კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ბრძნული აზრები

კამიუ: დემოკრატია უმრავლესობის მმართველობა კი  არ არის, არამედ უმცირესობის დაცვაა.
უაილდი: დემოკრატია არის წყობა, როდესაც არ იციან, ვის მოუსმინონ, მაგრამ იციან, ვის არ უნდა მოუსმინონ.
ლაროშფუკო: კარგად მოქმედი ტირანია ისევე იშვიათად გვხვდება, როგორც ეფექტური დემოკრატია.
რაბლე: ტკივილის გაყუჩება წარსულის დავიწყება კი არ არის, არამედ ის, რომ გახსოვდეს მომავალი.
კლიუჩევსკი: არასოდეს არ აუწიოთ ხმას მასთან, ვინც ლაპარაკი გასწავლათ.
ლევან გოთუა: სხვის ენაზე მეტყველებას მაშინ აქვს ფასი და გემო, როდესაც საკუთარი უკეთესად იცი, სხვაფრივ უცხო ენის გალიაში ხარ.
ნიცშე: ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რადგან ეშინიათ, რომ მათი ილუზიები შეიძლება, დაიმსხვრეს.
ბისმარკი: დამნაშავე  არ იხდის ბოდიშს. ბოდიშს იხდის ის, ვინც ურთიერთობებს უფრთხილდება.
დალაი ლამა: დაიმახსოვრეთ, ყოველთვის არ გჭირდებათ ის, რაც გსურთ.
ნერუდა: ჭეშმარიტება არის ის, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს.
შილერი. შენ კი არ შეგშლია, თუ ადამიანი კარგი გეგონა. მას შეეშალა, რომ ცუდად მოიქცა.
საადი: უნდა შეგეძლოთ ადამიანებთან დამშვიდობება. როდესაც ამას შეძლებთ, ადამიანები აღარ მოისურვებენ თქვენთან განშორებას.
ად დინ ილღაზი: ქართველებს ერიდეთ მაშინაც, როდესაც მღერიან! ცეკვა კი... მაგათი ცეკვა უკვე ომია!
საფო: ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რის შემდეგაც ადამიანი იცვლება. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეს უსაზღვრო ბედნიერებაა თუ აუტანელი ტკივილი... უკვე გრძნობ, რომ ისეთი, როგორიც ადრე იყავი, აღარასოდეს იქნები.
როლანი: მეგობრებს ვირჩევთ ჩვენ, ხოლო საუკეთესოებს არჩევს დრო.
ფიხტე: თუ მიდიხართ და არავინ გთხოვთ დაბრუნებას, ესე იგი, სწორ გზაზე დგახართ.
ჰიუგო: ყველაფერი მთავრდება კარგად! თუ რამე ცუდადაა, ეს ხომ დასასრული არ არის.
თაგორი: ხეს ვთხოვე: მომიყევი რაიმე ღმერთზე. ხე აყვავდა.
ცვაიგი: ქორწინება გალიას ჰგავს, საიდანაც ჩიტებს გამოსვლა სურთ. გარეთ მყოფებს კი – შიგ შესვლა.
მოლიერი: ცუდი მამაკაცები არ არსებობენ. არსებობენ პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ მამაკაცები.скачать dle 11.3