კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ უნდა ჩაიტაროთ სახის ღრმა წმენდა-გასუფთავება სოდით, თაფლითა და ასპირინით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

პერიოდულად აუცილებელია სახის კანის საფუძვლიანი და ღრმა გაწმენდა-გასუფთავება. ამისთვის სულაც არ არის საჭირო კოსმეტოლოგთან ვიზიტი ან ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების შეძენა.  
ხელისგულზე მოთავსებულ პირსაბან ქაფს ან გელს ერთი მწიკვი საკვები სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ. შემდეგ სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა, კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება.
 ასე მომზადებული საკვები სოდის სკრაბი განსაკუთრებით უხდება მგრძნობიარე, ადვილად გაღიზიანებად კანს, რადგან სოდას დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო ქმედება აქვს.
აიღეთ პირსახოცი, თავზე გადაიფარეთ და სახე ცხელი წყლის ორთქლს მიუშვირეთ. ეს დაგეხმარებათ, ფორები გახსნათ და სახის ღრმა ფენები გაიწმინდოთ. ეცადეთ, თავი ახლოს არ  მიიტანოთ და სახე  ცხელ ორთქლზე არ დაიწვათ. როდესაც ფორების გახსნის პროცედურას მორჩებით, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. შემდეგ, აიღეთ გამწმენდი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვისაა განკუთვნილი და სახეზე თითების წრიული მოძრაობით წაისვით. ის ჩააქრობს ყველა იმ ცხიმოვან კერას, რასაც შეუძლია, კანზე გამონაყარი ან სხვა სახის გაღიზიანებები გამოიწვიოს. სახის ჩამობანამდე შეიშრეთ, შემდეგ კი, თბილი წყლით მოაშორეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ, გამოიყენეთ მკვებავი კრემი.
ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:  აცეტილსალიცილის მჟავა ანუ ასპირინი და თაფლი. სალიცილის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები. ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყრისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი მკვებავი და დამატენიენებელი საშუალებაა. თუ თაფლის მიმართ ალერგიული ხართ, შეგიძლიათ, ის არაჟნით ჩაანაცვლოთ. ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: აიღეთ ოთხი აბი ასპირინი, დააწვეთეთ წყლის წვეთები, რომ აბებმა შეიწოვონ წყალი და გაფუვდნენ. შემდეგ, კოვზით გაქენით, რომ ერთგვარი მასა მიიღოთ. დაამატეთ  2  ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. დროდადრო წყალში დასველებული  თითებით, ნაზად დაიმასაჟეთ სახე და ბოლოს, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ და თავად ნახავთ, როგორ გასაოცარ შედეგს მიიღებთ.скачать dle 11.3