კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№42 რის გამო თქვა ლაშა ღლონტმა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და ბიზნესშეთავაზებაზე უარი და ვინ კლავდა მას იტალიაში სასტუმროს ნომერში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბოლო პერიოდში, ლაშა ღლონტმა თავის მრავალფეროვან ამპლუებს მსახიობობაც შემატა და „ჩემი ცოლის დაქალებში“ პრეზიდენტის მეგობრის როლში გამოჩნდა.
ლაშა ღლონტი: ვფიქრობ, სანამ პრეზიდენტი იქნება ამ სერიალში, მანამდე ვიქნები მეც, როგორც მისი მეგობარი. მომწონს გადასაღები მოედნის სიტუაცია და ნიჭიერ პროდიუსინგთან ურთიერთობა. ადრეც მქონდა ეპიზოდური როლები სერიალებში, მაგრამ ეს უფრო მასშტაბურია. თუმცა ამას მსახიობობას ვერც დავარქმევ. რეალურ ცხოვრებაში პრეზიდენტის როლის შემსრულებელი – კახა გოგიძე ჩემი მეგობარია. ჩვენთან ანსამბლ „ალილოში“ მღეროდა და კარგ პიროვნებასთან ერთად კარგი მომღერალიცაა, რა თქმა უნდა, მსახიობობასა და რეჟისორობასთან ერთად. თავისთავად, მიხარია სერიალში მონაწილეობის მიღება, თუმცა ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს. ძალიან ხშირად მიწევს ქვეყნის გარეთ გასვლა, ტურები რეგიონებში, ბიზნესი და სამსახური და შესაბამისად, ძალიან დაკავებული ვარ.
– როგორ აღმოჩნდით სერიალში?
– პროდიუსერებმა დამირეკეს და მითხრეს, თქვენ უნდა იყოთ პრეზიდენტის მეგობარიო. პრეზიდენტთან ერთად, ასევე, ჩემი მეგობარია ლუნას როლის შემსრულებელი – ქეთი ხუციშვილი და ძალიან გაუხარდა, იქ რომ დამინახა. ისიც ძალიან კარგად მღერის. საერთოდ, ამ სერიალში მონაწილე ადამიანებთან, ვინც ჩემი მეგობარია, ყველასთან სიმღერა მაკავშირებს, მათ შორისაა დათო არჩვაძეც.
– ახლა, ალბათ, ბევრი გეკითხებათ, ნამდვილ პრეზიდენტთან თუ მეგობრობთო?
– არა, ჩვენს პრეზიდენტს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ. რამდენჯერმე შევხვდით ოფიციალურ გარემოში, სხვა ურთიერთობა არ გვქონია.
– მსახიობობისადმი ცდუნება არ გაგიჩნდათ?
– ეს ჯერჯერობით ეპიზოდური როლია და დიდ დროს არ მოითხოვს. ვნახოთ, თუმცა მსახიობობას არ ვაპირებ, რადგან ჩემი საქმეებით ძალიან დაკავებული ვარ. ისე, ადრეც მქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი სერიალიდან. მართლა ძალიან საინტერესო იყო, თუმცა შემდეგ ეს პროექტი არ შედგა. მძაფრსიუჟეტიან სერიალში მთავარი როლის შემსრულებელი  უნდა ვყოფილიყავი – მაფიოზი. ალბათ, ჩემმა გვარმა განაპირობა ეს ამბავი. ღლონტები ამბობენ, წარმოშობით იტალიელები ვართო და ალბათ ამიტომ გადაწყვიტეს, მაფიოზობა ჩემთვის ჩაებარებინათ (იცინის).
– სერიალში ძალიან გავლენიანი სანაცნობო გყავთ. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა?
– როცა ადამიანი ცნობადი ხარ, გყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მეც მქონდა ძალიან სერიოზული შემოთავაზებები, მაგრამ უარი განვაცხადე, რადგან ჩემი საქმე მაქვს, ჩემი ბიზნესი და სამედიცინო საქმიანობა, რაც ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ჩემი საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე, ყოველთვის მყავდა ისეთი საახლობლო წრე, რომელსაც გარკვეული გავლენა ჰქონდა. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ადამიანებს ქართული სიმღერის სიყვარულით ვაერთიანებ და არა გავლენიანობის მიხედვით.
– პოლიტიკურ თანამდებობებზე შემოთავაზება იგულისხმეთ?
– პოლიტიკურიც იყო და არაპოლიტიკურიც. ბიზმესშიც მქონდა ძალიან სერიოზული შემოთავაზებები, თუმცა ყველაზე უარი ვთქვი. ჩემი სამსახური და ქართული სიმღერა ჩემთვის სხვა პრიორიტეტია, თანამდებობა არანაირ ცდუნებას არ წარმოადგენს.
– მოგზაურობებზე უნდა გკითხოთ, როგორც თქვით, ხშირად გიწევთ ქვეყნის გარეთ გასვლა.
– სანამ მოგზაურობაზე გადავალ, გეტყვით, რომ საქართველოს რეგიონებში 34 კონცერტი ჩავატარე – სოფლის კლუბიდან დაწყებული, ქალაქის დიდი დარბაზებით დამთავრებული. ეს ჩემი ინიციატივა იყო, მინდოდა, ქართველ ხალხს მოვფერებოდი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ვხედავ, როგორ უყვართ ქართული სიმღერა. თუმცა კონცერტებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვატარებ. ახლაც მაქვს დაგეგმილი ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ამსტერდამსა და ბრიუსელში. აქტიურად ვცხოვრობ. განსაკუთრებით ემოციურია ხოლმე ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებთან შეხვედრა, რადგან ეს ქვეყანა შორსაა და სამშობლოში ხშირად ვერ ჩამოდიან. ასევე, განსაკუთრებულად გამოვყოფ საბერძნეთის ემიგრაციას. ისინი სხვანაირად განიცდიან და გეფერებიან.
– რაც შეეხება მოგზაურობის სახალისო ისტორიებს?
– იტალიაში პირველად მომღერალ ექიმებთან ერთად ვიყავი. ძალიან ძვირად ღირებულ რესტორანში დაგვპატიჟეს, სადაც პოლონელი მუსიკოსები უკრავდნენ. ორი ჭიქის შემდეგ სიმღერა დავიწყეთ და მთელი რესტორნის ყურადღება ჩვენკენ წამოვიდა, მათ მუსიკოსებს აღარავინ უსმენდა. მერე ფული შეაგროვეს და მე მომიტანეს. ძალიან დიდი თანხა იყო, თუ არ ვცდები, ათი ათასი დოლარი. რა თქმა უნდა, ეს თანხა მე არ ავიღე, მუსიკოსებს გავუგზავნე. ატყდა დიდი აპლოდისმენტები „ვივა ჯორჯიას“ ძახილით. მართალია, მერე ჩემმა მეგობრებმა სასტუმროს ნომერში კინაღამ მომკლეს, მაგრამ მაინც ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა (იცინის). რაღაც პერიოდის შემდეგ მე, დათო არჩვაძე და ჩემი მეგობარი აჩიკო ბერიძე ისევ იტალიაში ვიყავით გასტროლზე. ვენეციაში გონდოლაზე უნდა დავმსხდარიყავით. ერთი ბიჭი იყო, რომლისთვისაც სამასი ევრო უნდა გადაგვეხადა იმისთვის, რომ ჩვენთვის „ო, სოლე მიო“ ემღერა. ავდექით და ჩვენ თვითონ ვიმღერეთ სამ ხმაში, თან ისე, რომ ყველა შოკში ჩავარდა და კინაღამ აქეთ გადაგვიხადეს ფული. მთელი იტალია ტაშს გვიკრავდა.
– ბევრი ამპლუა გაქვთ შეთავსებული, დროს როგორ ანაწილებთ?
– ახლა ყველაზე კარგ რამეს ვაკეთებ, რაც ერთგვარად ჩემი ცხოვრების რეზიუმე იქნება. ეს არის ჩემი და ჩემი სიძის – შვილის მეუღლის, საერთო პროექტი. მას სამსართულიანი, ეზოიანი სახლი აქვს თბილისში, სადაც ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ადგილს ვქმნით, რომელსაც ერქმევა „სტუმრად ლაშა ღლონტთან“. აქ ვუმასპინძლებთ თბილისში ჩამოსულ სტუმრებს და ჩემთან ერთად, მათი მასპინძლები ქართული ესტრადის ვარსკვლავები იქნებიან. მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია, ჩვენი ხელით შევუწვავთ მწვადებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნამდვილი ქართული გარემო შეიგრძნონ. ფაქტობრივად, ქართულ ოჯახში მოხვდებიან და რაც მთავარია, მიკროფონის გარეშე ეზიარებიან ქართულ მუსიკას.
– როგორია სიმამრი ლაშა ღლონტი?
– სიმამრი ლაშა ღლონტი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მეგობარი ლაშა ღლონტი და მეგობარი თორნიკე მაისურაძე. სიძე ჩემი საუკეთესო მეგობარი, ფაქტობრივად, მეორე შვილია.
– ბაბუის ამპლუაში როგორი ხართ?
– ბაბუობა ცხოვრების ახალი ეტაპია, ახალი ენერგიით. ჩემი პატარა მამუჩიკო ყველაზე მეტად მიყვარს. ის არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ადამიანი, რომელმაც მათხოვნინა მამუკა ჩარკვიანისთვის ის სიმღერა, რომელიც შემდეგ წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა გახდა. ეს სიმღერა ჯანსუღმა თავის შვილიშვილს, ირმა გიგანს მიუძღვნა, მე კი – ჩემს შვილიშვილს. გოგოს მამობა ძალიან კარგია, მაგრამ ბაბუობა სულ სხვა ყოფილა. გაათმაგებულად და გააზრებულად ვგრძნობ ყველაფერს.
скачать dle 11.3