კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ გეგმავდა იატაკქვეშა სომხური ორგანიზაცია ბაქოსა და თბილისში აფეთქებებს მეტროებში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური



ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის აცხადებდა, რომ საბჭოეთში ეროვნებათშორის ნიადაგზე დაპირისპირება არ არსებობს და მძიმე დანაშაული არ ხდება, მით უმეტეს, ტერაქტებიო, რაც მტკნარი სიცრუე იყო. ამისი ნათელი მაგალითი კი ქართველი „ჩეკისტების“ მიერ გამოაშკარავებული დანაშაულია, რომელიც გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოხდა.
მაიორი ხამსკი

1970 წლის 11 მარტს, ახალქალაქის მილიციის სამმართველოს ოპერატიულმა ჯგუფმა, დაქვემდებარებულ კვადრატში მორიგეობისას, ღამის 22 საათსა და 55 წუთზე, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, 38 წლის რუსი ეროვნების მამაკაცი დააკავა. ის არ დაემორჩილა მილიციელთა მოთხოვნას, გაჩერებულიყო და გაქცევა სცადა. თუმცა, ლეიტენანტმა ოთარ გოგლიძემ მას გზა მოუჭრა და მამაკაცი ძირს დასცა, კოლეგას უმცროსი ლეიტენანტი არამ კაზარიანი და ჯგუფის უფროსი, კაპიტანი იური ვალენტინოვი წამოეშველნენ. დაკავებულს შავი ფერის ტყავის ჩანთა აღმოაჩნდა, რომელშიც სამხედრო ფორმა და ოთხასი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი აღმოჩნდა. დაკავებული კი სამხედრო ნაწილის თანამშრომელი, 38 წლის მაიორი სერგეი ხამსკი აღმოჩნდა. გაქცევის მცდელობა მან იმით ახსნა, რომ არ სურდა სამხედრო ნაწილიდან გამოტანილი ტროტილით ჩავარდნა, რომელიც ბრაკონიერული თევზაობისთვის სჭირდებოდა მდინარე ვოლგაზე, რუსეთში, სადაც ორი დღის შემდეგ ორკვირიანი შვებულებით მიემგზავრებოდა. ხამსკი იური ვალენტინოვმა გაუშვა, ტროტილიც გაატანა, თან, შინაურულად უთხრა, ძამიკო, ვოლგის თევზი შენზეა და იცოდე, არ გაგვაწბილოო...
ინსტრუქციის შესაბამისად
გაგანია კომუნისტური მმართველობის პერიოდში მსგავსი ფაქტები იშვიათობას არ წარმოადგენდა და სამხედრო ნაწილებიდან ოფიცრები ხშირად ეზიდებოდნენ „საბრაკონიეროდ“ განკუთვნილ დინამიტსა და ტროტილს, როგორც „პირადი მოხმარებისთვის“, ასევე, გასაყიდად. ამაზე, თავად სამხედრო ხელმძღვანელობა და მილიცია თვალს ხუჭავდნენ. თუმცა, არსებული ინსტრუქციის შესაბამისად, ასაფეთქებელი ნივთიერებების, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის, დაკარგვისა თუ აღმოჩენის შემთხვევაში, უშიშროებისთვის უნდა შეეტყობინებინათ. დაკავებულთათვის კი ეს ნივთიერება ჩამოერთმიათ და მოკვლევა დაეწყოთ. მართალია, ხამსკი მილიციამ უაპელაციოდ გაუშვა, რაც კაპიტან იური ვალენტინოვის დამსახურება იყო, მაგრამ მეორე დღეს 22 წლის ოთარ გოგლიძემ ახალქალაქის უშიშროების სამმართველოს უფროსს მოხსენებითი პატაკი დაუწერა, სადაც ყველაფერი დაწვრილებით აღწერა და მას შემდეგ, რაც მას სამორიგეოდან დაურეკა და წარუდგა, კაბინეტში შეხვდა და პირადად გადასცა. გამოცდილმა პოლკოვნიკმა ახალგაზრდა მილიციელის პატაკი ყურადღებით წაიკითხა და უთხრა:
– ყოჩაღ, ლეიტენანტო, რომ ინსტრუქცია არ დაარღვიე. ამ შემთხვევას აუცილებლად გამოვიძიებთ. შენ კი არავისთან არაფერი წამოგცდეს.
გოგლიძე პოლკოვნიკს გამოემშვიდობა და უშიშროების შენობა დატოვა.
მოულოდნელი აღმოჩენა
მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკმა გოგლიძე სიფხიზლისთვის შეაქო, თავადაც დარწმუნებული იყო, რომ მაიორი ხამსკი ვოლგაზე საბრაკონიეროდ მიემგზავრებოდა და მეტი არაფერი. თუმცა, იძულებული იყო, ფაქტი გადაემოწმებინა. ამიტომ, მან ახალგაზრდა თანამშრომელი, 24 წლის ლეიტენანტი მერაბ გაბუნია იხმო. დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და  სერგეი ხამსკის აადევნა, თან, უთხრა: ყურადღებით ადევნე თვალ-ყური და ვისაც შეხვდება, ყველას სურათი გადაუღე. რუსეთში რომ ჩავა, ზუსტი მისამართი დააფიქსირე და რომ დაბრუნდები, პატაკი და სურათები პირადად ჩამაბარე. აბა, შენ იცი, ეს შენი პირველი დავალებაა და იცოდე, არ დაიბნე და თავი არ გაიმჟღავნოო. მალე მერაბ გაბუნიამ პოლკოვნიკს საქართველოს უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის სამმართველოდან დაურეკა და უთხრა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, ხამსკი ახლა ლენინის (კოსტავას) ქუჩაზე მდებარე ბინაშია და მას ცენტრალური აპარატის კონტრმზვერავები უთვალთვალებენ. მათ კი მე მივმართე დახმარებისთვის და კონტრდაზვერვიდან გირეკავთ. საქმე კი ისაა, რომ ხამსკი რომ თბილისში ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურზე ორ მამაკაცს შეხვდა და შავი ჩანთის შიგთავსი (400 გრამი ტროტილი) მათ გადასცა. მამაკაცებს სურათები გადავუღე. ისინი გაამჟღავნეს და იდენტიფიკაცია ხორციელდება. ჯერჯერობით სულ ესაა და სანამ საჭირო ვიქნები, აქ დავრჩები.
– ესე იგი, მაიორი ვოლგაზე საბრაკონიეროდ არ გამგზავრებულა?! – აღმოხდა პოლკოვნიკს და დააყოლა, – ყოჩაღ გაბუნია, ყოჩაღ, მაგარი ხარ!
„დიადი არმენია“
საქართველოს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა გაბუნიას მიერ გადაღებული სურათები გაამჟღავნეს. მასზე აღბეჭდილი ორი მამაკაცის იდენტიფიკაციამ აჩვენა, რომ ისინი ერევნის მცხოვრები, 40 წლის აშოტ აკოპიანი და 40 წლის აშოტ გევორქიანი აღმოჩნდნენ. ორივე აშოტი მატარებლის გამცილებელი იყო, ისინი თბილისი-ერევნის ხაზზე მუშაობდნენ. 400 გრამი ტროტილი სწორედ მათ ჩაიტანეს ერევანში. დააკავეს მაიორი სერგეი ხამსკი, რომელმაც განაცხადა: „ტროტილი ჩემი დეიდაშვილის, ვართან ვართანიანის თხოვნით მოვიპარე სამხედრო ნაწილიდან და 100 მანეთად  ორ უცნობ მამაკაცს მივყიდეო“. ამ საქმეს საქართველოს „კაგებე“ ერევნელი კოლეგების გვერდის ავლით იკვლევდა, სომხეთის დედაქალაქში კი გენერალი ალექსი ინაურის დავალებით სპეციალური ოპერჯგუფი გაიგზავნა. საგანგებო ღონისძიებების შედეგად, ქართველმა „ჩეკისტებმა“ ორივე გამცილებელი გაიტაცეს, დაჰკითხეს და გაირკვა, რომ ისინი თბილისისა და ბაქოს მეტროებში აფეთქებებს გეგმავდნენ. პირველი აფეთქება თბილისში უნდა განხორციელებულიყო, საპასუხო – „ქართული“ კი, უკვე ბაქოს მეტროში. მათ განაცხადეს, რომ იატაკქვეშა ორგანიზაციის, „დიადი არმენიის“ წევრები იყვნენ, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიაში სომხური პოლიტიკის გატარებასა და ქართველებისა და აზერბაიჯანელების ერთმანეთზე წაკიდებას. შემდგომ საქმეში უკვე მოსკოვი ჩაერთო და მთელი „დიადი არმენია“ დააპატიმრეს. ხოლო გოგლიძესა და გაბუნიას კი რიგგარეშწე ჩინები და სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს.
скачать dle 11.3