კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რას ეძებს კაცი ზოგჯერ სხვა ქალთან და რატომ ვერ პოულობს ამ ყველაფერს ცოლთან

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


ქალები ხშირად უჩივიან იმას, რომ მამაკაცის გულის მოგება ძნელია, რომ ქორწინებაში კაცი იცვლება, უხეში გულგრილი და უყურადღებო ხდება. მამაკაცებიც არ არიან კმაყოფილი ოჯახური ცხოვრებით. პრობლემები მათაც აქვთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოჯახში წყვილს ერთმანეთის აღარ ესმის. ისინი ცოტას ლაპარაკობენ ან საერთოდ არ ლაპარაკობენ. კომუნიკაციის პრობლემა გაუცხოვებას იწვევს, რაც ძალიან საშიშია ოჯახის სიმყარისთვის. ჰარმონიულ ურთიერთობას ორმხრივი მზაობა სჭირდება.

მარიამი (34 წლის): პატარა გოგო არ ვარ. წესით, კარგად უნდა მცოდნოდა ოჯახური ურთიერთობების „ფსიქოლოგია“. ჩემს ქმარსაც სამი წელი ვიცნობდი. თითქოს ყველაფერი კარგად გვქონდა, იმას ვგულისხმობ, რომ ერთმანეთს ვუგებდით. სიყვარულიც იყო... ვერ ვიფიქრებდი, რომ ხუთი წლის შემდეგ ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდით. დღეს უკვე მიჭირს იმის თქმა, როდის და რატომ დაიწყო ურთიერთობის რღვევა.
– რაში გამოიხატება ურთიერთობის რღვევა?
– გამიუცხოვდა. ბოლო დროს ერთმანეთის აღარ გვესმის, ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთი მთლიანი არ ვართ. ცოლ-ქმარი ხომ ერთსულოვანი უნდა იყოს. მე რომ ეს ადამიანი შემიყვარდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მასზე ძვირფასი და ახლობელი არავინ მეყოლებოდა. რეალურად ხომ ასეა – ცოლად იმიტომ მიჰყვები კაცს, რომ მის გვერდით გინდა ყოფნა – ყველგან და ყოველთვის. ზოგჯერ მართლა მგონია, სხვა კაცის შეყვარებული ვიყავი და ქმრად სხვა მყავს.
– შეგიძლიათ, თქვათ, რას უკავშირებთ პრობლემებს ურთიერთობაში?
– ამაზე ბევრს ვფიქრობ. კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მაგრამ,  ჩემი აზრით, პრობლემა უფრო ჩემს ქმარშია. რაღაცებს იგონებს, რომ თავი გაიმართლოს. ცუდი ცოლი არ ვარ – ვზრუნავ მასზე, ვუვლი, ვანებივრებ გემრიელი კერძებით. მადლიერებას ვინ ჩივის, უკმაყოფილოა. არც მინდა მისი მადლობა, რა სისულელეა. ოჯახი იმიტომ იქმნება, რომ ქალმა და კაცმა ერთმანეთზე იზრუნოს. პრობლემა ის არის, რომ უკმაყოფილოა.
– თქვენი მეუღლეა უკმაყოფილო?
– დიახ, ზურგს მაქცევს და ეს უკვე ძალიან თვალშისაცემია. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას ვფიქრობდი, შეიძლება, რთული პერიოდი აქვს-მეთქი. მაგრამ, რაც დრო გადის, მძიმდება სიტუაცია და ჩვენი გაუცხოვებაც აშკარა ხდება. ურთიერთობაც დაძაბულია. მითხრა, რომ ქალებმა არ ვიცით, რა უნდათ ჩვენს ქმრებს. თურმე, ამიტომ მიდის კაცი სხვა ქალთან.
– ანუ, სხვა ჰყავს და მასთან აპირებს წასვლას?
– ჰყავს თუ არა, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ არ მომწონს ასეთი საუბრები. მითხარით, ეჭვიანობისთვის საფუძველი არ მაქვს? მგონი, უნდა მქონდეს. რომ ვნერვიულობ მასთან ურთიერთობაში, შეიძლება,  შეცდომებსაც ვუშვებ. მაგრამ რკინის ხომ არ ვარ, რომ არ ვინერვიულო. ვხედავ, როგორ მეცლება ხელიდან ბედნიერი ოჯახის მითი. ეს უსასოობის მტკივნეული განცდაა,. რა გავაკეთო, არ ვიცი.
– არ გიცდიათ, გაგერკვიათ, კონკრეტულად რა აკლია თქვენს მეუღლეს? ასეთი საუბარი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
– ვიცი, წამიკითხავს, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთთან ხშირად უნდა ისაუბროს, მაგრამ რეალურად ასე არ გამოდის. როგორ ველაპარაკო, როცა სულ უკმაყოფილო და მოღუშულია. მხოლოდ გულის მომკვლელ ფრაზებს „გამოისვრის“ ხოლმე და ტირილამდე მივყავარ.
– ანუ ხშირად ჩხუბობთ?
– ვერ ვიტყვი, რომ ვჩხუბობთ. ფსიქოლოგები ამბობენ, ჩხუბი ცუდი არ არის. ჯანსაღი ურთიერთობისთვის საჭიროც კიაო. მოკლედ, ჩვენ არ ვჩხუბობთ. მე მხოლოდ მის პრეტენზიებს ვისმენ და შიშით ველოდები, როდის მიღალატებს.
– ასე რთულად არის საქმე?
– ძალიან. როგორ უნდა იყოს კარგად ქალი, რომელსაც ქმარი სულ ეუბნება, რომ მის საზოგადოებაში თავს კარგად არ გრძნობს. მეუბნება, სახლში მოსვლა არ მიხარიაო. გული ისე მეტკინა, ლამის ვიყვირე. რა არ მესმის, რას ვერ ვხვდები... ეს კითხვები ჩემთვის პასუხგაუცემელია. ხან მგონია, ხომ ამ მიზეზებს კაცები იმისთვის იგონებენ, რომ თავისი ღალატი „გააპრავონ“. თუმცა არის მომენტები, როცა ბევრს ვფიქრობ, იქნებ, მართლა რაღაც ხდება. იქნებ არ ტყუის ჩემი ქმარი და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლია. ამის მიხვედრას ჩემზე გაცილებით ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი ცუდი ადამიანია. ხომ იყო ჩვენს ურთიერთობაში პერიოდი, როცა ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმოდა,  დღეს რა ხდება?! მითხრა, ქორწინებაში სხვა რამეს ვეძებდი და იმედი გამიცრუვდაო. შენ რომ მარტო საკუთარ თავზე დარდობ, იქნებ ჩემზეც იფიქრო, რა დღეში ვარ, იქნებ მეც მიჭირს და რაღაც კითხვებზე პასუხს ვერ ვპოულობო.
– მგონი, თქვენი მთავარი პრობლემა ერთმანეთთან კომუნიკაციაა, რომელიც გაგირთულდათ.
– მეც ვხვდები ამას, მაგრამ რა გავაკეთო, რითი ვუშველო პრობლემას. მართლა არ მესმის და ვერ ვხვდები. ეგ თუ პასუხებს გარეთ დაეძებს,  მე ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. პრობლემას პრობლემა ემატება. დიახ, ვეჭვიანობ და განვიცდი. არ ვმალავ. მისი ეს აჩემება, რომ ქორწინებაში „რაღაც“ აკლია, ძალიან ჰგავს მცდელობას, რაღაც დანაშაული „გააპრავოს“, რა ვქნა, გული მაქვს დამძიმებული და ძალიან ვნერვიულობ.
скачать dle 11.3