კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა მოსდის დაბადებიდან თანდაყოლილ „მესამე თვალს“ და როგორ აისახება მისი დაბლოკვა ადამიანის ფსიქიკურსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

„მესამე თვალი“ გამეხსნა და ზუსტად შემიძლია, დავინახო შენი მომავალიო, – ასეთი ტიპის დაპირება ზოგს პირადად, გაცილებით მეტს კი, რეკლამის საშუალებით მიუღია. მაგრამ, რა არის ეს „მესამე თვალი“, რეალურად რა ძალა აქვს ან როგორ შეიძლება ის „აგეხილოს“, – ამაზე უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს. თუმცა, ინტერესი უსაზღვროა. ამიტომ, სანამ ამ საკითხში კომპეტენტურ სპეციალისტს, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსს, ბატონ ოთარ დ-ს მოვუსმენდეთ, უპირველესად, მოგახსენებთ, რომ მეექვსე ჩაკრა, იგივე მეექვსე გრძნობაა ამ ყველაფერში „დამნაშავე“ და ზემოხსენებული „მესამე თვალის“ ახელაც სწორედ მისი „ბრალია“.
– „მესამე თვალის“ „ახელამდე“, იქნებ ჯერ, ამ ყველაფრის სათავეზე – ზოგადად, იოგას ჩაკრებზე, მათგან განსაკუთრებით კი, მეექვსეზე გვესაუბრა...
– როგორც მოგეხსენებათ, ჩაკრა ენერგეტიკულ დინებათა ცენტრია, რომელიც ადამიანის სხეულს მთლიანად მოივლის, მნიშვნელოვან ორგანოებსა და ნერვებს უერთდება და სარკესავით აირეკლავს ჩვენს ფსიქოლოგიურ, ემოციურ თუ სულიერ მდგომარეობას. თარგმანში სიტყვა „ჩაკრა“ „რგოლია“ და ასეთი სულ 7 არსებობს. თითოეული ადამიანის სხეულის საკუთარ ლოკაციაზეა პასუხისმგებელი და მთლიანობაში, გავლენას ახდენს ყველაფერზე: ავადმყოფობასთან შებრძოლებით დაწყებული განწყობით დამთავრებული. თითოეული ჩაკრა სხეულის განსაზღვრულ ადგილს განაგებს და კონკრეტული ფერი, მნიშვნელობა და უნარები ახასიათებს.
– მივუბრუნდეთ ისევ „მესამე თვალს“...
– არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ახელილი „მესამე თვალით“ იბადება, მაგრამ შემდეგ ცნობიერება ბლოკავს გრძნობათა ამ დამატებით ორგანოს. შესაბამისად, აღარ იყენებენ და არც სჯერათ, რომ ასეთი რამ არსებობს... და მართლაც, უმრავლესობას ხომ „მესამე თვალი“ დახშული აქვს და ყოველგვარი პარანორმალური მოვლენა უცხოა მისთვის. ახლა რა კავშირია იოგას ჩაკრებსა და „მესამე თვალს“ შორის... ყოველ ადამიანს, რომელიღაც ჩაკრა სხვებზე მეტად აქვს განვითარებული. შესაბამისად, ამა თუ იმ სიტაუციის მიმართ დამოკიდებულების, არჩევნისა თუ უპირატესობების მიხედვით, შეიძლება გაიშიფროს, რომელი ჩაკრაა დომინანტი მისთვის. როგორც კი ამას აღმოაჩენს, ადამიანი უკვე შეძლებს, განბლოკოს, გახსნას ის. ანუ, მოსალოდნელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებსაც მიაგნოს და მანამ გადაწყვიტოს ისინი, სანამ სერიოზული შედეგები მოჰყოლია... ახლა მივადექით სწორედ მეექვსე ჩაკრას (იგივე აჯნას), რომლის რგოლიც შუბლის ცენტრში, თვალებშორის წერტილში გადის ანუ იქ, სადაც „მესამე თვალი“ თავისუფლად ჩაეტევა. გაგახსენდათ არა, „ძველი ბერძნები და მჭედელი სავლე“ „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“ და ისიც, რომ „ჩემს სავლე მხოლოდ ორი თვალი ჰქონდაო“... თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და მეექვსე ჩაკრა მართლა არ გახლავთ ხელწამოსაკრავი: სწორედ ის არის შინაგანი სეკრეციის მთავარი ჯირკვლის, ჰიპოფიზის საშუალებით მთელ ჰორმონულ სისტემას რომ მართავს და გონებასა და სხეულსაც ერთმანეთს აკავშირებს. ამით კი სრულ ჰარმონიას აღწევს. მართალია, იოგას უძველესმა ოსტატებმა ჰიპოფიზზე არაფერი იცოდნენ, მაგრამ სჯეროდათ, რომ მეექვსე ჩაკრა რაღაც სითხეს, ანუ ამრიტუს გამოყოფდა. დღეს ნათელი გახდა, რომ ეს სითხე სხვა არაფერია, თუ არა ჰიპოფიზის გამოყოფა, რომელიც სხვადასხვა ქმედებით ბრძანებას აძლევს დანარჩენ ენდოკრინულ სისტემას და როგორც ორკესტრის დირიჟორი მართავს ყველა ჩაკრას.
– რით გამოიჩევიან „მესამეთვალახელილნი“?
– „მესამე თვალის“ ჩაკრა ცოდნისა და დაკვირვების ცენტრად მიიჩნევა და ინდიგო ფერთან ასოცირდება. ეს ჩაკრა უძლიერესი ენერგეტიკის წყაროა: ავითარებს ინტუიციას, სიტუაციის რეალურად განჭვრეტის უნარსა და ადამიანის სამყაროსთან კავშირს. ამიტომ ადამიანები „მესამე თვალით“ ბევრად უფრო გაწონასწორებულები და ქარიზმატულები არიან, აქვთ ტელეპათიის უნარი და თითქმის არ ეშინიათ სიკვდილის. „მესამე თვალით“ მათ არ გამოეპარებათ უმნიშვნელო მინიშნებაც კი და შინაგან ხმას სრულად ენდობიან. ინტუიცია არასდროს ჰღალატობთ და თუ რაიმე ნეგატიურ მოვლენას ხედავენ, თითქმის დარწმუნებით შეუძლიათ, თქვან, კონკრეტულად რომელი კოსმიური კანონი დაირღვა. სწორედ მეექვსე ჩაკრის სრული გახსნა ანიჭებს მათ ტელეპათიისა და წინასწარმეტყველების უნარს. ასეთი პიროვნებისთვის არ არსებობს გაორება – მას ესმის, რომ მთელი სამყარო ერთი მთლიანობაა და ამიტომაც ცხოვრობს სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთანაც და გარე სამყაროსთანაც. მაგრამ, თუ ვინმე ასეთ პირს აიძულებს, დაეჭვდეს თავის შესაძლებლობებში, ჩაკრა იბლოკება და ზიანდება. ეს კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი პირველ ადგილზე რაციონალიზმს აყენებს და არა ინტუიციას.
– რით ჩანს, რომ ადამიანს ბლოკირებული აქვს „მესამე თვალი“?
– მას აღარ გამოსდის კონცენტრირდეს სერიოზულ მიზნებზე. ამიტომ, უჩნდება განცდა, რომ, რასაც კი აკეთებს, ყველაფერი ფუჭია. მართალია, ხვდება საკუთარ ქმედებათა უმიზნობას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ფიზიკურად ეს მის ორგანიზზე აისახება: ძილის პრობლემებით, უსუსურობის შეგრძნებით. როცა მეექვსე ჩაკრაა დაბინძურებული, იოგას დანარჩენი ჩაკრებიც ვეღარ იღებენ საჭირო ბრძანებებს. სწორედ ამიტომაცაა ასე აუცილებელი იოგას ჩაკრების გაწმენდა. იოგას მეექვსე ჩაკრის დარღვევა, გამოიწვევს დანარჩენი ჩაკრების გარდაუვალ დარღვევასაც. მაგრამ, თუ ჩაკრებს გაწმენდთ, ის ენერგიებიც გაიწმინდება, რაც მათი საშუალებით თქვენვე გადმოგეცემათ. ეს კი ხელს შეუწყობს ექსტრასენსორული უნარების განვითარებას.  
– რით ხდება ჩაკრის გაწმენდა ანუ „მესამე თვალის“ ახელა?
– არსებობს მედიტაციის ხერხები ცალკეული ჩაკრის გახსნისა და ბალანსირებისთვის. თუ ჩაკრები დაბლოკილია და სინქრონულად არ მუშაობს, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმართლეზე. ახლა ბევრი მეთოდიკაა შემუშავებული იოგას ჩაკრათა ენერგეტიკული ჭუჭყისგან გასაწმენდად. რაც უფრო სუფთაა მეექვსე ჩაკრის არხი, მით უფრო ძლიერია თქვენი ინტუიციაც. ზოგი იოგას პრაქტიკოსი თავის ჩაკრას მანტრების საშუალებით ასუფთავებს, სხვები – მედიტაციით, მესამენი კი ამისთვის სპეციალურ პოზებს, სუნთქვით ვარჯიშებსა და ასანებს მიმართავენ. და ბოლოს, თუ აღმოაჩენთ, რომ მეექვსე ჩაკრა თქვენი დომინანტია, ყურადღებით იყავით, დაუგდეთ ყური გულისთქმას: ის ხომ შთაგონებას უსაზღვრო შესაძლებლობებს უხსნის. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა საკუთარი ნიჭის გამოვლენა სწორედ მეექვსე ჩაკრის გახსნით შეძლო. გისურვებთ წარმატებას!
скачать dle 11.3