კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რამ შეიძლება, გამოიწვიოს შავ ზღვაში გამანადგურებელი ცუნამი და რატომ არის მისი თევზი სიცოცხლისთვის საშიში

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

რა საფრთხეს ატარებს შავი ზღვა, როგორ შეუძლია მისი პროვოცირება ეშერის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს და რამ შეიძლება გამოიწვიოს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ძლიერი ცუნამით განადგურება, ამის შესახებ მეცნიერი ვაჟა კაკაბაძე გვესაუბრა.
ვაჟა კაკაბაძე (გეოგრაფ-გეოლოგი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი): საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, სადაც ხშირია მიწისძვრები. ბოლო დიდი მიწისძვრა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა სპიტაკში. სპიტაკის მიწისძვრამ ბევრ მეცნიერს გაუჩინა ეჭვი, გამომდინარე იქედან, რომ სომხეთში არის ატომური ელექტროსადგური. მსგავს სადგურებს კი სეისმურად აქტიურ ზონებში არ აშენებენ. მოგვიანებით გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სოხუმთან არსებობს ეშერის ლაბორატორია, სადაც შექმნილია ტექტონიკური იარაღი. ტექტონიკური იარაღით კი ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა სავსებით შესაძლებელია და ამიტომ, ბევრი ფიქრობდა, რომ სპიტაკის მიწისძვრა ხელოვნურად იყო გამოწვეული. არ არის გამორიცხული, თუნდაც, ამ ელექტროსადგურზე ჩაატარონ ცდა, დავუშვათ, რამდენად მომგებიანია ტექტონიკური იარაღი და ამ პროცესში, სულ მცირე გაუთვალისწინებელმა ან მათგან დამოუკიდებელმა ბუნებრივმა ფაქტორმა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესი პროცესების პროვოცირება გამოიწვიოს. რაც შეეხება შავ ზღვას, ჟანგბადით მდიდარი, თხელი, 100-150 მეტრის, ზედა ფენის ქვეშ შავი ზღვის სიღრმეში უჟანგბადო შრეებია, რომელიც შავი ზღვის 87 პროცენტს შეადგენს. ეს შრეები წყალში გახსნილი ფეთქებადი თვისებების მქონე აირით – გოგირდწყალბადით გახლავთ გაჯერებული. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ჟანგბადის შემცირების პარალელურად, გოგირდწყალბადის შემცველობა შავ ზღვაში თანდათან მატულობს, რაც შავი ზღვის აფეთქების პერსპექტივას ქმნის. ეს კატასტროფა მართლაც მოსალოდნელია. ცეცხლს წყლით აქრობენ, მაგრამ თუ წყალში ჟანგბადის რაოდენობა ჭარბადაა, შეიძლება პირიქით, ცეცხლი გააღვივოს. ამიტომ, წყალს, რომლითაც ხანძრის ჩაქრობას აპირებენ, ქაფს უმატებენ ხოლმე. გოგირდწყალბადი, რომელითაც შავი ზღვა გახლავთ გაჯერებული, ფეთქებადი ხასიათისაა, რაც შეიძლება, ჩვეულებრივი ნაპერწკლის გაჩენამ გამოიწვიოს.
– რამ შეიძლება, წყალში ნაპერწკალი წარმოქმნას?
– შავ ზღვაში ნაპერწკლის წარმოქმნის დიდი საფრთხეები არსებობს. დასაწყისში შემთხვევით არ მიხსენებია აფხაზეთში, სოხუმის მახლობლად არსებული ეშერას გასაიდუმლოებული სამხედრო ლაბორატორია. იქ რა ხანია, მზადყოფნაშია, ეგრეთ წოდებული, ტექტონიკური იარაღი, რომლითაც შესაძლებელია ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა პლანეტის ნებისმიერ, წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ რეგიონში. ამ იარაღის მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: დედამიწის ქანებს, როგორც ერთმანეთზე მიბჯენილ ორ მუშტს შორის, გარკვეული დაძაბულობა არსებობს. ერთ-ერთი ბლოკი რომ დაცურდეს და მეორეს დაეჯახოს, მიწისქვეშა ტალღები წარმოიქმნება, რაც მიწისძვრას გამოიწვევს. უზარმაზარი ქანების დაძვრა და მათი შეჯახება კი, შესაძლებელი გახდება, თუ მათ შორის დიდი წნევით წყალს შევუშვებთ. ბლოკების გადაადგილების დროს, როცა ისინი ერთმანეთს ეხახუნებიან, აუცილებლად გაჩნდება სითბური ენერგია და შესაძლოა, ნაპერწკალიც. თუ დიდი რაოდენობით სითბური ენერგია და ნაპერწკლები გოგირდწყალბადით გაჯერებულ რეგიონებში გაჩნდება, მოხდება აირებისგან უეცარი გათავისუფლება, რაც გლობალურ აფეთქებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ბურღვის დროს ნაპერწკლის წარმოქმნა ჩვეულებრივი მოვლენაა. შავი ზღვის ფსკერი კი მდიდარია ნავთობით. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ არც საქართველოს და არც რუსეთს ფსკერიდან ნავთობის მოპოვების ტექნიკური საშუალებები არ გააჩნიათ.
– რა იქნება ამ პროცესის შედეგი?
– შავ ზღვაში აფეთქების შედეგად ჩამოყალიბდება ვეება ცუნამი, რომელიც შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას – საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს და ყირიმს თავს დაატყდება და წალეკავს. ტალღა იმდენად მძლავრი იქნება, რომ შესაძლოა, თბილისამდეც კი მოაღწიოს და გზად ყველაფერი გაანადგუროს.
– რუსთავს რა შემთხვევაში ემუქრება საფრთხე?
– მსგავსი, ოღონდ შეუდარებლად ნაკლები მასშტაბის კატასტროფაა მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ მტრის მიერ წერტილოვანი დარტყმების ან სხვა ზემოქმედების შედეგად ჟინვალის წყალსაცავიდან გათავისუფლებული წყლის მასა გადმოიღვრება, ტალღა რუსთავამდე მიაღწევს და გზად ყველა დასახლებას წალეკავს. რაც დიდია მასა, მით მეტია მისი აჩქარების პოტენციალი. ეს საფრთხეც არ არის გამორიცხული, რადგან ჟინვალის წყალსაცავი გარკვეული ხარვეზებით არის აგებული, წყლის გამშვები ტრაპებიც ვიწროა.
– როგორ შეგვიძლია შავ ზღვასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილება?
– საქართველო „ბისეკის“ (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ სახელმწიფოებთან ერთად მწვავედ დგას ამ პრობლემის წინაშე. შავი ზღვის დაბინძურების საკითხს აქტიურად განიხილავს მსოფლიოს კეთილი ნების საზოგადოება. ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება და ასევე იქ განთავსებული სამხედრო ბაზები ამძიმებს მდგომარეობას. ჯერ კიდევ წლების წინ აღმოჩნდა, რომ აფხაზეთის სანაპირო ძალიანაა დაბინძურებული არამხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არამედ რადიაციული ნივთიერებებითაც. ეს გაუთვალისწინებელ რისკებს განაპირობებს. ჩვენ აფხაზეთს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ არსებობს გამოსავალი, რომ „ბისეკის“ ორგანიზაციის თანადგომით, აფხაზეთი გამოცხადდეს თავისუფალ ეკოლოგიურ ზონად, სადაც აიკრძალება სამხედრო შენაერთების განთავსება, ზღვის რესურსების უკანონოდ გამოყენება, იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის ეკოლოგიაზე. ასეთ შემთხვევაში, „ბისეკის“ წარმომადგენლებს შეეძლებათ აფხაზეთის, კონკრეტულად კი, ეშერის მახლობლად კვლევების ჩატარება და საფრთხეების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ დროს კი რუსეთმა ჩვენ წამოგვიყენა პრეტენზია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარეობს.
– კიდევ გაქვთ სხვა მიზეზი, რაც ეშერის სადგურის მაპროვოცირებელ ფაქტორობაზე მიუთითებს?
– გარდა ამისა, შავი ზღვის თევზის ქსოვილებში აღმოჩენილი იქნა ტოქსიკური ნივთიერებები: ვერცხლისწყალი და დიოქსინები. ჩვენ ზღვის თევზს ვჭამთ და ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში ილექება, რაც საშინელებაა. აჭარის სანაპიროზე გინახავთ ვერცხლისწყლის გადამამუშავებელი სამუშაოები? ამას ვერსად ნახავთ, რადგან არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ეშერის ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოების შედეგია შავ ზღვაში ამ ნივთიერებების არსებობა. წყალში ვერცხლისწყალი ბუნებრივადაც შეიძლება იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ვერცხლისწყლის საბადო ღია, კარიერული წესით მუშავდება. ხოლო საბადო, რომელიც რაჭაშია, ახლა გაჩერებულია, მას აღარ ამუშავებენ. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ეშერის ლაბორატორიაში რაღაც წესრიგში არ არის.
скачать dle 11.3