კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ქმარმა დედამთილთან დამტოვა და სხვა ქალთან წავიდა

დიტო კურსელთან გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა. ახლა კი მეუბნება, რაიონიდან იყავი ჩამოსული, თბილისში გინდოდა გათხოვება და ყველაფერი გააკეთე, რომ შემტენოდიო, მაგრამ, ასე არ იყო. დიახ, დედაქალაქში სასწავლებლად ვიყავი ჩამოსული, მაგრამ გათხოვება არ მინდოდა. უბრალოდ, მართლა ძალიან შემიყვარდა. არც თავად დარჩა გულგრილი. ერთმანეთი გავიცანით თუ არა, მეორე დღესვე ყვავილებით ხელში ნაქირავებ ბინაში მომადგა. ყოველდღე მოდიოდა, მეუბნებოდა, მიყვარხარო და ბოლოს დარჩენაც დაიწყო. ორსულად რომ დავრჩი, მერე მომიყვანა ცოლად. უფრო სწორად, დედამისი ჩაერია ამ საქმეში, თორემ, რომ არა ის, ალბათ, არც აპირებდა. მოკლედ, ორსულობის ამბავი რომ გავუმხილე და ვუთხარი, მე ამას ჩემებს ვერ ვეტყვი-მეთქი, მითხრა, აბორტს ვერ გაგაკეთებინებ, მაგრამ ვერც ცოლად მოგიყვანო. ტირილი ამივარდა, ისტერიკაში ჩავვარდი, ძლივს დამაწყნარა და მეორე დღეს კი დედამისთან ერთად მომადგა. ნელი დეიდა იმდენად შეგნებული ქალი აღმოჩნდა, არც კი შეიმჩნია სიტუაცია, უბრალოდ, მითხრა: შვილო, მეც ქალი ვარ, მესმის შენი, ვიკითხე და ყველა პატიოსან გოგოდ გიცნობს. მერე რა, შეცდომა ყველას მოსდის, უბრალოდ, გთხოვ ორსულობა დამალე, ჩემმა შვილმა მითხრა, სხვა მიყვარსო, მაგრამ არ იდარდო, ჩემს შვილს დავიყოლიებ, ცოლად მოვაყვანინებ შენს თავსო. გამიკვირდა, ვინ სხვა უყვარს, სულ ჩემთან იყო და ახლა, ასე უცებ, ვინ გამოუჩნდა-მეთქი. თავად აღიარა ვაჟკაცმა: ერთი გოგო მიყვარდა, სულ უკან დავდევდი, ცოლობაც ვთხოვე, მაგრამ ოჯახი მისი გათხოვების წინააღმდეგია, თავად ისე არ ვუყვარდი, რომ ოჯახისთვის ზურგი ექცია და ცოლად გამომყოლოდა, ვიჩხუბეთ და დავშორდით. ამ დროს გაგიცანი შენ და გული გადავაყოლეო. კინაღამ გადავირიე. თურმე, ჩემთან გულის გადასაყოლებლად მოდიოდა. არადა, სიყვარულს მეფიცებოდა. მოკლედ, დედამისის ჩარევის მერე, ოჯახში მიმიყვანა და ცოლად გამომაცხადა. არც ქორწილი გვქონია და არც ჯვრისწერა. დიტომ თავად არ მოინდომა. მამამისი კი ეხვეწებოდა, ქორწილს გადაგიხდიო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ალბათ, იფიქრა, ამას მალე გავუშვებ სახლიდან და იმ გოგოს რომ მოვიყვან, ქორწილი მერე მექნებაო. ასე იყო თუ ისე, ცხრა თვის მერე დათუნა დაიბადა. ჩემი დედამთილი ძალიან დამეხმარა მის გაზრდაში, მთელი ღამე მას ჰყავდა ჩახუტებული. მამამთილი ხომ სულ გადაირია თავის მოსახელე შვილიშვილმა, ბაბუ რომ დაუძახა. დიტო დღითიდღე ხვდებოდა, რომ დედ-მამას ჩემზე ცუდს ვერ ათქმევინებდა და ვერც შვილიშვილს დათმობდნენ. სმა დაიწყო. მოვიდოდა გვიან სახლში, გათხლეშილი მთვრალი, ლეწავდა ყველაფერს, მაგინებდა, რამდენიმეჯერ ხელიც გამარტყა. მართალია, დედამთილ-მამამთილი ჩემს მხარეს იყვენენ და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ მე ქმართან მინდოდა კარგი ურთიერთობა. მოკლედ, ერთ დღესაც, გამოაცხადა, არ მიყვარს ჩემი ცოლი, ყოველთვის ნინკა მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და მივდივარ. შვილს არ დავკარგავო. ვერც ჩემმა ცრემლებმა შეაჩერა, ვერც შვილის სიყვარულმა და ვერც დედ-მამის მუდარამ. ადგა და თავის საყვარელ ქალთან წავიდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე, მეც წავალ ჩემს მშობლებთან რაიონში-მეთქი, მაგრამ დედამთილმა არ გამიშვა. დღესაც მასთან ვცხოვრობ და ის მიდგას გვერდით.
ნატა, 27 წლის.скачать dle 11.3