კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 დავით ელგანდაშვილი – ახალგაზრდა წარმატებული ქირურგი ევროპული გამოცდილებით

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი, გრიგოლ  მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის წევრი, „კარაპს მედლაინის“ ქირურგი და  ამავე კლინიკის მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დავით ელგანდაშვილი მაღალი პროფესიონალიზმითა და ევროპული გამოცდილებით გამოირჩევა. 2013 წელს სტაჟირება გაიარა გაძლიერებულ ლაპაროსკოპიულ და რობოტულ ქირურგიაში იტალიის ქალაქ მოდენას სანტ აგოსტინოს ჰოსპიტალში. მუშაობდა თორაკოაბდომინურ კლინიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2011-2012  წლებში გახლდათ „ამტელ ჰოსპიტალის“ ქირურგი, 2012 წლიდან დღემდე კი კლინიკა „კარაპს მედლაინის“ თანამშრომელია. არის საქართველოს მცირე ინვაზიური ქირურგთა ასოციაციის წევრი და 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
დავით ელგანდაშვილი: 1997 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, 2000 წელს დავამთავრე სამკურნალო ფაკულტეტი და 2003 წლიდან უმცროს ექიმად დავიწყე მუშაობა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც გულ-მკერდისა  და მუცლის ღრუს ორგანოებზე ყველა სახის ოპერაცია კეთდებოდა. იმ დროისთვის საქართველოში ლაპარასკოპიული ქირურგია სიახლე იყო და მე, ახალმისული, აქტიურად  ჩავერთე ლაპარასკოპიულ ოპერაციებში.
ჩვენთან წელიწადში 3-4 ჯერ ჩამოდიოდა გუნდი იტალიიდან, წამყვანი ქირურგის – ჯან ლუიჯი მელოტის ხელმძღვანელობით. ექიმები, ექთნები, სანიტრები თავიანთი აღჭურვილობით ისეთ ოპერაციებს ატარებდნენ, რაც ჩვენ უდიდეს გამოცდილებას გვაძლევდა.
– დღეს კლინიკაში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიცია გიკავიათ, რა გზა გაიარეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე?
– 2008 წელს, 4-წლიანი რეზიდენტურის პროგრამის გავლის შემდეგ, ზოგად ქირურგიაში ავიღე ლიცენზია და დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ და მუშაობასთან ერთად, დღემდე ვაგრძელებ შემეცნების პროცესს.
ბატონმა მერაბმა ამ კლინიკაში წამოგვიყვანა ის გუნდი, ვისაც ლაპარასკოპიულ ქირურგიაში ენდობოდა. ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი ჩვენ დავაარსეთ. 2015 წელს, აქ მუშაობის პერიოდში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მომანიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი თემაზე: „გასტროეზოფაგური შესართავის არასიმსივნური პათოლოგიების ლაპაროსკოპიული და ტრადიციული ქირურგიული მეთოდებით მკურნალობის ოპტიმიზება“. ბატონი მერაბის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ კი  იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელიც მერაბ კილაძის სახელს ატარებს, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
– ბატონი მერაბის გარდაცვალების შემდეგ, როგორ აგრძელებთ მუშაობას?
– ამ ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა სახის ოპერაცია გაკეთდა, რაც მის პერიოდში კეთდებოდა, ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც
ჩვენი მუშაობა არ შესუსტებულა. დამოუკიდებლად, წელში გამართულები და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენს დეპარტამენტს ბატონი მერაბ კილაძის სახელი დაერქვა და თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მისი ღვაწლი და ამაგი უკვალოდ არ დაიკარგის.
– რა ტიპის ოპერაციები კეთდება თქვენს დეპარტამენტში?
– ყველაზე ხშირად კეთდება ნაღვლის ბუშტის ოპერაციები – კენჭებისა და პოლიპოზით დაავადებების დროს. რაოდენობის მხრივ, შემდეგ მოდის თიაქრის ოპერაციები – ვაკეთებთ ყველა სახის ოპერაციებს, როგორც პირველად, ისე მრავალჯერად ნაოპერაციებს.
ხშირად გვაქვს კომბინირებული ოპერაციებიც, ჩვენი კლინიკა ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: გინეკოლოგიას, ტრავმატოლოგიას, პლასტიკურ ქირურგიას... ამასთან, შესაძლოა, ორი სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტზე ერთი ნარკოზის დროს ორმა ან სამმა სხვადასხვა გუნდმა ერთდროულად გააკეთოს ოპერაცია,  რაც ერთგვარი  კომფორტია პაციენტისთვის, როგორც ფინანსურად, ისე ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის მხრივ.
კლინიკაში გვაქვს მაღალტექნოლოგიური, დახვეწილი, უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საოპერაციო და ვაკეთებთ ყველა ტიპის ოპერაციას, როგორც ღია წესით, ისე – ლაპარასკოპოიულად. მათ შორის, ვცდილობთ,  ლაპარასკოპიულად ისეთი ოპერაციებიც გავაკეთოთ, რასაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ევროპელი და ამერიკელი ქირურგებიც კი  ერიდებიან.
– რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ ექიმს?
– პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურება. ექიმს და განსაკუთრებით ქირურგს, თავი აქვს გადადებული პაციენტებისთვის და საკუთარი თავის, ოჯახისა და მეგობრებისთვის ნაკლები დრო რჩება. ქირურგი მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, იმიტომ რომ არ იცი, რა ვითარებიდან შეიძლება აღმოჩნდე პირდაპირ საოპერაციოში.  
კლინიკაში ყველა პაციენტს  საკუთარი ოჯახის წევრივით ვექცევით. ჩვენ გვაქვს ჩანაწერების წიგნი, სადაც პაციენტები საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს წერენ, იქ  იმდენი  თბილი სიტყვა და დადებითი განცდებია, მათი წაკითხვა ემოციების გარეშე შეუძლებელია.
– როგორია თქვენი დეპარტამენტის სამომავლო გეგმები?
– ბატონი მერაბის დამსახურებიდან გამომდინარე, ჩვენს დეპარტამენტში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდიოდა და დღის განმავლობაში ათამდე ოპერაციას ვაკეთებდით, ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ეს ხაზი და ღირსეულად გავაგრძელოთ მისი დანატოვარი.
კლინიკაში გვყავს რეზიდენტებიც, რომლებსაც თავიდანვე აქტიურად ვაწყებინებთ მუშაობას. ვცდილობთ,  მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პროცესებში, ამისთვის გვაქვს როგორც თეორიული მომზადების კურსი – ლექციების სახით, ისე პრაქტიკული სამუშაოები. საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებით, ვუზიარებთ გამოცდილებას და იმედი მაქვს, მათი სახით ძალიან კარგი პროფესიონალები გვეყოლება.
скачать dle 11.3