ ყველას უნდა სითბო და სიყვარული, ჩახუტება კი სიყვარულის საუკეთესო გამოხატულებაა. მიაქციეთ ყურადღება – პატარები ვერ იძინებენ ჩახუტების გარეშე, იმიტომ, რომ მათ ბუნებრივად აქვთ ინსტიქტი, მიიღონ სითბო და თავი დაცულად იგრძნონ. ამოუცნობია სიყვარული.  მაგრამ საღამოს, დაღლილი მასთან ჩახუტებული რომ დაიძინებ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ღმერთმა სიყვარულით შექმნა ეს მარადიული სამყარო და მას სიყვარულის გარეშე ვერასდროს შეიცნობ.

არ  უთხრათ ქალს –
 არასოდეს


მამაკაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ  საპირისპირო სქესის გულის ნადებს ხვდებიან, მაგრამ მათ უმრავლესობას ძალიან ეშლება  ქალებთან ურთიერთობა. სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. საქმე ისაა, რომ ქალებს უადგილოდ ნათქვამი კომპლიმენტიც კი არ მოსწონთ, უფრო მეტიც, ხშირად  ის შეურაცხყოფადაც აღიქმება.
მაგალითად:
* გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა ქალის გარეგნობას, ინტელექტს, განათლებას ეხებით;
* არასოდეს დაუთვალოთ ქალს კალორიები და ნუ დაიწყებთ მისი კვების რაციონის გაკონტროლებას, ნურც ეტყვით, რომ წონაში მოიმატა. თუნდაც ამით მისი წახალისება გინდოდეთ;
* ნუ გააკეთებთ მისი საუბრის იმიტირებას, ნუ დასცინებთ – მნიშვნელოვანია საუბრისას ყურადღება მიაქციოთ იმას, რაზეც გესაუბრებათ. საუბრის იმიტირება და დაცინვა ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება, ქალს გაუკეთოთ და ძალიან დამამცირებელია;
* ნუ ეტყვით მას, რომ მაკიაჟი სჭირდება იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს – მაკიაჟი არ არის წარმატების გასაღები და მას სულაც არ სჭირდება, სხვები ფიქრობდნენ, რომ ის ასე უფრო მიმზიდველია. ზოგიერთ ქალს ურჩევნია, საერთოდ არ ჰქონდეს მაკიაჟი და ამ დროს თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს.
 იცით, რა არ უნდა ჰკითხოთ ქალს?  წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:
* ვინ დაგეხმარა, რომ ასეთი გამხდარიყავი? ქალისთვის დიდი იმედგაცრუებაა, როცა მისი წარმატების მახასიათებლებს გარეშე ფაქტორებს უკავშირებენ. შესაძლოა, ქალმა წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია, ის სრულიად დამოუკიდებელია. ქალის წარმატება სხვებს არ დაუკავშიროთ;
* რატომ არის მარტო, რატომ არ ჰყავს შვილები ან რატომ გათხოვდა ასე ადრე,  ჯერ ერთი, რომ არაკორექტულია. მეორეც – ეს თქვენი საქმე არ არის. მსგავსი კითხვების ადრესატი თავს ყოველთვის არაკომფორტულად იგრძნობს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:
* თუ მარტოხელა ქალმა გასეირნება გთხოვათ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მას თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა სურს;
* ნუ ასწავლით ქალს, ნუ დაარიგებთ ჭკუას, ქალმა ყოველთვის მშვენივრად იცის რა უნდა გააკეთოს, რა არა;
* არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ქალებს და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ.скачать dle 11.3