კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ დაიწყებს ამიკო ჩოხარაძე ბავშვების „კეთებას“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემთხვევაში და რატომ ტიროდნენ მისი დანახვისას გოგონები

ნინო კანდელაკი ანი რევია

მართალია, ამიკო ჩოხარაძე პროფესიით არც მოცეკვავეა, არც მომღერალი და არც მსახიობი, თუმცა, მისი გამოჩენა საზოგადოებაში, სწორედ ცეკვა-თამაშითა და იუმორისტული გამოსვლებით მოხდა და მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, თავი დაგვამახსოვრა. ბოლო პერიოდი ის სატელევიზიო სივრციდანაც გაქრა და არც საზოგადოებაში გამოჩენილა. როგორც აღმოჩნდა, რუსეთში მოუწია წასვლა და იქ საქმიანობა. ახლა ამიკო საქართველოშია, აქტიურად ვარჯიშობს და როგორც თავად ამბობს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოსვლით კიდევ ერთხელ გაგვაოცებს.
ამიკო ჩოხარაძე: ბათუმში დავიბადე, თუმცა სამი თვისა მშობლებმა რუსეთში წამიყვანეს და ხუთ წლამდე იქ მომიწია ყოფნა – მამამ ლომონოსოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, აკადემიკოსია, დოქტორი. წყნარი და კომფორული ბავშვი ვიყავი და არა მტირალა და წუწუნა. უბრალოდ, ერთი ცუდი ჩვევა მქონდა – სახლიდან ვიპარებოდი. არაბი მეგობრები მყავდა – რამი და ფუფუ და მათთან მივდიოდი ხოლმე. თუმცა, ჭკვიანი ვიყავი და არასდროს დავკარგულვარ (იცინის). შემდეგ აჭარაში დავბრუნდით და სკოლაც იქ დავამთავრე.
– აჭარიდან ახლად ჩამოსულმა დედაქალაქში საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვე პოპულარობა. ყველა გცნობდა და როგორც მახსოვს, შენი დანახვისას, ქუჩაში გოგონები ტიროდნენ. ბათუმიდან რომ მოდიოდი, გეგონა, რომ ასეთი ცნობილი გახდებოდი? როგორ მიგიღო დედაქალაქმა აჭარელი ბიჭი?
– ბათუმიდან დედაქალაქში რომ ჩამოვედი, ცნობადობაზე არ მქონდა გათვლა, უბრალოდ, მინდოდა სცენაზე დავმდგარიყავი და ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემი ნიჭი გამომემჟღვნებინა. მინდოდა, ჩემი ცეკვის და იუმორის შესაძლებლობები მეჩვენებინა და წარმატებით გამომივიდა. რაც შეეხება გოგონებს, ჩემი დანახვისას, ჩემ გამო მართლა ტიროდნენ, ოღონდ რატომ, არ ვიცი (იცინის).
– მამა საზღვაო აკადემიაში ლექტორია, პროფესორი. მის კვალს არ გაჰყევი. გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავ და იუმორისტი ხარ, რა პროფესიის ხარ?
– საზღვაო აკადემიაში ვსწავლობდი, ფაქტობრივად, მამის კვალს მივყვებოდი, მაგრამ მერე გადავუხვიე და ჩემი პროფესიით ერთი დღეც კი არ მიმუშავია. სხვათა შორის, საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე, მეზღვაური ვარ, მაგრამ სცენა ვარჩიე. მამაც და დედაც მუსიკალურები არიან. მამა ანსამბლშიც ცეკვავდა ქართულ ცეკვებს, დედაც ტანმოვარჯიშე და ჩემპიონი გახლავთ. ასე რომ,  მშობლების გენეტიკას ცოტა გადავუხვიე (იცინის).
– ზოგადად, აჭარლებს ცეკვა-თამაში გენეტიკურად მოსდევთ და ამავდროულად, ას წლამდე ჯანმრთელობაც. ხომ ასეა?
– კი, ნამდვილად ასეა. მაგალითად, მე რომ დავიბადე, ას წელს გადაშორებული ბებია მომესწრო.  იმედია, ასე ცეკვა-თამაშით, მეც ას წლამდე ჯანმრთელად მივალ და მერე რამე თუ წამომტკივდა, კი მივაკითხავ ექიმს (იცინის).
– ამიკო, ბოლო პერიოდში, არსაც ჩანდი. სად დაიკარგე?
– ბოლო პერიოდი „კავეენს“ ვთამაშობდი და ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრი ვიყავი. საკმაოდ წარმატებული გამოსვლები გვქონდა რუსეთში, მოსკოვში საქართველოს დროშაც ავაფრიალეთ და თასი რომ „წავართვით“ და ჩამოვიტანეთ, რუსების აცრემლებული თვალებიც გამოგვყვა (იცინის). ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან 23 გუნდი გავანადგურეთ და ჩემპიონები გავხდით. ბოლოს ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობდი და გადაცემები რომ დაიხურა, მეც უმუშევარი დავრჩი. ამიტომ, რუსეთში მიწვევებზე არ ვთქვი უარი და იქ კორპორატიულ ივენთებზე გამოვდიოდი. ცოლი და ორი შვილი მყავს და ხომ უნდა ვარჩინო.  ოჯახი საქართველოში მყავდა და აქეთ-იქით მიწევდა სირბილი.  
– მართალია, რომ შენი სახით, საქართველომ, მაგარი ფეხბურთელი და გინესების რეკორდსმენი კალათბურთელი დაკარგა?
– (იცინის) ჩემს სიმაღლეს თუ გაითვალისწინებთ, ნამდვილად გინესების რეკორდსმენი კალათბურთელი დაკარგა საქართველომ. მართალია, მაღალი არ ვარ, მაგრამ ფარში კარგად „ვტენი“ ორ-სამქულიანებს. უბნის ჩემპიონატებზეც გამოვდიოდი. ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობ, კარგი თავდამსხმელიც ვიყავი, თუმცა, ვერც ფეხბურთელად გამოვდექი (იცინის). უბანში თუ დამიძახებენ, ჩავდივარ და სიამოვნებით ვთამაშობ. ზოგადად, მიყვარს სპორტი.
– სპორტში  თუ კარგი მონაცემი გქონდა, არ გიფიქრია, ამ კუთხით წასულიყავი?
– სპორტში კარგი მონაცემები მქონდა, მინდოდა კიდეც ამ კუთხით წავსულიყავი, მაგრამ უფრო სცენა მიზიდავდა. თან, მაიკლ ჯეკსონზე ვიყავი გაფანატებული. მისი ცეკვა „დავამუღამე“ და საფეხბურთო მინდორზე ჯეკსონის სვლებით ფეხბურთის თამაში ცოტა უხერხული იქნებოდა (იცინის). ასე რომ, მაინც სცენა ვამჯობინე.
– ერთ-ერთ იუმორისტულ სკეტჩში ამინდის პროგნოზი რამდენიმე ენაზე მიგყავდა. იმდენად დამაჯერებელი იყავი, ბევრს ეგონა, რომ პოლიგლოტი ადამიანი ხარ. რეალურად, რამდენი უცხო ენა იცი?
– რეალურად, ქართული, რუსული, ინგლისური, თურქული, ცოტა ივრითული, ბერძნული ენები ვიცი. იმ დონეზე, რომ გაქცეული კი არ მოვაბრუნო,  შემიძლია ჩამოვუდგე ადამიანს და დაველაპარაკო.
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ხარ.  ერთხელ თქვი, დიდი ბინა რომ მქონდეს, მესამე შვილზე დავიწყებდი ფიქრსო. ახლა, როგორ გგონია, რამდენად გაქვს პროექტის მოგებისა და ამის ხარჯზე, გამრავლების შანსი?
– ყოველ წელს ჩუქნიან მოგებულს  ბინას და თუ ამის შანსი მომეცა, ბავშვების გაკეთებისთვის, ყოველთვის მზად ვარ (იცინის). ნოე სულაბერიძემ რომ დამირეკა და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა შემომთავაზა, არ მიყოყმანია, ეგრევე დავთანხმდი. მე, ჩემი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვფიქრობ, შემიძლია, კარგი შედეგი ვაჩვენო და ცეკვის ნიჭიც გამოვავლინო. რამდენად პროფესიონალურად, ეს ხალხმა ესემესებით, ჟიურის წევრებმა კი ქულებით გადაწყვიტონ. მე ჩემი თავის იმედი მაქვს და გამარჯვების დიდი შანსიც. თუმცა, მაინც ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. იმედია, არ დაავვიწყებივარ (იცინის). ეს პროექტი მაყურებელს სხვა კუთხით დაანახვებს ჩემს თავს და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში დავრჩები. ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი ჩემი ცოლი და შვილებია. სხვათა შორის, ბიჭს ფეხბურთი უყვარს, გოგონას კი – ცეკვა-სიმღერა და მგონი, ჩემი გენეტიკა შვილებს სწორად გადავუნაწილე (იცინის).
– პროექტის გამო გარკვეული კილოგრამების დაკლება მოგიწია?
– მთელი დღე ვარჯიში მიწევს, ფაქტობრივად, 10-11 საათი. მოკლედ, დღისით ვვარჯიშობ და ღამით მძინავს, ესაა ჩემი ახლანდელი გრაფიკი და იმედია, ახალ წლამდე ასე იქნება (იცინის). ზედმეტი კილოგრამები არ მაწუხებს, თუმცა, ორგანიზატორების ხათრით, ორ კილოს დავიკლებ (იცინის). მოკლედ, ცეკვის ბრძოლაში ჩავები და გპირდებით, თავს არ დავზოგავ.
скачать dle 11.3