კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 თავნებად კრეატიულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ოკუპანტის კვალდაკვალ

​სიღნაღის ისტორიული გალავნის რეაბილიტაციის ნათელი მიზნით, სიღნაღის მერიამ კომპანია „ინსტალ პლუსი“ დაიქირავა და ნეტავ, მზე დაბნელებოდათ ან კომპანიის თანამშრომლებს, ან სიღნაღის მერიისას, იმიტომ რომ ისტორიული გალავნის თაღი, არც მეტი, არც ნაკლები, შელესეს და კრემისფრად გადაღებეს.
ეს ამბავი ერთი გულისხმიერი მოქალაქის წყალობით გახდა ცნობილი (რომელმაც შელესილ გალავანს ფოტო გადაუღო და სოციალურ სივრცეში გაავრცელა) და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდნენ საკითხით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და თვით სიღნაღის მერიაც, რომელიც ირწმუნება, რომ შელესვა და გადაღებვა აზრადაც არ გვქონია, კომპანიამ ითვითნებაო.
ბუნებრივია, არც ისაა გამორიცხული, კომპანიას ეთავნება, თუმცა ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: სიღნაღის მერიაში მზე მართლაც დაუბნელდათ, თუ თვალხილული ბრმები არიან (ანუ რატომ არ შეამოწმეს მიმდინარე სამუშაოები).
სიღნაღის ვიცე-მერი მადონა ბატიაშვილი ირწმუნება, რომ რეაბილიტაციის პროქტი არც შელესვას ითვალისწინებდა და არც გადაღებვას: „არ ვეხებოდით კულტურულ მემკვიდრეობას. მხოლოდ კიბეებისა და არსებული პარკის აღდგენა-განახლება უნდა განეხორციელებინათ (არც შემოწმებას ითვალისწინებდა პროექტი?!).“
გაირკვა, რომ სიღნაღის მერიას სამუშაოები არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეუთანხმებია და ისიც, რომ მომხდარის გამო სააგენტომ სიღნაღის მერია ან 12 000, ან 15 000 ლარით დააჯარიმა, სამუშაოები კი შეაჩერა (ეტყობა, იმის შიშით, მთლიანი გალავანი არ შელესონო).
რაკი იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიამ ითვითნება, სიღნაღის მერიას ევალებოდა სამუშაოების ზედამხედველობა, სააგენტომ კი მერია დააჯარიმა (ანუ ბიუჯეტის ფული უნდა გაიღონ ბრალეულებმა), ცხადზე უცხადესია, რომ ჩინოვნიკებს ისტორიული ძეგლის იავარქმნა ხახვივით შერჩათ (ძალიანაც არ ინაღვლონ ბიუჯეტის, ანუ გადასახადის გადამხდელების ფულზე). მწარე გაკვეთილი (სხვა ჩინოვნიკებისთვის) ის იქნებოდა, თუ სკამებს გამოამშვიდობებდნენ (დანარჩენი უშნოდ კრეატიული ჩინოვნიკები გაფრთხილდებოდნენ).
მეორე მხრივ, უცნობია, რა სანქცია დაუწესდება ვანდალობაში შემჩნეულ კომპანია „ინსტალ პლუსს“, მაგრამ ის კი უკვე თვალნათელია, რომ ხსენებული კომპანია აშკარად ოკუპანტების მიერ გაკვალულ გზას დასდგომია: ეკლესია-მონასტრების შელესვა-შეთეთრება რუსული იმპერიის სავიზიტო ბარათია!
скачать dle 11.3