კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 გაიგეთ თქვენი ცხოვრების მთავარი საიდუმლო

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გიყვართ დინოზავრები? რამე იცით მათ შესახებ? ეს სახალისო ტესტი დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებაზე საინტერესო ამბები გაიგოთ. ჩამოთვლილი დინოზავრებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და გაიგეთ თქვენი ცხოვრების იდუმალი მხარე.
1. სტეგოზავრი  –  ყავისფერი, ზურგზე,  თითქოს, პატარა ბორცვ-გორაკები ადგას.  ეს არის  უწყინარი დინოზავრის ქვესახეობა და თუკი ეს აირჩიეთ, აშკარაა, რომ კეთილი ადამიანი ხართ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რეპუტაცია და ძალიან ღელავთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენ შესახებ სხვები. ზოგჯერ ეს ხელს გიშლით, რომ აკეთოთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. რეალურად ცხოვრობთ ისე, როგორც მოეწონებათ გარშემო მყოფებს  და არა თქვენ.
2. დიკროზავრი - ასევე, მოყავისფრო შეფერილობის, გრძელკისერა და პატარათავიანი დინოზავრი. ჟირაფის  შორეული წინაპარი. არჩევანი მასზე შეაჩერეთ? თქვენ ხართ თანამედროვე ადამიანი, რომელიც მყარად დგას მიწაზე და არ დაფრინავს ოცნებებში. სიმართლეს ყოველთვის თვალს უსწორებთ. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ – პირფერობა არ გჩვევიათ.კარგად გამოგდით ადამიანებისთვის დახმარების გაწევა და მარტივად შეგიძლიათ ისინი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოთ.
3.  თუ მფრინავი დინოზავრი, სახელად  სპინოზავრი, აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს რომ  გამოირჩევით შემოქმედებითი აზროვნების უნარით, ხელოვანი ხართ.  თავში უამრავი გენიალური იდეა გაქვთ და სწორედ ეს იდეებია თქვენი მთავარი იარაღი წარმატების მიღწევის გზაზე. ყურადღებას არ აქცევთ გარშემო მყოფთა აზრებს, არ გაინტერესებთ, რას იტყვის ხალხი. აკეთებთ იმას, რაც მოგწონთ. გამოირჩევით ინტუიციის საოცარი უნარითა და შრომისმოყვარეობით. არასოდეს ნებდებით.
4. თუ მწვანე, ჩვეულებრივი დინოზავრი  – ტირანოზავრი, აირჩიეთ, რომელიც ხშირად არის საბავშვო სათამაშოების პროტოტიპი და ასეთი დინოზავრი გესიმპათიურებათ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას,  მიიღებთ ცხოვრებისგან იმას, რაც გსურთ. თქვენთვის არ არსებობს არანაირი ბარიერი, არანაირი შეზღუდვა. უბრალოდ, მიჰყვებით ოცნებებს და ყოველთვის იღებთ ცხოვრებისგან სასურველს.
5. ბრონტოზავრი, იგივე ხუჭუჭა, ბალახისმჭამელი  დინოზავრი – თუ ეს დინოზავრია თქვენი ფავორიტი, გიყვართ ცხოვრებით ტკბობა, სიამოვნების მიღება. ცდილობთ, მაქსიმალურად ისიამოვნოთ ყოველი წამით. გინდათ გართობა, მეგობრების წრეში ყოფნა. ოცნებობთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. თქვენთვის ესაა ცხოვრების მთავარი მიზანი – ნახოთ ახალი ადგილები და შეიმეცნოთ სამყარო.
скачать dle 11.3