კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№42 რატომ არის სოფო ბედიას ქმარი შემაწუხებლად მზრუნველი და რატომ არ დაასწრებს სოფო მას პირველი შვილის დაბადებას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

დაახლოებით სამ თვეში სოფო ბედია მეორე ბიჭის დედა გახდება. ეს მისი ქმრისთვის, მიშა მესხისთვის, პირველი შვილია და ორსული მეუღლის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს. როგორც თავად მომღერალი ამბობს, ეს მისთვის იმ ბედნიერების მოლოდინია, რასაც ხუთი წელი ელოდა საყვარელ მამაკაცთან ერთად და როცა მოდუნდა, მოეშვა და ფიქრი შეწყვიტა, განგებამ სწორედ მაშინ გაუკეთა საჩუქარი.
სოფო ბედია: ამ ორსულობამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალა. ეს, ჩემთვის და მიშასთვის დიდი ოცნება იყო. ხუთი წელია, რაც ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად საჭიროებდა ამ სიახლეს. მადლობა უფალს, რომ ეს საჩუქარი გამოგვიგზავნა. სულ მალე მეორე ბიჭის დედა ვხდები. როგორც ექიმი მეუბნება: 7 იანვრისთვის საშობაო საჩუქარი გველის. ბუნებრივად ვაპირებ მშობიარობას და ძალიან მინდა, ჩემი შვილი მართლა საშობაოდ მოევლინოს ქვეყანას.
– პირველი შვილი 23 წლის ასაკში გააჩინე, ანუ სხვაობა ძმებს შორის ათი წელი იქნება. ალბათ, ყველა გეკითხებოდა, უკვე ხუთი წელია, დაქორწინებული ხარ, რატომ არ აჩენ მეორეს, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს, რა ხდებაო. ასე იყო?
– შვილის გაჩენის პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ, სამი ორსულობა ცუდად დასრულდა. ეს დიდი სტრესი იყო და ყველას ვერ ავუხსნიდი, რა და როგორ ხდებოდა. რომ მოვეშვი და აღარ ვფიქრობდი ორსულობაზე, სწორედ მაშინ დავრჩი. რატომ არ აჩენ შვილს? – ეს იყო ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი კითხვა. ზოგს ეგონა, კარიერას გადავყევი და არ მეცალა, არადა, ყველაფერი პირიქით იყო. ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა, მიშა გიჟდება ბავშვებზე, ძალიან უყვარს და რასაკვირველია, უნდოდა, საკუთარი შვილი ჰყოლოდა. ერთ შვილზე არც მე ვაპირებდი გაჩერებას. მიშასთვის, პირველი შვილია და ისეთ ემოციებშია... მერე რა მოხდება, უკვე მაშინებს (იცინის). ყურადღებიანი იყო, მაგრამ ახლა, ფიზიკურად არ მშორდება გვერდიდან. სულ ცდილობს, გამახაროს, გამანებივროს და ხანდახან, მისი ასეთი გადამეტებული ყურადღება შემაწუხებელიც კი ხდება (იცინის). სულ მეჩიჩინება: კარგად იკვებე, მშვიდად იარე, ფეხს არ აუჩქაროო. ბუნებით ძალიან მოსიყვარულეა და ახლა ეს სიყვარული გაუასმაგდა. სულ მუცელზე მეფერება.
– მართალია, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრს ცდილობდი, ექიმებთან დადიოდი, ეკლესიაში ლოცვებს ესწრებოდი და ღმერთს შვილის გაჩენას ევედრებოდი?
– ზოგადად, მორწმუნე ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ვლოცულობდი და ღმერთს შვილს ვთხოვდი. მჯერა, რწმენითა და ღმერთის სურვილით ყველაფერი კარგად იქნება. ამაში, ფსიქოლოგიური როლიც დიდია – როცა რაღაც ძალიან გინდა და ჩაციკლული ხარ, მაშინ იბლოკება რაღაცები და ფიზიკურად ვერ ხდება. შესაბამისად, როცა მოეშვები და მიენდობი უფალს, ის სურვილებს აუცილებლად აგისრულებს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, როცა მოვეშვით, მივენდეთ უფალს და მისი იმედი გვქონდა, ორსულად დავრჩი. იერუსალიმიდან ჩამოტანილი ლიმონიც ბევრჯერ ვჭამე და წმიდა მიწაც ბევრჯერ მოვილოცე, მაგრამ, კიდევ ვამბობ, ეს ყველაფრი ღმერთის ნებაა და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ძალიან მწამს მამა გაბრიელის და ისტორია, რაც მე დაორსულებმადე გადამხდა, სწორედ ამ წმიდანის სახელს უკავშირდება. აღდგომის წინა კვირას მოსალოცად ვიყავი მის წმიდა ნაწილებთან. იქ, განსაკუთრებული რამ დამემართა – მამა გაბრიელს ჩემს ოცნებასა და ნატვრაზე ვთხოვდი, ვლოცულობდი და თან, ცრემლები უნებლიეთ მომდიოდა. დედაოებმაც დამლოცეს და იქიდან რაღაცნაირი, სხვანაირი გრძნობით დავბრუნდი. მეორე კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. სულ ვამბობ, ჩემი შვილი წმიდა გაბრიელის წყალობაა-მეთქი. დედაოებმა მაჩუქეს ღვთისმშობლის წელის სარტყელი, სახლში კი მოვაბრძანე, მაგრამ არ გამიკეთებია და ეს ყველაფერი მისი მადლის დამსახურებაცაა.
– სახელი უკვე შეურჩიეთ პატარას? ხომ არ ფიქრობ, რომ გაბრიელი დაარქვა?
– ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჩემს შვილს აუცილებლად წმიდანის სახელი ერქმევა. თუმცა, ამის პრეროგატივა მიშას მივანდე და მან გადაწყვიტოს, თავის პირველ შვილს რა დაარქვას.
– რადგან პირველი შვილია, მიშა მამამისის სახელის დარქმევას ხომ არ ფიქრობს?
– მამამთილს არ უნდა (იცინის). მურმანი ჰქვია, ძალიან საყვარელი კაცია და თავად ამბობს, არ დაარქვათ ჩემი სახელი, მთავარია, მე გამახარებს და რაც თქვენ გინდათ, ის შეურჩიეთო. დედმათილსაც და მამამთილსაც ძალიან უხარიათ და ერთი სული აქვთ, როდის მოევლინება მათი შვილიშვილი ამ ქვეყანას. პატარასთვის ჯერ არაფერი გვიყიდია. ბოლო თვეში რომ ვიქნები, მერე დავიწყებთ მზადებას. ახლახან, ისრაელში ვიყავი და ჩემმა ბიჭმა იქ მიიღო ბევრი საჩუქარი. ჩვენი მასპინძლები, ბატონი მოშე და მისი მეუღლე, ძალიან კეთილშობილი ხალხია და რომ ჩავედი, ორი დიდი ჩანთა ბავშვის ტანსაცმელები დამახვედრეს. ისეთი სიურპრიზი იყო, ვიტირე.
– ქმარმა ექვსი თვის ორსული მარტო როგორ გაგიშვა ისრაელში?
– კონცერტზე ვიყავი მიპატიჟებული და ექიმთანაც გავიარე კონსულტაცია, თან, იერუსალიმის მოლოცვაც მინდოდა. ჩემი ბიჭი მუცელში კი ზის, მაგრამ უკვე ნამყოფია ქრისტეს საფლავზე და იქიდან დიდი მადლი აქვს წამოღებული. მიშა თვითმფრინავში ვერ რეკავდა, თორემ, ისე სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. მის გარეშე ჩემთვისაც რთული იყო. თუმცა, ეს ორსული ქალი სცენაზე ისე ვცეკვავდი და ისეთ დღეში ვიყავი, ქმარს რომ დავენახე, გადამერეოდა (იცინის). სამაგიეროდ, აეროპორტში, „დუტი ფრიში“ მიშას ის სუნამო ვუყიდე, რომელიც ძალიან უყვარს და რომ დამხვდა, საჩუქრით გავახარე. ორსულობის გამო ტაიმ-აუტი არ ამიღია, არ გავჩერებულვარ, სულ სცენაზე ვდგავარ, სულ მოძრაობაში ვარ. მშობიარობის შემდეგაც ასე იქნება, უკვე დაგეგმილი მაქვს სიმღერის ჩაწერა, კლიპის გადაღება, სხვანაირად გამოჩენა-გამონათება (იცინის).
– სოფო, ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადექი. ახლა რამდენი კილო გაქვს მომატებული?
– თხუთმეტი კილო მაქვს მომატებული, მაგრამ არ განვიცდი. თავიდან ცოტა განვიცადე. ფორმაში ჩადგომას იმდენი ძალისხმევა და ნერვები დავახარჯე, ცოტა დამენანა (იცინის). მაგრამ, ახლა 30 კილოც რომ მოვიმატო, არ ვინერვიულებ, მთავარია, ჩემი შვილი იყოს კარგად. მადა მომატებული მაქვს, ბოლო-ბოლო, მესხი მიზის მუცელში და როგორც ვატყობ, ესეც მამასავით ჭამის მოყვარული იქნება (იცინის). მიშასგან განსხვავებით, ისეთი ნებისყოფა მაქვს, მალევე ჩავდგები ფორმაში. ჭკვიანი ორსული ვარ, ვცდილობ, კვება ვაკონტროლო, ჩემი ქმარი კი, სულ მაძალებს ჭამას. უნდა ნამცხვრებით გამომტენოს. თვითონ უყვარს ტკბილი და მეც  ძალით მასუქებს (იცინის). კიდევ ვამბობ, ნებისყოფა მაქვს და მშობიარობის მერე მალე ჩავდგები ფორმაში. მაგრამ მიშამ უკვე დაიწყო წუწუნი, მითანხმდება: ჩემს ბიჭს რომ გააჩენ, ცოტა დაისვენე და მერე, გოგოც მინდაო (იცინის).
– მშობიარობას თუ დაესწრება? ამისთვის ფსიქოლოგიურად ხომ არ ემზადება?
– არავითარ შემთხვევაში! ძალიან ემოციური ადამიანია. მე რომ მისი ნერვიულობის ამბავი ვიცი, მშობიარობას როგორ დავასწრებ? სად მაქვს იმის ნერვები, მაგის ფერის დაკარგვასა და გულის წასვლებს ვუყურო? (იცინის) მშობიარობას ჩემი უფროსი მეგობარი, მაია დაესწრება და ის მედგება გვერდში, მომცემს ძალას და უფრო გამამხნევებს, თან, გამოცდილიცაა.
скачать dle 11.3