კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ დავიცვათ ბავშვები და უფროსები „კამელინის“ დახმარებით მწვავე ვირუსებისგან და როგორ გავიძლიეროთ „კამელინით“ იმუნიტეტი, მასზე შეჩვევისა და გვერდითი ეფექტების გარეშე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ საქართველოს სააფთიაქო ქსელში დიდი ხნის წინ გამოჩნდა და ხალხში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული, ბუნებრივი წარმოების პრეპარატი „კამელინი“, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, თრგუნავს სიმსივნის უჯრედებს და აფერხებს მათ გამრავლებას. „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, „კამელინის” ფორმებს სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად შეიძლება. რაც მთავარია, ამ პრეპარატმა ადრეც და ახლაც ძალიან ბევრი ადამიანი სრულყოფილად განკურნა სიმსივნისგან. ბევრ შემთხვევაში კი მოხდა სიმსივნური უჯრედების გამრავლების შეჩერება და მეტასტაზები გაქრა.
ექიმი-კონსულტანტი თამარ ცერცვაძე წლების განმავლობაში უწევს დახმარებას ადამიანებს, აწვდის მათ სრულყოფილ ინფორმაციას „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ. მის ჩანაწერებშიც ქართული პრეპარატის შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაცია და ისტორია ინახება. ამიტომ დღეს მას აბაშიძის 5 ნომერში ვესტუმრეთ, სადაც ადამიანებს კონსულტაციებს უწევს „კამელინთან“ დაკავშირებით და აკვირდება მათ მდგომარეობას. რადგან ახლა ვირუსული ინფექციებისთვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, ქალბატონ თამარს ვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ „კამელინის“ დახმარებით თავი, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და რაც მთავარია, დავეხმაროთ ჩვენს პატარებს.

თამარ ცერცვაძე: „კამელინი“ არაჩვეულებრივი იმუნომოდულატორია, რაც მთავარია, ბუნებრივი წარმოშობის,  რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადების განვითარებისგან. დღეს ადამიანების 80 პროცენტს იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვს და ამის არაერთი მიზეზი არსებობს. იმუნიტეტის ასამაღებელი საშუალებები სხვადასხვაა, ესენია დამცავი მექანიზმების მაკორიგირებელი არასპეციფიკური და ბიოლოგიური სტიმულატორები, ინფექციის გამომწვევი ფერმენტის შემცველი პრეპარატები, ინტერფერონები. თუმცა, მათ უმრავლესობას გვერდითი ეფექტები აქვს. მაგალითად, ინტერფერონების გამოყენებამ ორგანიზმში შეიძლება დათრგუნოს საკუთარი ინტერფერონის გამომუშავების უნარი. სინთეტიკური პრეპარატების შემდეგ კი ორგანიზმს არ შეუძლია დახმარების გარეშე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხო აგენტების შემოტევას, რადგან ისინი შეჩვევას იწვევენ. რაც უფრო ხშირად მოიხმარენ მათ, დახმარების გარეშე, მით მეტად ვეღარ უმკლავდება ორგანიზმი ამა თუ იმ პრობლემას. მათთან მიმართებაში „კამელინს“ აქვს არაერთი უპირატესობა. ის ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატურია და ადამიანი დაზღვეულია გვერდითი მოვლენების განვითარებისგან, ასევე, შეჩვევისგან. ამ ყველაფერს ადასტურებს ძალიან ბევრი კვლევა. შესაბამისად, აბსოლუტურად მშვიდად ვარ – როდესაც ჩემთან მოდის პაციენტი გარკვეული პრობლემით, მე არ მეშინია მისთვის  „კამელინის“ დანიშვნის. მახსოვს, წლების წინ დამიკავშირდა ადამიანი,  რომელის დედასაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო სჭირდებოდა „კამელინით“ მკურნალობა. რა თქმა უნდა, დავუნიშნე, დაიწყო მკურნალობა. 2 თვის შემდეგ დამირეკა: დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, გარდა იმისა, რომ სახსრებთან დაკავშირებით ბევრად უკეთ არის, დედას პარკინსონის დაავადება აქვს, არ მიმკურნალია და ამ მხრივაც, ახლა ბევრად უკეთ არისო. მაშინ ეს გახდა ჩემთვის ნიშანი, არ უნდა შემშინებოდა „კამელინის“ დანიშვნა სახსრებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანს პარკინსონის დაავადება ჰქონდა.
– შემოდგომაა, ვირუსების პერიოდი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მდგომარეობაშია ჩვენი იმუნური სისტემა. როგორც ცნობილია, მის გაძლიერებაში „კამელინი“ ნამდვილად დაგვეხმარება.
– ძალიან კარგია „კამელინის“ პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება. შეიძლება, ადამიანს არაფერი სჭირს, მაგრამ, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, შეუძლია, წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს „კამელინით“ მკურნალობის კურსი. მწვავე რესპირატორიული ინფექციების პერიოდი უკვე წელიწადის ნებისმიერ დროს არის, მაგრამ მისი სიხშირე განსაკუთრებით დიდია შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხულის პირზე. ასეთ დროს იმუნომოდულატორების მიღება ძალიან კარგი და მიზნობრივია, განსაკუთრებით ბუნებრივი წარმოშობის, ისეთის, როგორიც „კამელინია“. მისი მიღება კარგია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, რათა თავი დავიცვათ დაინფიცირებისგან. თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექცია და პლუს გვაქვს ჰემოროიდული კვანძი, ასეთ დროს შეგვიძლია გავიკეთოთ სანთელი და პლუს დავამატოთ ერთი ნემსი „კამელინი“ ან ორი კაფსულა და ამ დროს ორივე პრობლემას ავიცილებთ თავიდან. თუ სახსარი გვაწუხებს, ჯობია, ინიექციის სახით ჩავიტაროთ მკურნალობა, ამით სახსარსაც დავეხმარებით და იმუნურ სისტემასაც. თუ აბსოლუტურად არაფერი გვაწუხებს, პროფილაქტიკის მიზნით, ინფექციებისგან თავის დაცვა გვსურს, შეგვიძლია მივიღოთ კაფსულები. როდესაც გავდივართ გარეთ ან ბავშვი მიგვყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, ბაღში, კარგია მალამოს თხელი ფენის წასმა ცხვირზე. შეიძლება, ვირუსმა მაინც გადალახოს იმუნური საზღვარი. მაგრამ როდესაც „კამელინით“ ვაძლიერებთ იმუნიტეტს ან უკვე ავადობის დროს ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ის ეხმარება ადამიანს და ავადობაც მსუბუქად მიმდინარეობს. ყოველთვის ვამბობ, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ხელოვნური იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით პატარა ასაკში. მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როდესაც „კამელინის“ მიღება აბსოლუტურად მისაღებია, ოღონდ მივცეთ მოკლე კურსად, დაახლოებით 10 დღე.
– როგორც ვიცი, დიდებშიც და ბავშვებშიც ძალიან კარგია „კამელინის“ სპრეის გამოყენება გაციების, ასევე ტონზილიტების დროს.
– სპრეიზე ბევრი კვლევაა ჩატარებული, მათ შორის ბავშვებზეც და ძალიან კარგი შედეგებია. „კამელინის“ სპრეი ეფექტურია ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში. მისი შესხურებით სრულიად მოვიცვამთ პირის ღრუს. სპრეის აქვს ფიქსატორი, რომლის საშუალებითაც „კამელინი“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ლორწოვან გარსზე, ამიტომაც ძალიან კარგია მისი მიღება სტომატიტების, ვირუსული ინფექციების, ტონზილიტების დროს, აყუჩებს ტკივილს.
P.S.  ასე რომ, „კამელინის“ პროფილაქტიკის მიზნით მიღება, ბევრ დაავადებას აგვაცილებს თავიდან. მისი, სხვა სამკურნალო თვისებების, ასევე პაციენტების ისტორიების შესახებ კი მოგვიანებით გესაუბრებით. მანამდე კი ქალბატონ თამართან დასაკავშირებლად, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ვაკეში, აბაშიძის 5 ნომერში, ან დაურეკოთ ტელეფონზე: 599 23 03 33. ასევე „კამელინთან“ დაკავშირებით კონსულტაციის მიღება შეგიძლიათ: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა: 49. ტელეფონი: 2 98 62-25; 599 33 10 89.
скачать dle 11.3