კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ გახდა კახა გოგიძე შეგნებულად ოროსანი და რაში არ დაეხმარა პრეზიდენტი საკუთარ შვილს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი „პრეზიდენტი“ – კახა გოგიძე, ოჯახში საკმაოდ მკაცრი და როგორც თავად ამბობს, შეიძლება, ცოტა ძველმოდურიცაა.
ნიკა (შვილი): ძალიან უცნაური შეგრძნებაა პრეზიდენტის შვილობა, ფინანსებით ამას ნამდვილად ვერ ვგრძნობ (იცინის).
– რეალურად პრეზიდენტის შვილი მსახიობია, ისევე, როგორც მამა. არა?
კახა: ყველა ყვავს თავის ბახალა კარგი ჰქონია, მაგრამ მე არ მიყვარს ჩემი ოჯახის წევრების დაკავება სპექტაკლში. ნიკას რაც შეეხება, მერჩივნა „დოხტური“ გამოსულიყო, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა. მსახიობობა გულის სისხლს მოითხოვს და მინდოდა, შვილები ამ შრომისგან დამეცვა, მაგრამ ჩემთვის თავისუფალი ნება წმიდათაწმიდაა.
ნიკა: ერთხელ მომიწია მის სპექტაკლზე მუშაობა და მაშინ ვიგრძენი, რომ ის ჩემი მამა კი არა, იყო რეჟისორი, რომელიც მე, იმიტომ, რომ შვილი ვიყავი, არ მეხმარებოდა, სხვებს – კი. დავიჩაგრე, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი გამოდგა, რადგან შედეგის მისაღწევად საკუთარ თავზე მეტი ვიმუშავე.
– ცხოვრებაშიც ძალიან მკაცრია, არა?
– ძალიან მკაცრი იყო. სუფრასთან დაჯდომის უფლებას არ გვაძლევდა, როცა იქ ზრდასრული ადამიანები ქეიფობდნენ.  ეს კარგი იყო, გავიზარდეთ და ვხვდებით, რომ ბევრ რამეში გამოგვადგა.
კახა: არ მიყვარს თავნება ადამიანები, მეც მაგარი თავნება ვარ და ამიტომ. შეიძლება, ჩემებური აღზრდის მეთოდი არასწორი იყო, გურამიშვილი ნამდვილად არ გადამიბულბულებია აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამით თავნებობის მომენტი თავიდანვე მომესპო, იმიტომ, რომ მომავალში არ გასჭირვებოდათ. ადამიანი მიჩვვეული უნდა იყო იმას, რომ შეიძლება, ვინმემ საუბარი გაგაწყვეტინოს, ამან დიდი პროტესტი რომ არ გამოიწვიოს და ეს კონფლიქტამდე არ მივიდეს. ამიტომ ვიყავი მკაცრი. ძველი აღზრდის კაცი ვარ და შეიძლება, რაღაცები არასწორად მესმის, მაგრამ ოჯახში და შვილებთან ურთიერთობაში დემოკრატია საჩემო არაა. თუმცა ახლა უკვე იმ ასაკში შევდივარ, რომ ამათგან დამჭირდება რჩევა-დარიგება.
ნიკა: ზოგადად, არასდროს გვეჩხუბებოდა. უბრალოდ, რასაც იტყოდა ყოველთვის იმას ვაკეთებდით. მამას სიტყვა ჩვენთვის კანონი იყო. „მამა ყოველთვის მართალია“  – ეს იყო ჩვენი პირველი კანონი და „თუ მამის სიმართლეში ეჭვი გეპარება გადახედე პირველ კანონს“ – მეორე. ეს ორი კანონი ჩვენს ოჯახში არასდროს ირღვეოდა (იცინის).
– გოგოსთან კიდევ უფრო მკაცრები არიან ხოლმე მამები ბევრი ფაქტორის გამო, იქნება ეს ჩაცმულობა, თაყვანისმცემლები...
კახა: გოგოსთანაც აბსოლუტურად იგივენაირი დამოკიდებულება მქონდა. მასაც ვეუბნებოდი, რომ ცოტა მოკრძალებული ყოფილიყო. ახლა არანაირი შენიშვნა არ მაქვს, მაგრამ სანამ პატარა იყო, არ მინდოდა რამე ვულგარულოდ სცმოდა. არ უნდა ჩაეცვა, ისეთი ტოპი და მოკლე კაბა, რომ ვიღაცის ყურადღება ცუდად მიექცია. თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, გაცნობიერებული მქონდა, რომ თავის დროზე, მოვიდოდა ადამიანი და მეტყოდა: მე და შენს შვილს ერთმანეთი გვიყვარს და უნდა დავქორწინდეთო. პირიქით, ტრაგედია მგონია, როცა დიდი ასაკისაა ქალი და გათხოვილი არაა.
– სწავლის მხრივ თუ გქონდათ განსაკუთრებული მოთხოვნა?
– მე თვითონ ოროსანი ბავშვი ვიყავი. მეოთხე კლასამდე ხუთებზე ვსწავლობდი, მერე ერთმა პედაგოგომა ბავშვები მუხლებზე დაგვაყენა, იმიტომ რომ გაკვეთილი არ ვიცოდით და ამის გამო დიდი პროტესტი გამიჩნდა. შეგნებულად გავხდი ოროსანი. ასე გაგრძელდა სკოლის დამთავრებამდე – ძალიან გამიგრძელდა პროტესტი (იცინის). სამართალიც ხომ არსებობს – ამის შემდეგ შვილებისთვის როგორ დამეძალებინა სწავლა?
– ნიკა, როგორი იყო მამა იმ პერიოდში, როცა ზედმეტი კილოგრამები აწუხებდა?
ნიკა: დეპრესიაში იყო, სულ წუხდა, სუნთქვაშიც კი ხელი ეშლებოდა. დაჯდებოდა და ვეღარ იშლებოდა. ყველაფერი ღლიდა, სიცოცხლეც კი და არაფერი უხაროდა. მისთვის ქეიფი, დალევა და სიმღერა იყო ერთადერთი საშუალება, რითაც ცოტა ხნით გაურბოდა საკუთარ პრობლემას. ვხდიდით და ვაცმევდით ხოლმე, რადგან თვითონ საკუთარ ფეხებს ვერ სწვდებოდა. კარგი ჩასახუტებელი და მოსაფერებელი გასართობი იყო ჩევნთვის (იცინის). 160 კილოგრამი იყო და ერთ სპექტაკლში ეტლში იჯდა, რადგან წონის გამო სიარული არ შეეძლო, მერე მოულოდნელად ხტებოდა და ბალერონის ფუეტეს აკეთებდა ოთხჯერ. საოცარი სანახავი იყო ეს ყველაფერი – ამხელა წონით შეუძლებელ რამეს აკეთებდა, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა მის ნიჭიერებაში. მერე დიეტები რომ დაიწყო, სულ გაღიზიანებული იყო, მაგრამ წონასთან ერთად ხასიათის ცუდი თვისებებიც მოიშორა და ახლა უფროა ჩვენს შორის მამაშვილური ამბავი, ვიდრე მაშინ. სხვათა შორის, ეს ამხელა კაცი რომ ჩამოდნა, ჩემი გარდერობის თვალიერება დაიწყო და ჩემს ტანსაცმელს ამის კარადაში ვპოულობდი ხოლმე (იცინის).
კახა: სანამ სრულად გავხდებოდი; მენანებოდა ტანსაცმლის ყიდვა, მაინც მალე უნდა გადამეგდო, რადგან კიდევ ვიკლებდი. ნიკას ტანსაცმელმა გადამატანინა კლების პროცესი. აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელში მაგარი ძუნწი ვარ (იცინის).
ნიკა: დღემდე იცვამს ჩემს ტანსაცმელს, მაგრამ მე რომ ვთხოვო რამე, გამორიცხულია, მათხოვოს (იცინის).
скачать dle 11.3