კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რთული ბედნიერება

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

მეცნიერებმა ქორწინების ყველაზე ბედნიერი და რთული წლები დაასახელეს. შეიძლება, კარგად დამკვიდრებული სტერეოტიპია, მაგრამ  წლებს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.  საქმე ისაა, რომ ყველა წყვილი ვერ აცნობიერებს პირობას, რომელიც აუცილებელია ბედნიერი თანაცხოვრებისთვის – ურთიერთობის შენარჩუნებას ორივე პარტნიორი უნდა ეცადოს.  ჩატარდა  რამდენიმე სპეციალური  კვლევა, რომელმაც  დაადგინა, ქორწინების რომელი წლებია ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წყვილისთვის. დასახელდა ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება  განქორწინების მიზეზი.
* სამი წელი – რომანებში წერენ, რომ სიყვარული მხოლოდ 3 წელს ცოცხლობს, რის შემდეგაც წყვილი ან  შორდება,  ან მათი ურთიერთობა უარესდება. ეს მოსაზრება მცდარია. სინამდვილეში, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ პარტნიორები ერთმანეთს უფრო კარგად იცნობენ, აფასებენ და გაცილებით კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს. ქორწინების მესამე წელს წყვილს შვილის ყოლა უკვე ძალიან უნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ძლიერდება. კვლევის მიხედვით, ქორწინების მესამე წელი ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა.
* ხუთი წელი – პირველი სერიოზული პრობლემები პარტნიორების ცხოვრებაში შესაძლოა, ქორწინების მეხუთე წელს დაიწყოს. ამ პერიოდში ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან და ბევრი ზრუნვა სჭირდებათ. ნამდვილად არ არის ადვილი ამის შეთავსება მუშაობასთან, სახლის საქმეებთან და ყოველდღიურ პრობლემებთან. ქალები ვეღარ იცლიან მეუღლეებისთვის. იწყება გაუცხოება. უკმაყოფილო ქმარი ხმამაღლა გამოთქვამს პრეტენზიებს, რასაც ცოლი უმადურობაში უთვლის. წყვილი დაშორებაზე იწყებს ფიქრს... კვლევის მიხედვით, ქორწინების მეხუთე წელი ყველაზე რთულად მიიჩნევა.
* მეშვიდე წელი – ფსიქოლოგები ქორწინების მეშვიდე წელს ხშირად  „კედელს“ ეძახიან. ამ დროისთვის ოჯახური ცხოვრება რუტინული  ხდება. რომელსაც ხშირად თან ერთვის ფინანსური პრობლემები, დავები შვილებზე ზრუნვისა და სახლის საქმეების განაწილებასა და სხვა წვრილმანებზე. საკმაოდ რთული პერიოდია. მაგრამ, თუ წყვილი ამასთან გამკლავებას მოახერხებს, მათ წინ ძლიერი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელით.
თუ  მეუღლესთან მყარი და ჰარმონიული  ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მაქსიმალურად შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:
* გაირკვა, რომ წყვილები უმეტესად გაზაფხულზე და შემოდგომაზე შორდებიან. მანამდე ისინი ცდილობენ, ქორწინებას მეორე შანსი მისცენ. ხოლო თუ არაფერი გამოვა, განქორწინება გარდაუვალია. ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდით წელიწადის ამ ორ დროს.
* დამტკიცდა, რომ ფილმებზე, მუსიკასა და კერძებზე საუბარსაც კი შეუძლია, ნახევრამდე შეამციროს განქორწინების რისკი. ასე რომ, პრობლემებზე გულახდილად საუბარმა შესაძლოა, მართლაც გადაგარჩინოთ განქორწინებას.
* მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდ ოჯახებში გაიზარდნენ, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების უკეთესი უნარი აქვთ. ეს უნარი კი შეიძლება, მათ ქორწინების გადარჩენაში დაეხმაროთ. ანუ, ეძებეთ პარტნიორი მრავალშვილიანი ოჯახიდან.
* თუ პარტნიორებს ჩხუბის დროს ერთმანეთის მოსმენა არ შეუძლიათ, მაშინ განქორწინების რისკი ბევრად მაღალია.
* გაითვალისწინეთ, ცოლ-ქმარს შორის „ფეისბუქის“ ან „თვითერის“ გამო  სერიოზულ კამათს  განქორწინება მოჰყოლია.
* წყვილი, რომელიც ბევრს კამათობს ფულზე, განქორწინების მაღალი რისკის წინაშე დგას, მაშინაც კი, თუ  შემოსავალი ორივე პარტნიორს აქვს, თანაც, არც თუ ისე დაბალი.
* კვლევებმა აჩვენა, რომ განათლებულ წყვილებს შორის განქორწინების შემთხვევები ნაკლებია.

სიყვარულის
 ფორმულა


არსებობენ წყვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ახერხებენ ისეთი ურთიერთობის შენარჩუნებას, რასაც ბედნიერება მოაქვს. იქნებ მართლაც არსებობს სიყვარულის ფორმულა? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს რჩეულთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვროთ. წაიკითხეთ ყურადღებით, რასაც ევროპელი ფსიქოლოგები გვირჩევენ, იქნებ გამოგადგეთ:
 * დილით ვინც პირველი იღვიძებს, ყავასაც ის ამზადებს – თუ თქვენი მეუღლე ყავას არ სვამს. თავად მოიდუღეთ და მიირთვით;
* ერთმანეთი  დაპატიჟეთ კონცერტზე, თეატრში. ბილეთები შეიძინეთ ჩუმად და გაუკეთეთ სიურპრიზი.;
* სანამ კერძს მოამზადებთ, ჰკითხეთ პარტნიორს: რისი ჭამა ესიამოვნებოდა. რატომ არ უნდა გაანებივროთ?
*  შეიძლება, დაგავიწყდეთ რომელია მისი საყვარელი კერძი, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ რომელი კერძი არ უყვარს მას;
*  დაუმეგობრდით საყვარელი ადამიანის მშობლებს, მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომელებიც მისთვის ძვირფასია;
*  სელფი ისე უნდა გადაიღოთ, როგორც შეყვარებულობის პერიოდში;
* ერთად უყურეთ გადაცემებს, ფილმებს... თავისუფალი დრო ხშირად გაატარეთ ერთად;
* უმასპინძლეთ ოჯახში სტუმრებს – მარტო თქვენს დაქალებს არა, მისი მეგობრებიც ჩასვით სტუმართა სიაში;
*  დაეხმარეთ ერთმანეთს – სთხოვეთ და ისიც მიიღებს მონაწილეობას ოჯახურ საქმიანობაში;
*  შეისწავლეთ ერთმანეთის სურვილები;
*  სამსახურში ყოფნისას ხშირად ეკონტაქტეთ – აუცილებლად გამონახეთ დრო, დაურეკეთ და მოიკითხეთ,
*  გაუკეთეთ ერთმანეთს მცირედი სიუპრიზები;
*  ხშირად გაეპრანჭეთ თქვენს მეორე ნახევარს, იკეკლუცეთ;
* გახსოვდეთ, ჩხუბი დასაშვებია, რადგან შემდგომი შერიგება ზოგჯერ აუცილებელიცაა;
*  შეეცადეთ გააძლიეროთ, გაამძაფროთ გრძნობები მის მიმართ. უთხარით, როგორ გიყვართ;
*  გამოყავით კვირაში დღე თუნდაც ერთი სიგიჟის ჩასადენად.
P. S. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, მაგრამ  მის გარეშე აზრს კარგავს.скачать dle 11.3