კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენად სწორად იქცევა ადამიანი, როდესაც საუბრის დროს ხშირად იწერს პირჯვარს – სიმართლის დასამტკიცებლად და სხვა მიზეზის გამო. ქრისტიანი ასე უნდა იქცეოდეს?
პასუხი:
უფლისადმი სიყვარულის გამოხატვას აქვს თავისი წესი. როდესაც ეს წესი ხელოვნურად გადამეტებულ ფორმას იღებს, გარეგნული ეფექტებით ვლინდება, გადაჭარბებული საქციელია. უფლის სიყვარული მოკრძალებითა და რიდით უნდა გამოიხატებოდეს. ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამომზეურება იმ გარემოში, სადაც ეს გადაჭარბებულად ჩანს, მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, ყოველმა მორწმუნემ იცის, რომ მეტანია – ღვთისადმი უდიდესი მოკრძალების გამოხატულება – ტაძარში ან სახლში, ხატებთან სრულდება და არა ქუჩაში. თვით ღვთისმსახურსაც არ მოეთხოვებათ გადამეტებული მოქმედება. უფალი ისედაც ყველას გულს ხედავს და თქვენი მისადმი სიყვარული შეუმჩნეველი არ დარჩება.
კითხვა: უფალი გვასწავლის, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები. როგორ შევძლოთ ეს?
პასუხი:
ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, ძალზე ძნელია. მტერი რომ შეიყვარო, უნდა ამაღლდე ადამიანურ ბუნებაზე და ღვთიურ ბუნებას მიუახლოვდე, ანუ მიემსგავსო უფალს – მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, გვემდნენ და მაინც ყველა უყვარდა. შეიძლება, მავანმა თქვას, ის ღმერთი იყოო, მაგრამ ჩვენც ხომ უფლის მსგავსნი ვართ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, შევიძულოთ ბოროტი ჩვევები, რაც ჩვენ გვებრძვის და  არა თვით ადამიანი. სულიერი სიმაღლე უფალთან სიახლოვით, ეკლესიაში სიარულით, ხანგრძლივი ლოცვით მიიღწევა. ზოგადად კი, სიძულვილი ჩვენვე გვაზარალებს. მუდმივი მტრობით სავსე გული ადამიანს ამძიმებს და ხელს უშლის. თუ ვერ შეძელით მტრის შეყვარება, ილოცეთ მისთვის და ეს მოგგვრით სიმშვიდეს.
კითხვა: რას ნიშნავს იყო ეკლესიური ადამიანი?
პასუხი:
ეკლესიურობა მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ცხოვრებასა და აზროვნებას ნიშნავს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი ადამიანი უნდა დადიოდეს ტაძარში, ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰყავდეს მოძღვარი, ჰკითხოს მას რჩევა პრობლემების გადასაჭრელად, იცნობდეს მართლმადიდებლურ ლიტერატურას. მხოლოდ ეკლესიაში  სიარული არ ნიშნავს, რომ ეკლესიური ხარ. შეძლებისდაგვარად დაესწარით წირვა-ლოცვას, იკითხეთ ლიტერატურა და ნელ-ნელა ახვალთ იმ სიმაღლეზე, რასაც ეკლესიური ადამიანი ეწოდება.
კითხვა: როდის გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ თავის სიყვარულს?
პასუხი:
ადამიანი მაშინ არის უფლის მოყვარული, როდესაც სრულყოფილად იცავს „ათ მცნებას“, რომელიც უფალმა დაგვიწერა.скачать dle 11.3