კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№41 რატომ აპირებდა ლავრენტი ბერია 12 ატომური ბომბის განთავსებას საქართველოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


ლავრენტი ბერიასთვის წაყენებული ბრალდება ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მზადება იყო, რაც მას ვერ დაუმტკიცეს, თუმცა რომან რუდენკო დიდი მონდომებით ცდილობდა ამის გაკეთებას. პროფესორი ანტონ პავლოვი წერს: „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მზადება, უბრალოდ, „ქონიანი“ არგუმენტი იყო ბერიას მკვლელობის „გასაპრავებლად“. სინამდვილეში კი, ყველამ (იგულისხმებიან შეთქმულები) მშვენივრად უწყოდა, რომ ბერია არანაირ გადატრიალებას არ აწყობდა და კოლექტიური მართვის მომხრე იყო“. მოგვიანებით, ხრუშჩოვზე განაწყენებულმა მარშალმა, გიორგი ჟუკოვმა ვიწრო წრეში თქვა: აბსურდული ბრალდება იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. ბერიას რომ ეს მოენდომებინა, სტალინის დასაფლავებისთანავე განახორციელებდა, მანამდე, სანამ ბელადის გარდაცვალებით დათრგუნული ქვეყანა გონს მოეგებოდა. სტალინის სიკვდილმა ყველანი „დაგვსტრესა“. მხოლოდ ბერია გამოიყურებოდა ყოჩაღად. მხოლოდ ის აზროვნებდა საღად. მან იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. გადატრიალებისთვის საჭირო დროც ჰქონდა და ხელსაყრელი პირობებიც და, რადგან მან ეს არ გააკეთა, ესე იგი, არც არაფერს აპირებდაო. მარშალ ჟუკოვის მოსაზრებას იმეორებდნენ სხვა შეთქმულებიც, რომლებიც მოგვიანებით ნანობდნენ თავიანთ საქციელს და ბერიას მკვლელობას...
იმ შორეული 1953 წლის დეკემბერში კი რომან რუდენკომ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა ნამდვილი სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, რომ უშუალოდ ლავრენტი ბერიას ძალისხმევით, 1945-1953 წლებში საქართველოდან საბჭოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ათი ათასამდე ქართველი ეროვნების ახალგაზრდა გაიგზავნა კვალიფიციური ცოდნის მისაღებად. რუდენკოს აზრით, ეს იყო აქცია, რომელიც მომავალი გადატრიალების საყრდენი უნდა გამხდარიყო. ანუ, ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიკვდილამდე რვა წლით ადრე ამზადებდა თავის მყარ საყრდენს გადატრიალებისთვის. და მეორე არგუმენტი – რუდენკომ წარმოადგინა ამიერკავკასიაში თავმოყრილი შეიარაღებისა და სპეციალისტების სია და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბერია სწორედ ამ ძალას გამოიყენებდაო. მართლაც, 1953 წლისთვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი თავისი პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით საუკეთესო იყო მსოფლიოში და არაფრით ჩამოუვარდებოდა მოსკოვის სამხედრო გარნიზონს, რომელიც ტრადიციულად, საუკეთესო იყო ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც.
ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია წერდა: „რომან რუდენკოს მიერ მოყვანილი არგუმენტები, ვითომდა, იმის დასტურად, რომ მამაჩემი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, უფრო პარანოიდულ ნაბოდვარს ჰგავს, ვიდრე გენერალური პროკურორის სერიოზულ ნათქვამს. არადა, რუდენკო სულაც არ ყოფილა პარანოიკი, მაგრამ რა უნდა ექნა, თუ სხვა ხელჩასაჭიდი ვერ მოძებნა? მას ხომ ხრუშჩოვისგან „მყარი“ დავალება ჰქონდა მიღებული, რომ მამაჩემი ემხილებინა და ამხილა კიდეც... არადა, სასაცილო არ არის, როდესაც ამბობ, ამიერკავკასიაში ძლიერი ჯარი რატომ იდგაო? ან კიდევ – ქართველები ცოდნას არ უნდა დაუფლებოდნენ და არ უნდა განვითარებულიყვნენო.“ სერგო ბერია, პრინციპში, მართალია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ლავრენტი ბერიას შედარებით შორეული მომავლისთვის მართლაც ჰქონდა გარკვეული ბონაპარტისტული ზრახვები და მართალია, სამხედრო არ ყოფილა, მაგრამ ჟანდარმერიის მარშლის ჩინს ატარებდა და თუკი ოდესმე გეგმავდა კიდეც გადატრიალებას, სერიოზული დასაყრდენი მართლაც სჭირდებოდა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო ხაზით. ხოლო ყველაზე საიმედო ხალხი მას საქართველოში ეგულებოდა და სწორედ ამიტომაც აძლიერებდა თავის სამშობლოს ყოველმხრივ. ამ ვერსიას ნაწილობრივ ისიც ამყარებს, რომ თავის მემუარებში კარლო მარშანია (ბერიას აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 1953 წელს თურქეთში გაიქცა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა) წერდა: ბერიას უნდოდა, რომ საქართველო სამოთხედ ექცია და შემუშავებულიც ჰქონდა მარტივი სქემა – თავისი გავლენის წყალობით, საქართველოში ისეთ დემოგრაფიულ სიტუაციას შექმნიდა, რომ 90 პროცენტი ქართველები იქნებოდნენ, 5 პროცენტი – რუსები და 5 პროცენტი კი – დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლები. მთელი ქვეყანა საქართველოზე იმუშავებდა და ეს მცირე რესპუბლიკა დიადი საბჭოეთის არაფორმალური ცენტრი გახდებოდაო. მარშანიას ეს მოსაზრება მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო თუ სხვა არგუმენტებსაც ემყარებოდა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით მსგავსი არაარგუმენტირებული ბრალდება წაუყენა რომან რუდენკომ ბერიას და ის (ბერია) სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაში დაადანაშაულა. ვარაუდები იქით იყოს და ისინი „უკეთეს“ დრომდე შევინახოთ, მაგრამ ერთი ძალიან საგულისხმო დეტალია ბერიას ბიოგრაფიიდან, რომელიც არც მაშინ და არც შემდგომ არ გახმაურებულა და მით უმეტეს, ბერიასთვის ის ბრალდებად არ წაუყენებიათ. საქმე ისაა, რომ 1953 წლის 21 მარტს, ანუ სტალინის სიკვდილიდან თორმეტი დღის შემდეგ, ბერიას საიდუმლო მითითებით, საქართველოში გასაგზავნად მზადდებოდა თორმეტი ატომური ბომბი თავის ბომბდამშენით ესკადრილიასთან ერთად და მათი დისლოკაციის ადგილი თელავი და ბათუმი უნდა ყოფილიყო. ანუ, ბერია გეგმავდა თავის სამშობლოში ატომური იარაღის განთავსებას, ეს კი სერიოზული განაცხადი იყო, რომ პატარა საქართველო უმძლავრეს სტრატეგიულ წერტილად გადაქცეულიყო, თუმცა რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას მომავალში, შეგვიძლია,  მხოლოდ ვივარაუდოთ. თუმცა ბერიას დაპატიმრებისთანავე ეს მზადება მომენტალურად შეწყდა და საქართველოში არა მხოლოდ ატომური იარაღი არ გამოგზავნილა, არამედ პირველხარისხოვანი სარაკეტო სისტემაც მოხსნეს და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაიტანეს. ეს ამბავი კი, ალბათ, იმიტომ არ გახმაურდა, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ბერიას თანამოაზრე, გიორგი ჟუკოვიც უნდა მიეცათ პასუხისგებაში. ჟუკოვმა კი ბერიას დაპატიმრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – ბოლო მომენტში უგანა  და სავარაუდოდ, ამით შეინარჩუნა სიცოცხლე.
скачать dle 11.3