კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№41 რატომ ვერ იცხოვრებს საყვარელი მამაკაცის გვერდით ნინა წკრიალაშვილი და რატომ გადაწყვიტა მისმა შვილმა დედისგან ცალკე ცხოვრება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი გარდა ტელეეკრანისა, პრაქტიკულად, არსად ჩნდება. როგორც თავად ამბობს, სადმე წასვლას ურჩევნია, სახლში მშვიდად იჯდეს. ხოლო, რის გამო ვარდება ის დეპრესიაში და რატომ გადაწყვიტა მისმა შვილმა დედისგან ცალკე ცხოვრება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინა წკრიალაშვილი: რომ დავიბადე, ცხოვრებაში ყველაფერი უკვე გარანტირებული მქონდა, თუმცა, მე რთული გზა ავირჩიე. ომი ცხოვრებასთან მარტო, დამოუკიდებლად დავიწყე და თუ არ მოვიგე, არც წავაგე. თავად გავირთულე ცხოვრება. რევოლუციონერი ბუნების კი ვარ, მაგრამ საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები, მარტო იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია.
– ქალური ინტუიცია და ალღო რამდენად გაქვს განვითარებული?
– ინტუიცია საკუთარ თავზე ვერ მაქვს განვითარებული ან თვალს ვხუჭავ და რასაც ჩემი „მე“ მეუბნება, არ მინდა, დავიჯერო. თორემ, სხვა ადამიანებთან მიმართებაში ჩემი ინტუიცია არასდროს ცდება. ადრე მეგონა, რასაც მე არ გავუკეთებდი ადამიანს, მეც არ გამიკეთებდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში ცხოვრების მწარე გაკვეთილებმა თვალი ამიხილა და მძაფრი ინტუიცია განმივითარდა, რენტგენივით ვშიფრავ ადამიანებს. საკმარისია, ვინმეს გვერდით ოცი წუთი გავატარო და ზუსტად დაგიხასიათებთ, ვინ არის და რა უნდა. ეს ნიჭი არ არის, გამოცდილებაა.
– გამოცდილებასთან ერთად, ცხოვრებისეულ დარტყმებსაც ხომ ხშირად ვიღებთ?
– არ ვიცი, გადავაფასე თუ არა განვლილი წლები, თუმცა ერთი რამ ზუსტაც ვიცი – პირველად ვარ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. იმდენი ვიშრომე და ისე დავიღალე, ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, რაც მინდა, სადაც მინდა და როგორც მინდა, ისე მოხდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მაქვს დაკარგული. ამას, გადაღლას ვაბრალებ. 23 წლიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობები ავიღე საკუთარ თავზე. ოჯახს გამოვუცხადე, დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება და ჩემს თავზე ზრუნვა-მეთქი. მართალია, ჩემი ოჯახი არაფერს მაკლებდა, მაგრამ ასე გადავწყვიტე და მარტო მომიწია ძალიან რთულ პრობლემებთან შეჯახება. ზღაპრებში გამზარდეს  მშობლებმა. მე კი ჩემი შვილი ასე არ გავზარდე. სანდრო ახლა 20 წლისაა და რეალობა მწარეა თუ ტკბილი, ვეუბნები. ასე უფრო ადვილია მომავალ პრობლემებთან შეჯახება და  გადალახვა, ვიდრე ზღაპრიდან დანახულით.
– ვიცი, შვილთან ერთად არ ცხოვრობ. რატომ გადაწყვიტა შენგან ცალკე ცხოვრება,  რას აკეთებს სანდრო და ვისთან ერთად ცხოვრობს?
– სანდრო სტუდენტია, მაგისტრატურისთვის ემზადება. მარტო ცხოვრობს. ასე უნდოდა თავად და ვხუმრობ ხოლმე, ამაში დედის გენეტიკამ გამოყო თავი-მეთქი (იცინის). არ გამიპროტესტებია მისი მარტო ცხოვრება, პიროვნულად გაიზრდება და გაცილებით კარგად ისწავლის დამოუკიდებელი ცხოვრების სირთულეებს. ჩვენ იდეალური დედაშვილობა გვაქვს, ყველაფერში ვუგებ. შეიძლება, ზოგ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ როცა ოცი წლის ვიყავი, მეც მქონდა რაღაცების მიმართ პროტესტი, განსხვავებული აზრი.  
– რომ ვაკვირდები, დედისერთა შვილის დედების უმრავლესობა, ეგოისტია. უნდათ, გვერდით ჰყავდეთ თავისი ერთადერთი და სიმართლე გითხრა, ცოტა მიკვირს ასე რომ ამბობ.
– ვერავინ შემეჯიბრება ჩემი შვილის სიყვარულში, მაგრამ ეგოისტი დედა არანაირად არ ვარ. უბრალოდ, ვხვდები, რა არის ჩემი შვილისთვის უკეთესი და მის აზრსა და სურვილებს ვცემ პატივს. ვგიჟდები ჩემს ოჯახზე, მაგრამ ელემენტარულ თემებზე ჩემი სიმართლე რომ დამემტკიცებინა, ბევრი ბრძოლა მომიწია და გავიტანე. მე რომ ნინა წკრიალაშვილი ვარ, წარმატებული თუ წარუმატებელი, მხოლოდ ჩემი ბრძოლის შედეგია. ვგიჟდები მამაზე, ის ჩემი ყველაზე მთავარი, ერთადერთი იდეალური მამაკაცია, იმედია, სანდროს არ ეწყინება ამას რომ ვამბობ. მამაჩემი სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს და მისი გულისთვის თავს გავწირავ. თუმცა, მის გვერდით ვერ ვიცხოვრებ,  იმდენად ერთნაირები ვართ, ზუსტად ვიცი, დავხოცავთ ერთმანეთს (იცინის). ბიჭი რომ ვყოფილიყავი, მამას საყვარელი შვილი ვიქნებოდი, მაგრამ დღეს ქერა გოგო ვარ (იცინის). ჩემს შვილს ხელოვნურად პრობლემებს არ ვუქმნი. მინდა, ისე იცხოვროს, როგორც მას სურს, და არა – როგორც მე. არც მის პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ჩავერევი, თუმცა, გვერდით დავუდგები.
– თქვი, მამას გვერდით ვერ ვიცხოვრებო. რატომ, ხშირად გაძლევს შენიშვნებს?
– კიდევ ვამბობ, იმდენად ერთნაირები ვართ, ერთად ჩვენი ცხოვრება გამორიცხულია. სულ ბრაზობს – რატომ ხარ ასეთი გამხდარი, რას გავხარ, არ ჭამ... მე კი, მის გამო ხუთასი კილო ვერ გავხდები (იცინის). ჩაცმაზე კი, იმდენი ვიჩხუბეთ, ამასობაში ორმოცი წლის გავხდი. ამას წინათ ვუთხარი: მამა, მომისმინე, უკვე ორმოცი წლის ვარ, შენ რომ იყავი ჩემხელა, უკვე ბაბუა იყავი და ამიტომ არ გაქვს უფლება, ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო-მეთქი... და, გამაწყვეტინა სიტყვა: მე ოცდაშვიდის მეგონეო (იცინის). მართალია, ეკრანისთვის, ივენთებზე და ფოტოსესიებზე თამამად ვიცვამ, მაგრამ ქუჩაში, ისე დავდივარ, როგორც ყველა და ვერავისგან გამომარჩევთ. უკულტურობად მიმაჩნია, ისე მეცვას ეკრანზე, როგორც ქუჩაში ჩაცმული დავდივარ. ამას ვუხსნი ხოლმე მამას, მაგრამ სულ უკმაყოფილოა. თუმცა, ამ მხრივ, ასაკმა მიშველა (იცინის).
– გადაცემაში „სილამაზის ფორმულა“, რომლის წამყვანიც ხარ, ადამიანებს იმიჯს უცვლი, სხვა კუთხით გვანახვებ და ცხოვრების ერთ დღეს ულამაზებ. თავად რამდენად გიყვარს იმიჯის ხშირი ცვლილებები?
– მაღიზიანებს, როცა ცუდად გამოვიყურები, ზედმეტი წონა მაქვს ან სახე და თმა მოუწესრიგებელი. სარკეში რომ ვიხედები, ეს თავად მთრგუნავს. თუმცა, ჩემს გარეგნობას დიდ დროს არ ვუთმობ, ამ ბოლო დროს, ბუნებრიობა უფრო მომწონს. ამიტომ,  ჩემზე ორი რადიკალურად განსხვავებული აზრია: უი, ცხოვრებაში უფრო კარგი ყოფილა და უი, უარესია, ვიდრე ეკრანზე ჩანს (იცინის). არ მანაღვლებს, რას იტყვიან ჩემზე. ეს ჩემი ცხოვრებაა და სხვისი განსახილველი არ არის, რა მეცვას და რა მეხუროს. ასი პროცენტით დავრწმუნდი – როცა ცუდად ხარ, ყველას ეცოდები, მაგრამ, როცა კარგად ხარ – ხარ ცუდი. ჩემ შესახებ სულ ციდან ჩამოვარდნილი სისულელეები ვრცელდება. ჩემი პირადი ცხოვრება დაფარული მაქვს და ვიღაც-ვიღაცებთან, ვითომ სკანდალურად რომ მაწყვილებენ, ცოტა სასაცილოა. ბოლო ხუთი წელია, საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობენ ჩემზე. სულ ორჯერ მიყვარდა და როცა შეყვარებული ვარ, საკუთარი თავი მავიწყდება. ოცდაოთხი საათი ვფიქრობ, როგორ გავახარო საყვარელი მამაკაცი, როგორ შევუქმნა კომფორტი და არ დავძაბო.
– ახლა გახსოვს შენი თავი?
– ჩემი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არასოდეს ჩემს თავზე არ ვგიჟდებოდი და თუ სიყვარულს გულისხმობთ, არ ვარ შეყვარებული. თუმცა, გადავწყვიტე, ცხოვრებისგან მივიღო, მხოლოდ პოზიტივი. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი გათხოვება. უბრალოდ, დავუჯერებ ჩემს გულს, რომელიც შეიძლება, სულაც არ იყოს დასაჯერებელი. ასე რომ, შეყვარებული არ ვარ, მხოლოდ ესემესებით შემოვიფარგლები და სიყვარულამდე რომ მიდის საქმე, მერე ძალიან მეზარება (იცინის).
скачать dle 11.3