კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 კარალიოკი – სეზონური მკურნალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კარალიოკი ხურმის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობით ის ყურძენსა და ლეღვს არ ჩამოუვარდება. კარალიოკი მდიდარია A, C და E ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით. უპირველეს ყოვლისა, ის რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის ამ გემრიელი და სასარგებლო ხილის ყოველდღიურად მიღებაა საჭიროა.
ბეტა-კაროტინის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. ამიტომ ეს ხილი ნამდვილი განძია მწეველებისთვის. ამის გარდა კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ მამოძრავებელი დაავადებების, ანემიისა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. კარალიოკის გამოყენება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში. კარალიოკი შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებებისგან გათავისუფლებას. დიარეისა და ნაწლავების ინფექციების დროს კი ის უზრუნველყოფს მაღალ ბაქტერიოციდულ ეფექტს.
მის ჩირში ფრუქტოზის შემცველობა 60 პროცენტამდეა. ასევე, ბევრია მის შემადგენლობაში ნახშირწყლები. კარალიოკი, ამ მხრივ, თვით ყურძენსა და ლეღვსაც კი არ ჩამოუვარდება. ცილების შემცველობით კი კვერცხსაც კი უდებს ტოლს. გარდა ამისა, ხურმასა და კარალიოკში დიდი რაოდენობით არის ტანინები. მათი ჭამის დროს ზომიერებაა საჭირო – გადაჭარბებით მიღებამ შესაძლოა, ალერგიული რეაქცია, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის ჭამას. ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით კარალიოკი ამარაგებს.
ამ ხილში ბევრია ფრუქტოზა და გლუკოზა. ეს პლუსია, რადგან ბავშვი მას შაქრის დამატების გარეშე მიირთმევს და მისი ორგანიზმი არ იტვირთება. ზოგიერთ ბავშვს ექიმები უნიშნავენ კიდეც კარალიოკს, ლაპარაკია, პირველ რიგში, ანემიისკენ მიდრეკილ ბავშვებზე. კარალიოკი ხომ რკინის მდიდარი წყაროა. ასევე, რგებს თირკმელების პრობლემების მქონე პატარებს. შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც ტვინის კვებისთვის არის საჭირო: თუთიას, კობალტს, ფოსფორს, ასევე, ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ბეტა-კაროტინი კი, რომელიც მასში მეტია, ვიდრე გოგრასა და ტკბილ წიწაკაში, მხედველობის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სასარგებლოა გულის მანკით დაავადებულებისთვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, კარალიოკი უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს, რადგან მასში საკმაო რაოდენობის იოდია.
კარალიოკი, ასევე, სასარგებლოა გაცივების დროს, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ერთი კარალიოკის წვენს 3-4 სუფრის კოვზ თბილ წყალს ურევენ და ყელში ივლებენ.
ეს ხილი ბავშვის მენიუში ნელ-ნელა უნდა შეიტანოთ, სასურველია, სამი წლის ასაკიდან – ჯერ მცირე ნაჭრებით, მერე კი დღეში მხოლოდ ერთი. გარდა ამისა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კარალიოკი საკმაოდ ძლიერი ალერგენია, ამიტომ სანამ მას ბავშვს მთლიანად აჭმევდეთ, დარწმუნდით, რომ ალერგიას არ გამოწვევს.
ექიმები ამბობენ, რომ ამავე მიზეზების გამო ის არც ლაქტაციის დროს არის სასურველი და ქალებს ორსულობის დროსაც ზომიერებისკენ მოუწოდებენ.
მიიჩნევა, რომ კარალიოკი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. მისი პლუსი კი ის არის, რომ კალიუმის წყალობით, მას მავნე ნივთიერებებთან ერთად არ გამოაქვს ორგანიზმისთვის საჭირო მინერალები თუ ვიტამინები. ყველა სიკეთესთან ერთად მის ნაყოფს ადამიანის ენერგიით ავსება შეუძლია და, ამასთან, პანიკისა და სტრესის სამკურნალო საშუალებაცაა.скачать dle 11.3