კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა მეთოდებით მოქმედებენ ირანი და თურქეთი კავკასიაში და რატომ ჩამოწვება საქართველოსთვის შუა საუკუნეები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თუმცა დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც და სახელმწიფო უსაფრთხოებაც დასავლეთის იმედადაა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ერთდროულად ხიფათის შემცველიცაა და სიკეთისაც, ჩვენ კი ჯერჯერობით მხოლოდ ხიფათებს ვიმრავლებთ და რომ არა დასავლეთის ინტერესი (რაც სწორედ ამ გეოპოლიტიკური მდებარეობის სიკეთეა), სახელმწიფოებრიობაც ეჭვქვეშ დადგებოდა. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად განვიხილავთ იმ თეორიულ ვარიანტს, რა პოლიტიკურ კონფიგურაციაში რჩება ქართული სახელმწიფო, თუ უცებ აღმოჩნდება, რომ სამხრეთ კავკასიური მიმართულება და საქართველო აღარ იქნება დასავლეთის ინტერესი  და10-15 წლით ამოვარდება.
– რა კონფიგურაციაში რჩება საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე?
ზაალ კასრელიშვილი: 10-15 წლის შემდეგ რუსეთში ნამდვილი ფედერაცია იქნება და თურქეთიც ფედერაციული სახელმწიფო გახდება, ჩვენ ფონს ვიქნებით გასულები. უპირველესად, დიდი მადლობა იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ამ სამარცხვინო წინასაარჩევნო კამპანიაზე არ მკითხეთ და სერიოზული კითხვა დამისვით. ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ დასავლეთის ინტერესი აღარ იყოს საქართველო, მაგრამ, რადგან მოდელირებული ქრონიკა უნდა გავაცოცხლოთ, გავაცოცხლოთ.
– მე შესაძლო ვარიანტების გათვლას დავარქმევდი. დასავლეთს, როგორც ფაქტორს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავაკეთოთ რამე. ხომ შეიძლება, დედამიწაზე დასავლეთი არ არსებულიყო, ანუ მის გარეშე ჩვენ უნდა დავღუპულიყავით?  
– რა თქმა უნდა... დასავლეთმა ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, თქვას უარი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე, თუ ჩვენ ცანცარს გავაგრძელებთ და მსოფლიო პოლიტიკური პროცესების არქიტექტორები იტყვიან, რომ არასერიოზულად იქცევიან და მათთან ურთიერთობა არ გვინდაო. აი, მაშინ დადგება სხვა რეალობა.
– ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას თუ გადავხედავთ, საქმე სწორედ მაგ მიმართულებით მიდის.
– 1992 წლიდან არ დავასრულეთ ცანცარი, პირიქით, ვუმატებთ და ვუმატებთ. თუ დასავლეთის ფაქტორი არ იქნება, თურქეთი და რუსეთი ჩათვლიან, რომ მათ დასავლეთს აჯობეს და რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან თავიანთი გავლენების გაძლიერებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აქამდე მათი გავლენის სფეროში არ შედიოდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს რუსეთსა და თურქეთს შორის სამხრეთ კავკასიაში. ამას აუცილებლად დაემატება ირანის ინტერესებიც.
– აქვე დავაზუსტოთ, რომ ლაპარაკია სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილო კავკასიაზეც.
– რა თქმა უნდა, თუ რუსეთს ჰგონია, რომ ჩრდილო კავკასია ხელში უჭირავს, ძალიან შემცდარან. საკმარისია, თურქეთი გაძლიერდეს კავკასიაში, რომ სუნიტური გავლენა მაშინვე მოედება ჩრდილო კავკასიას: ჩრდილო კავკასია მთლიანად სუნიტურია, თათარსტანიც სუნიტურია და ბაშკორკოსტანიც. განსხვავებით თურქეთისა და რუსეთისგან, ირანი სხვა სტილის მოთამაშეა. ის არც აგრესიული რელიგიური გავლენებით გამოირჩევა და არც პოლიტიკური მხარდაჭერებით თავისთვის საინტერესო ტერიტორიებზე.
– ოღონდ ჯერჯერობით.
– დიახ, ჯერჯერობით, ის აძლიერებს თავისთვის სასურველ ელიტურ ჯგუფებს ფინანსურად და, რაც მთავარია, თავისთვის საინტერესო შიიტური დაჯგუფებების ფინანსურ გაძლიერებასა და გამრავლებას უწყობს ხელს. ასე რომ, დასავლეთის ინტერესის სფეროდან გასვლის შემთხვევაში ჩვენ უცბად აღმოვჩნდებით შუა საუკუნეების მსგავს კონფლიქტში, ოღონდ ტექნოლოგიურად განსხვავებულში.
– სტამბოლის ბაზარზე აღარ გაგვყიდიან და არც თავებს დაგვაყრევინებენ.
– რა თქმა უნდა, სტამბოლის ბაზარზე ძალით არავინ აღარ წაიყვანს ქართველ გოგო-ბიჭებს, იმიტომ რომ ისინი თავიანთი ნებით წავიდნენ იქ შრომის გასაყიდად ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ვფიქრობთ, რომ სამივე ძალა ყველა ფორმითა და მიმართულებით ეცდება თავიანთი ინტერესების გაძლიერებას, რაც, როგორც მოგახსენეთ, აუცილებლად ინტერესთა კონფლიქტამდე მივა და საქართველოში პროთურქული, პრორუსული და პროირანული ორიენტაციის ძალები უკვე პოლიტიკაშიც გამოჩნდებიან, რაც საქართველოს ნავთლუღის ბაზრად აქცევს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ნაციონალზმისა და ნაციონალური ძალების გაძლიერებას საქართველოში, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო: მათ ექნებათ ადამიანური რესურსი, მაგრამ არ ექნებათ სახსრები და ამ სამივე ქვეყნის სპეცსამსახურები ეცდებიან, ეს ძალები თავიანთთვის სასურველი სცენარით ათამაშონ. ამდენად, ეს ძალა ავტომატურად იქცევა ჯამბაზად და მარიონეტად ხან ერთის, ხან – მეორის, ხან – მესამის ხელში და ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ვიმეორებ: ეს არ მოხდება ისეთი ფორმით, რა ფორმითაც შუა საუკუნეებში ხდებოდა, მაგრამ შინაარსით იგივე დარჩება, რაც გამოიწვევს საქართველოდან შრომისა და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდობის – მეცნიერების, სპორტსმენების მაქსიმალურ გადინებას. ეს ის ხალხია, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციის ერთი პერიოდი აქვთ და ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში მათი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება არ იქნება. მარადიული ღირებულებების შენარჩუნების ერთადერთი შანსი იქნება მართლმადიდებელი ეკლესია, რომელზეც კიდევ უფრო გაძლიერდება ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან.
პარალელურად, რა თქმა უნდა, დიდი ჩინეთი ეცდება, ჰქონდეს გასასვლელი შავ ზღვაზე და საქართველოში უამრავ და უზარმაზარ ინვესტიციებს დააბანდებს, მაგრამ აუცილებლად თავის ხალხს დაასაქმებს და გაჩნდება მათი კოლონიები. რაღა თქმა უნდა, საქართველოში თავისი პოზიციების გაძლიერების ინტერესი ექნება ისრაელს, იმიტომ რომ კავკასია მისთვის ზურგია. თუ კავკასიაში არ ექნათ ძლიერი პოზიცია, ზურგი ყოველთვის მოშიშვლებული ექნებათ. აი, ასეთ სურათს ვხედავ, თუ დასავლეთთან არ ვიქნებით.
– გამოდის, დასავლეთის გარეშე ამ კონფიგურაციაში ვერაფერს გავაკეთებთ?
– გავაკეთებთ. ამაზე უარესი მდგომარეობაც ყოფილა საქართველოში. მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ეს სქემა შევქმენით დღევანდელი მოცემულობებიდან გამომდინარე, როდესაც ყველას ერთმანეთი სძულს, არავინ არავის უსმენს, საკუთარი წარსული აღარავის ახსოვს და თავისი წარუმატებლობის მიზეზს სხვაში ეძებს.
საქართველოში ეს მოახერხეს დავით აღმაშენებელმა და მისმა შთამომავალმა და უფრო ახლო პერიოდში – თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ, უბრალოდ, კრწანისის ომში გაყიდეს ერეკლე, თორემ სპარსეთი საბოლოოდ მიდიოდა კავკასიიდან და საქართველოს ერეკლეს დისშვილი, სოლომონი და ერეკლე აერთიანებდნენ. იმის თქმა მინდა, რომ თავიდან მოსაფიქრებელი არაფერია, უბრალოდ, თანამედროვეობაზეა მოსარგები და გეტყვით, ეს როგორ უნდა გაკეთდეს.
საქართველოს მოსახლეობა უპირველესად უნდა შეთანხმდეს მიზანზე: ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული კონსენსუსი 1990 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ კომუნისტიც, ეროვნულიც, პრორუსიც, პროდასავლელიც, კარგიც, ცუდიც, უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უნდა დაეჭირათ მხარი. ამის შემდეგ ჩაერთო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და გადაკიდეს ბრიყვი ქართველები ერთმანეთს...
ანუ პირველი, უნდა შევთანხმდეთ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ; მეორე – ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მიზანი თუ განისაზღვრება, მიზნსკენ მიმავალი გზაც იოლი განსასაზღვრია, როდესაც იცი, რა გინდა, ადვილად პოულობ და მესამე – სასწრაფოდ უნდა მოვნახოთ სტრატეგიული პარტნიორები. თუ დასავლეთის ინტერესთა სფეროდან ამოვვარდით, ჩვენი აზრით, სტრატეგიული პარტნიორები უნდა იყვნენ უკრაინა და ისრაელი, საომარ მოქმედებებში დახმარების დონემდეც კი. 1988 წლიდან, წლებია, ამაზე ვლაპარაკობთ – აუცილებლად უნდა შევქმნათ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონი, მთელი თავისი სამხედრო-პოლიტიკური ინფრასტრუქტურით, რაც უკვე გამზადებულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვოცნებობ, ცდება. ყველაფერი მომზადებულია, გავლილი თემაა, საჭიროების შემთხვევაში, ხელმოწერები დასჭირდება და დამთავრდება ყველაფერი.
ამის შემდეგ საქართველომ თავის უახლოეს მეზობლებს უნდა შესთავაზოს ხელმოწერა თავდაუსხმელობის პაქტზე, რომელზეც ხელს მოაწერენ ირანი-თურქეთი-რუსეთი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს ინიციატივაც ჩვენ გვეკუთვნის, 1999 წელს გამოვთქვით და 2002 წელს რომელიღაც პარტიამ გამოიყენა წინასაარჩევნოდ. სხვათა შორის, თქვენს ჟურნალში ჩვენი ორი ინტერვიუდან ერთ-ერთმა სამინისტრომ კონცეფციაც კი მთლიანად წაიღო. ღმერთმა მოახმაროთ, მაგრამ მადლობა მაინც რომ ეთქვათ ან თქვენთვის, ან ჩვენთვის, ურიგო არ იქნებოდა.
აი, ასეთ გამოსავალს ვხედავთ ჩვენ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ყოველივე ზემოთქმულის გამნხორციელების შემდეგ დასავლეთში გამოჩნდება ქვეყანა, რომელიც აუცილებლად გამოთქვამდა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს და, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასია და თუ ვინმემ არ იცის, უნდა შევახსენო, რომ ბათუმიც მათი აშენებულია, ბაქოც...
– პირველი ნავთობტანკერიც ბრიტანელების ძალისხმევით გავიდა ბათუმიდან ბაქოური ნავთობით დატვირთული, პირველი რესპუბლიკის დროს.
– და ბათუმი-ბაქოს რკინიგზაც მათი აშენებულია. ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მთავარია, გავერკვეთ, ჩვენ რა გვინდა, როგორი სახელმწიფო, რაზეც გასული საუკუნის 90-ანი წლების შემდეგ არ გვილაპარაკია.
მეტსაც გეტყვით, ავიღოთ ცუდი ვარიანტი და დავუშვათ, რომ დასავლეთი დასუსტდა და ევროკავშირი დაიშალა, ამ შემთხვევაშიც კი ანგლოამერიკული კავშირი გარდაუვალია. კანადას, აშშ-სა და ლათინურ ამერიკას აქეთ კონტინენტზე სჭირდებათ პარტნიორები და ეს პარტნიორები იქნებიან საქართველო, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ისრაელი და ეგვიპტე. ამასთან, ჩინეთის გარდა კავკასიისა და შავი ზღვის ინტერესი აქვს იაპონიასაც და განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც მუშტებს გვიქნევენ, დაგვაჩაჩანაკეს, გაგვაღარიბეს, ღირსება შეგვილახეს, მაგრამ მაინც ვერ გაგვტეხეს, იაპონელები სადაც შედიან, შედიან თავიანთი კაპიტალითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით. ასე რომ, არ არის უიმედო მდგომარეობა.
скачать dle 11.3