კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 როგორ მოატყუა ბერიამ სტალინის დავალებით ჰიტლერი და მისი მთავარსარდლობა მოსკოვთან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას დამსახურებებზე საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე ამ ბოლო დროს ბევრს წერენ, სრული სიმართლე ჯერაც არ გამომზეურებულა და მრავალ საინტერესო დოკუმენტს დღესაც „გრიფი საიდუმლო“ ადევს. თუმცა, საბჭოთა ჟანდარმერიის მარშლის ბიოგრაფიის მკვლევრები მაინც ახერხებენ ზოგიერთი საიდუმლო საბუთის მოპოვებასა და ბერიას საქმიანობაზე მორიგი სიმართლის გამოქვეყნებას. პროფესორი ნათან ვოლსკი წერს: „1953 წლის ფალსიფიცირებულ, ანტიბერიულ პროცესზე, სადაც ვერაგულად მოკლული ბერიას მაგივრად მისი ორეული იჯდა, ლავრენტი პავლოვიჩი ქვეყნის ღალატშიც დაადანაშაულეს. თავდაპირველად ამ აბსურდულ ბრალდებაში იყო პუნქტი, რომელშიც ეწერა, რომ ბერია აპირებდა საბჭოთა ტერიტორიების ფაშისტებისთვის გადაცემას და ამისთვის აქტიურ მოქმედებებს მიმართავდა. თუმცა, სამშობლოს ღალატის ბრალდებიდან მოგვიანებით ეს პუნქტი ამოიღეს და არქივში გაგზავნეს. ბერიას კი ბრიტანეთისა და მუსავატელების სასარგებლოდ ჯაშუშობა „აკმარეს“. გენერალი პავლე სუდოპლატოვი თავის მემუარებში წერს: „ბერიას სურვილი, რომ მას ფაშისტებისთვის საბჭოთა მიწები უნდა ჩაებარებინა, ხრუშჩოვისა და შეთქმულთა კამპანიის აზროვნების შედეგი იყო და არა სიმართლე. სინამდვილეში, ლავრენტი პავლეს ძემ ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარა ფაშისტების მოტყუების მიზნით და ეს მას თავად სტალინმა დაავალა“.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის საგანგებო ჯგუფის მეთაური იყო, სტალინისა და ბერიას განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და მათ ზესაიდუმლო დავალებებს ასრულებდა. მას მერე, რაც ფაშისტები ელვისებურად შემოიჭრნენ საბჭოთა კავშირში და ასეთივე სისწრაფით მიიწევდნენ ქვეყნის სიღრმეში, სტალინმა ეშმაკური მანევრის განხორციელება სცადა და დროის მოგების მიზნით, საბჭოთა უშიშროების სამსახურის მეშვეობით ფაშისტების შეჩერება განიზრახა. პავლე სუდოპლატოვი წერს: „ომი სულ რაღაც სამი დღის დაწყებული იყო. 1941 წლის 25 ივნისს ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ თავის კაბინეტში მიხმო და მითხრა:
– დაჯექი, პაველ ანატოლიევიჩ და ყურადღებით მომისმინე. რასაც ახლა გეტყვი, ჩვენი ქვეყნის ზესაიდუმლოა და ჩათვალე, რომ ჩემი პირით თავად სტალინი გელაპარაკება.
– დიახ. ბრძანეთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – ფეხზე წამოვიჭერი მე. ბერიამ კი ხელით მანიშნა, – დაჯექიო და მითხრა:
– ივან სტამენოვი ვინაა, ხომ იცი?
– დიახ. ბულგარეთის ელჩი საბჭოთა კავშირში, – მივუგე ბერიას და დავამატე, თანაც, ჩვენი აგენტი.
– სწორია, – დამეთანხმა ბერია და პაუზის გარეშე დააყოლა, –  სტამენოვს კარგი ურთიერთობები აქვს ფაშისტებთან და ხშირად ეკონტაქტება მათ. გამორიცხული არაა, რომ ორმაგი აგენტიც კი იყოს, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შენ გევალება, შეხვდე სტამენოვს და მის გონებამდე დაიყვანო, რომ გერმანელებთან გაარკვიოს, თუ რა შემთხვევაში, ანუ საბჭოეთის რა შემოთავაზების შემთხვევაში შეაჩერებენ ისინი ომს და საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში წასვლის პროცესს. აქვე გეტყვი, რომ გერმანელები ჩვენს წინადადებას არ მიიღებენ. მათ თავბრუ აქვთ დახვეული წარმატებისგან და ფიქრობენ, რომ იოლად მოგვიღებენ ბოლოს. ჩვენი ეს მანევრი, ომის ახლა შეჩერებაზე არცაა გათვლილი და უფრო მომავალს ემსახურება. ამ ნაბიჯით ჩვენ საძირკველს ვუყრით ახლო მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებას.
და, მართლაც, 27 ივნისს მე, პავლე პავლოვის სახელით, თითქოსდა, ბერიას სამდივნოში ვმუშაობდი, საიდუმლოდ შევხვდი ივან სტამენოვს და ის რესტორან „არაგვში“ წავიყვანე. ვახშმობისას მას ყველაფერი ვუთხარი, რაზეც ბერია მელაპარაკა. სამი დღის შემდეგ კი სტამენოვმა მითხრა:
– ვწუხვარ, ამხანაგო პავლოვ, მაგრამ ჰიტლერს გაგონებაც არ უნდა ზავის შესახებ და ივლისის შუა რიცხვებისთვის მოსკოვის აღებასა და იქ აღლუმის ჩატარებას აპირებსო.
ეს სიტყვები რომ ბერიას გადავეცი, მას არანაირი შეშფოთება არ შეტყობია, პირიქით, გაეღიმა და თქვა, – ძალიან კარგი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო...“
სტალინის დავალებით, ბერიამ რამდენიმესვლიანი კომბინაცია მოიფიქრა, რომელიც შემოდგომა-ზამთრისთვის იყო გათვლილი და ისეთი ეშმაკობა ჩადო მასში, რომლის შინაარსი მხოლოდ ბერიამ იცოდა. ხსენებული კომბინაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე გაგულისებული ჰიტლერი მარტორქასავით უნდა წასულიყო მოსკოვისკენ. ყველა სხვა მიმართულება მიეტოვებინა და საბჭოეთის დედაქალაქი უნდა აეღო. სინამდვილეში ასეც მოხდა. ხუთთვიან სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჰიტლერული არმია მოსკოვის მისადგომებთან ჩარჩა. ბერიამ კი წინასწარ იცოდა რა, რომ უმკაცრესი და ნაადრევი ზამთარი დადგებოდა, უკვე საპასუხო ნაბიჯს ელოდა და მართლაც, 1941 წლის ნოემბრის დასაწყისში, სტამენოვის პირით, ფაშისტებმა შეუთვალეს, რომ მზად არიან, ომი შეწყვიტონ, თუკი საბჭოელები მათ ტერიტორიას დაუთმობენ, რასაც ომის დასაწყისში ჰპირდებოდნენ. ბერიას უკვე გამზადებული ჰქონდა პასუხი და ფაშისტებს შესთავაზა, მოსკოვთან მდგარიყვნენ და შეტევა ორი კვირით გაეჩერებინათ. პასუხსაც ორ კვირაში გასცემდნენ. ჰიტლერმა ეს მანევრი „ჭამა“ და შეტევა შეაჩერა. ორი კვირის შემდეგ კი მოძლიერებულმა „წითელმა არმიამ“ თავად შეუტია ფაშისტებს. მოსკოვთან სასტიკად დაამარცხა და ამის მერე გერმანელი ოკუპანტები წელში ვეღარ გასწორდნენ, რაშიც მთავარი წვლილი სწორედ ბერიას მახვილგონივრულ მანევრს მიუძღვის.
скачать dle 11.3