კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 გირჩთა-გირჩი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მანქურთთა შორის უმანქურთესი?!

რაკი ისე მოხდა, რომ ლამის სამყაროსავით ძველი შეგონება: პური და სანახაობა, ჩვენს რეალობაში პურის ნაცვლად სანახაობად იქცა, ქართულ პოლიტიკურ სცენას კი ახალი მასხარები ჰყავს (რომელმაც ჩვენსავე რეალობაში მოხსნა ყველა რეკორდი), გამოგირჩებულები  20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავად ფესტივალს გამართავენ, არც მეტი, არც ნაკლები, დედაენის ბაღში. კერძოდ, ბაღში მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარებაც თავისუფლად შეეძლებათო (ანუ, თუკი სიღნაღის მერიას მზე დაუბნელდა, ესენი ტვინგაწყალებულები დაიბადნენ).
იმის გათვალისწინებით, რომ თვით გამოგირჩებულებმაც კი კარგად იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მარიხუანის ყიდვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება კანონით ისევ ისჯება (თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხეული, წესითა და რიგით, არ უნდა გამოაფხიზლო, ისე უნდა დააბოლო დღე-ღამეში 24 საათის და კვირაში 7 დღის განმავლობაში), აშკარაა, რომ მეტად ბოროტი მასხარები გვრგებია. იმას გარდა, რომ დედაენის ბაღიც განზრახ შეარჩიეს (მანქურთები ობლები არიან).  
თავის მხრივ, გამოგირჩებულების საპრეზიდენტო კანდიდატი – უგირჩესი ზურაბ ჯაფარიძე ჰპირდება ამომრჩეველს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სავალდებულო გაწვევას გააუქმებს (და მერე რა, რომ ვერ გააუქმებს, არ აქვს პრეზიდენტს ამის უფლება, კონსტიტუციით), რადგან ეს, მისი დაბოლილი აზრით, მონური მოპყრობაა.
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: გამოგიჩრებულები მანქურთებად კლასიკური წესით გამოიყვანეს, თუ უბრალოდ, ასეთებად დაიბადნენ?!
скачать dle 11.3