კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როდის გამართეს „სიყვარულის აქცია” გიორგი გილიგაშვილმა და სალომე ჭაჭუამ და როგორ განაიარაღა ის სასიძომ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი ლაივის ლიდერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას წყვილია.
გიორგი გილიგაშვილი: ლიდერობა ჩემთვის სამკაული არ არის, მაგრამ კარგია, რომ ის, რაც ჩვენც დიდი სიყვარულით მოვამზადეთ, რაც მე და სალომემ ცეკვის დროს ვიგრძენით, ხალხსაც გადაედო და დიდი სიყვარულით მიიღეს.
– მეწყვილეში გაგიმართლათ.
– ამას გამართლებას ვერ დავარქმევ, უფალი მწყალობს. სალომეს პროფესიონალიზმს არ გავუსვამ ხაზს, გარდა ამისა, ის საოცარი ბუნების ადამიანია. მომთმენი, საოცრად მიმტევებელი და საკუთარი საქმისთვის თავდადებული. როცა საქმე ცეკვას ეხება, შეუპოვარი და შეუვალია. ამ საქმეში მე ახალწვეული ვარ და აბსოლუტურად ვემორჩილები. ერთი და იმავეს გამეორება ერთხელ და ორჯერ კი არა, ორმოცჯერ და ორმოცდაათჯერ შეუძლია. მიძლებს თავის სიყვარულით და მტკიცე ნერვებით (იცინის). მქონდა ბედნიერება და აქამდეც ვიცნობდი მას, მაგრამ ასე ახლოს – არა. ხომ არსებობს საპროტესტო აქცია და ჩვენ სიყვარულის აქცია გავმართეთ, როცა გავიგე, რომ სალომე უნდა ყოფილიყო ჩემი მეწყვილე. ბედნიერებაა, როცა იგებ, რომ ამ საოცარ დროს გაატარებ გოგონასთან ერთად, რომელმაც საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით ცეკვის საკუთარი მიმართულება შექმნა. არამიწიერი ენერგიის მქონეა, რაც ბევრჯერ დამიმტკიცა. რა თქმა უნდა, მე ჩემი გაფრენები მაქვს, მას – თავისი და ერთმანეთს ვაფრენთ ხოლმე – ამ დროს ხდება ის, რაც მაყურებელმა პირველ ეთერში ნახა.
– როგორ მიიღეთ პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება?
– სიკვდილს არ გავქცეულვარ, მადლობა უფალს და ცეკვას როგორ გავექცეოდი?! (იცინის) ეს პროექტი რომ გადიოდა, დედაჩემი სულ მაგონებდა: შვილო, შენ თუ გინდა, მე დიდხანს ვიცოცხლო, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ უნდა გამოხვიდეო. ბედნიერი კაცი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დედისთვის ნატვრა ამეხდინა. ერბოკვერცხი რომ შევიწვათ ხელისგულზე, ჩვენ მათ ამაგს მაინც ვერ გადავიხდით, მაგრამ რისი გაკეთებაც შემიძლია, ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. ამიტომ, როცა შემოთავაზება მივიღე, სიხარულით დავთანხმდი და დედაჩემს ვუთხარი: დედი, ასრულდა ნება შენი-მეთქი.
– ცეკვას რაც შეეხება, გამოცდილებაც გაქვთ.
– ბავშვობაში ცეკვის გამოცდილება, ალბათ, ყველას გვაქვს, მაგრამ მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. უბრალოდ, რადგან ორი და მყავს, ლამაზ წვეულებებზე ქართული მენტალობის მატარებელ მამაკაცს, მით უმეტეს ისეთ ასაკში, როცა ყველას ჩემი სიხისტით ვუპირისპირდებოდი, ვისი მზერაც ოდნავ მაინც ჩემი მშვენიერი დებისკენ იყო მიმართული – ულამაზესები არიან და ყველაზე კარგად ცეკვავენ – ამიტომ, ხომ ხვდებით, მათი კავალერი მე უნდა ვყოფილიყავი და შესაბამისად, მიწევდა ქალის წინ დგომა, როგორც მოცეკვავე მამაკაცს, მაგრამ ეს იმდენად სხვა ცეკვა და სხვა სიმაღლეა, ჩათვალეთ, რომ არაფერი არ ვიცი.
– სიკვდილს არ გავქცევივარო, თქვით, რას გულისხმობდით?
– ეს ისეთი ისტორიებია, რომელიც შეიძლება მოძღვარს გაუმხილო, არა მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თუმცა, ერთ მხიარულ ამბავს გავიხსენებ: ბიჭები ბურთს ვთამაშობდით და ეზოში გადაგვივარდა. გადავძვერი, ბურთს წავავლე ხელი და უცებ, უზარმაზარი ძაღლის წინაშე აღმოვჩნდი. გამართული რომ ყოფილიყო, ჩემზე დიდი იქნებოდა და ვფიქრობდი, რომ უნდა შევეჭამე, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. მისი მზერა არ დამავიწყდება, თვალებით მელაპარაკებოდა: რატომ ხარ დაუკითხავად შემოსული ჩემს ტერიტორიაზეო. წინ ჩვეულებრივი ლომი მედგა. ერთმანეთს ვუმზერდით, თითქოს ერთმანეთის გავიგეთ, რაინდულად მომიტევა, რომ უცხო ტერიტორიაზე დაუკითხავად ვიყავი გადასული. თვალებით სამადლობელიც ვუთხარი და ძალიან ნელი მოძრაობით გადმოვედი. ამის შემდეგ ისეთი პატივისცემა გამიჩნდა ამ ძაღლის მიმართ, როცა დავინახავდი, ვესალმებოდი და ვფიქრობდი, ძმებმა არ დამინახონ და გიჟი არ ვეგონო-მეთქი.
– როგორი იყო ბავშვობა? კახეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ, არა?
– მიუხედავად რთული პერიოდისა, ბავშვობა ლეგენდარული მქონდა. „ჩაჩავაში“ დავიბადე, მშვენიერო. მამა პოლიციის უფროსი იყო, დედაც მეომარი ქალია და მამაჩემის მხარდამხარ, ისიც შეიარაღებული დადიოდა. პროფესიით ექიმია, მაგრამ იმ პერიოდში ისიც იარაღს ატარებდა, რადგან ჩვენს ოჯახს ეს სჭირდებოდა. ერთხელ, ვხედავთ, ავტომობილი ჰყავთ მხედრიონელებს გაჩერებული და ავტომატით ადგანან ერთ კაცს. არ ვიცი, იქ რა ხდებოდა, მაგრამ ავტომატები იმ კაცზე ჰქონდათ მიბჯენილი და არა მგონია, მის თავს სიკეთე ყოფილიყო. მამაჩემი გადავიდა და მახსოვს იმ ავტომატიანების ფერმკრთალი სახე მისი დანახვისას, მიუხედავად იმისა, რომ მამას მათთან იარაღი არ ამოუღია. არ ვიცი, იქ მამაჩემმა რა ილაპარაკა, მაგრამ მხედრიონელებმა თავი დახარეს, იარაღი დაწიეს და წავიდნენ. მამა რომ მოვიდა და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. არაფერი, მეგობრებს გზა აებნათ და ვასწავლეო, მიპასუხა. მან კი გადატანითი მნიშვნელობით მითხრა, მაგრამ რეალურად მართლა ასე იყო.
– ცეკვის დროს, რომ დებისკენ მომართულ მზერაზე ასეთი რეაქცია გქონდათ, როცა მათ თაყვანისმცემლებს ეხებოდა საქმე, მაშინ რა ხდებოდა?
– როცა საქმე დებს ეხებოდა, ძალიან შარიანი ვიყავი (იცინის). მახსოვს, ერთხელ, ძმაკაცი მეუბნება: გილიგ, გავიგე, რომ იმ ტიპს შენი და მოსწონსო. არც მიკითხავს არაფერი, უტიფრად მივადექი ამ ბიჭს და მუშტი-კრივი გავუმართე. მეუბნება, ძმაო, რა გინდა, არ მომწონსო. დაახლოებით სამი წელი გავიდა და მერე მითხრა ძმაკაცმა: იმ ტიპთან მე მქონდა პრობლემა, ვერ ვერეოდი და ამიტომ გითხარი ეს, თორემ მსგავსი არაფერი ყოფილაო. ამის გამო, ლამის, ძმაკაცი შემომელახა (იცინის). დავურეკე იმ ადამიანს და შენდობა ვუთხარი, ძალიან შემრცხვა. იმ ასაკში არ ვფიქრობდი, რას ვაკეთებდი, მხოლოდ ემოციებით ვმოქმედებდი და ეს დანაშაული მეგონა (იცინის). ჩემი და ახლა „გაჩუქებულია“ სიტყვა „გათხოვება“ არ მიყვარს. მისი მეუღლე ღირსეული ყმა არის, ჩემი ოჯახის წევრად არის დაბადებული. როდესაც ჩემმა დამ მის შესახებ მითხრა, კიდევ მქონდა შემორჩენილი ძველი ხასიათები და  როგორ გამიბედა-მეთქი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი. მისი მომავალი მეუღლე ძალიან ღირსეულად მოიქცა, მოვიდა და მითხრა: შენი ხმალი და ჩემი კისერიო. ამ სიტყვებმა და რაინდულმა საქციელმა ჩემი სრული განიარაღება მოახდინა და მშფოთვარე სული დამიმშვიდა. დიდება ქრისტეს! მალევე მათ ქორწილში „დაისიც“ ვიცეკვე. მეორე და რომ იბადებოდა, სქესი არ ვიცოდით. მე და ჩემი და სანთლებს ვანთებდით და ვლოცულობდით. მე მინდოდა, ბიჭი ყოფილიყო, მას – გოგო და გოგო რომ დაიბადა, ჩემს დას ვუთხარი: ალბათ შენ უფრო ბევრი სანთელი დაანთე და ღმერთმა შენ გისმინა-მეთქი (იცინის). მეგონა, მაროს შემდეგ, ვერ შევძლებდი ნუცას იმ დოზით შეყვარებას. ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ჩემი გულის ფეთქვაა.
– რაც შეეხება 18 წლის ძმას, მას ახლა ზუსტად ის ასაკი აქვს, რომელსაც წეღან ემოციურად იხსენებდით.
– გაცნობის დროს, რომ ვიტყვი ხოლმე: გაიცანით – ჩემი ძმა დათუნა, ის მისწორებს „დავითი“ (იცინის). აქედანაც ჩანს მისი ხასიათი, დათუნა კიდევ სხვა ფენომენია. ბევრი უმცროსი ძმაკაცი მყავს, მაგრამ ის მათგან ძალიან განსხვავებულია. ჩემი უმცროსი ძმაკაცები თუ ჩემგან ისმენენ რამეს, როგორც შედარებით უფროსისგან, დათუნა ყველაფერს აბსოლუტურად უკუღმა იგებს. ყველა სიტყვაში მეწინააღმდეგება – რომ ვეტყვი „ძმაო, მშვიდობა“, ის მიპასუხებს „ომი“ (იცინის). ეგ ასაკი აქვს და თავის სიმტკიცეს ბოლომდე გვაჩვენებს.
скачать dle 11.3