კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ მიიყვანა საძულველ ბალეტზე ლია ელიავამ ოთარ კობერიძე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

კინომსახიობი ოთარ კობერიძე ბალეტზე არასდროს მიჰყვებოდა თავის მეუღლეს, ლია ელიავას, რომელიც არცერთ ახალ სპექტაკლს არ აცდენდა. სამაგიეროდ, ოთარი ლამაზ ქალთან გაარშიყების შანსს არ უშვებდა ხელიდან და მექალთანეობას ვერ ეშვებოდა. ერთხელ, ოთარ კობერიძეს ერთი ქალი შეუჩნდა, ყოველდღე ტელეფონზე ურეკავდა და ხოტბას ასხამდა. ეს „სატელეფონო რომანი“ ორი კვირა გაგრძელდა და ბოლოს ქალმა უთხრა, თანახმა ვარ შეხვედრაზე, მხოლოდ ჩემს სამსახურში უნდა მოხვიდე. ოპერაში ვმუშაობ ბალერინად, პრემიერაზე ვცეკვავ. სალაროში ჯავშანს დაგიტოვებ, შემოდი და ჯერ სცენაზე მიყურე, მერე კი სადმე გავიაროთო. ერთი სიტყვით, ბალერინასთან სასიამოვნო შეხვედრის მოლოდინში ოთარ კობერიძე საძულველ ბალეტზე წავიდა. თავის ადგილზე მოკალათდა და სპექტაკლის დაწყებას დაელოდა. მესამე ზარი რომ გაისმა და შუქმა ნელ-ნელა კლება დაიწყო, სცენისკენ მზერამიმართულ ოთარს ნაცნობი ხმა მოესმა:
–  რაო, ოთარ, შენი გედის გამოჩენას ელოდები?
ეს, რა თქმა უნდა, ულამაზესი ლია ელიავა იყო, რომელმაც ქმარს „გაუჩალიჩა“ და ამგვარად მიიყვანა ბალეტზე. ოთარი კი იხტიბარს არ იტეხდა და ამბობდა, – ვიცოდი, რომ „მიჩალიჩებდი“, მაგრამ ხათრი არ გაგიტეხე და ხუმრობაში აგყევიო.
скачать dle 11.3