კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 პატარა ხრიკები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

არსებობს მინიშნებები, რომლითაც ქალს  შეუძლია  აგრძნობინოს მამაკაცს, რომ ის შეყვარებულია, თანაც, სწორედ მასზე. ქალის ერთი  შეხედვით  მოკრძალებულ ჟესტებსა თუ მანერებს, კეკლუცობასაც რომ უწოდებენ, კაცის ჭკუიდან გადაყვანა და მისი გულის დამონება შეუძლია.  პრობლემა ისაა, რამდენად კარგად იცის ქალმა კეკლუცობა.
მაგალითად, რა უნდა გააკეთოთ, სანამ კაცს ღიმილით დააჯილდოებთ? უნდა ეთამაშოთ, როგორც კატა ეთამაშება თაგვს. ამისთვის შეგიძლიათ, საკუთარი თმა გამოიყენოთ:  დაიხვიოთ თითზე. თმის ბოლოები ნაზად მოისვათ სახეზე ან უკან გადაიყაროთ.
მამაკაცს ხიბლავს, როცა თქვენს უბრალოებასა და თავისუფლებას ხედავს, ანუ, როცა გულწრფელი ხართ.
ძალიან მომგებიანია მზრუნველობის გამომხატველი ჟესტები.  როცა, მაგალითად, შეუსწორებთ პერანგის საყელოს, მისცემთ სასარგებლო რჩევას. დარწმნებული იყავით, რომ მისი გული უკვე თქვენ გეკუთვნით.  
ასევე, კაცს ჭკუიდან შლის, როცა:
* ქალი საუბრისას  ტუჩზე „იკბენს“;
* როცა კეკლუცად უკრავს თვალს;
* მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი „საყვარლად“ აცემინებს – ანუ, ისწავლეთ ნაზად და საყვარლად დაცემინება;
* თუ უკან ბრუნდებით და მას უმზერთ, ეს აშკარა მინიშნებაა, რომ უკან უნდა მოგყვეთ. სცადეთ –  ამაზე თავს ვერ შეიკავებს;
* მამაკაცები ამაზე წუწუნებენ, მაგრამ სინამდვილეში მოსწონთ, როცა ქალს თავის პერანგებში ხედავენ;
* ქალებს უყვართ მამაკაცები იუმორის გრძნობით, მამაკაცებს კი ის ქალები მოსწონთ, რომლებიც მათ ხუმრობებზე იცინიან (გაიცინეთ, თქვენი რა მიდის);
* კაცს აუცილებლად მოეწონება თქვენი გულწრფელი ღიმილი;
* როცა თავზე ეფერებით;
* და ნუ დაგავიწყდებათ, ხელი ჩაჰკიდოთ, ეს მათ განსაკუთრებით მოსწონთ.

სიყვარულის
სირთულეები


გჯერათ ლამაზი სასიყვარულო ისტორიების? კითხულობთ წიგნებს, უყურებთ ფილმებს და გინდათ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ასე იყოს? გიფიქრიათ კი იმაზე, რომ არა რომეოსა და ჯულიეტას ცხოვრების ტრაგიკული დასასრული, როგორი წყვილი იქნებოდნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში. როგორ გააგრძელებდნენ ურთიერთობას? შეინარჩუნებდნენ კი სიყვარულს?
ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის გაურბიან ისეთ კითხვებზე პასუხს, რაც მათ ოცნებას „კლავს“. სირთულეების   დაძლევას ურჩევნიათ, თავი შეაფარონ შედარებით უპრობლემო და კომფორტულ სიტუაციას. მაგალითად, მოძებნონ პარტნიორი, რომელთანაც ემოციურად ნაკლებად დაიხარჯებიან, სამაგიეროდ, დისკომფორტიც ნაკლებად შეაწუხებთ.
დაფიქრდით, მომხდარა თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ ვიღაც დანახვისთანავე, ანუ, ერთი ნახვით შეგყვარებიათ? ან გიფიქრიათ, რომ ის „ძალიან შენია“? სამწუხაროდ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. პრობლემები პრობლემებად რჩება. მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, გაუძლოს, გარდაისახოს და იქცეს უკეთეს პარტნიორად საკუთარი მეორე ნახევრისთვის. ბევრი წყვილის პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როცა სრულიად გაწონასწორებულ, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილ მამაკაცს ერთ დღეს ყველაფერი მიუტოვებია და უკან გაჰყოლია, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ქალს. რა ხდება? ფსიქოლოგები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ სიყვარულის სირთულეები ადამიანებს ღლით. ჩნდება იმედგაცრუება, სიცარიელე პარტნიორთან ურთიერთობაში, რომელსაც აუცილებლად შეავსებს ვიღაც.

ქალური ქცევები

მამაკაცები ინტერესით აკვირდებიან იმ განსხვავებებს, რაც მათსა და ქალებს შორის არის. თუ თქვენ ჯერაც ვერ აღმოგიჩენიათ ისინი, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია:
* ქალი არასოდეს იხდის მაისურს ზურგზე ხელის მოჭიდებით. ანუ ზურგიდან წინ. ამას მხოლოდ მამაკაცები აკეთებენ;
* დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ქალები კეფას არ იფხანენ – ერთი, რომ არ უყვართ თავიანთი დაბნეულობის დემონსტრირება, მეორეც, ეს ვარცხნილობას აფუჭებს;
* ქალები ხშირად იხვევენ საკუთარ თმას თითზე, თუნდაც მოკლე თმა ჰქონდეთ ან თმას ლოყაზე ისვამენ. კაცები ამას იშვიათად აკეთებენ, თუნდაც გრძელი თმა ჰქონდეთ.  საქმე ისაა, რომ ქალი ამ ფორმით კეკლუცობს;
* მწეველი ქალი სიგარეტს კბილებს არ უჭერს და არც პირში იტოვებს. მას სიგარეტი სულ ხელში უჭირავს;
* მთქნარებისას ქალი პირს ხელის გულით იფარავს და არა მუშტით;
* კაცებმა „აღმოაჩინეს“, რომ შხაპის მიღების შემდეგ ქალი, თუნდაც თმა მოკლედ ჰქონდეს შეკრეჭილი, აუცილებლად, ერთი წუთით მაინც, იხვევს თავზე პირსახოცს ჩალმასავით. ამ აღმოსავლური რიტუალის გაჩენის მიზეზები უცნობია;
* მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით იცვამენ წამებისთვის მოგონილ უცნაურობებს, მაგალითად, იმას, რასაც ტანგა ეწოდება.
* ხელის ჩამორთმევისას ქალები ხელს თითქმის არ უჭერენ;
* როდესაც ქალს ეძახიან, ის მხოლოდ თავს ატრიალებს. კაცი კი მთლიანად, კორპუსით ტრიალდება, იმიტომ რომ მამაკაცს უფრო მოუქნელი კისერი აქვს;
* ქალი ყოველთვის, ტირილის და სექსის დროსაც კი, ფიქრობს იმაზე, ლამაზად გამოიყურება თუ არა;
* ქალები მკერდით სუნთქავენ კაცების სუნთქვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მუცლის კუნთები;
* ქალები ყველგან თან დაათრევენ ჩანთას, თანაც შთამბეჭდავი ზომისას... რათა მასში უსასრულოდ იქექონ;
* ცხელ ქვიშაზე ან ხრეშზე სიარულისას ქალები თითის წვერებზე დადიან, კაცები კი მარტო ქუსლებს ადგამენ;
* ქალები ხალათებზე ქამარს ჭიპს ზემოთ იკრავენ. კაცები – ქვემოთ;
* ქალები ყურებს თითებით იცობენ, კაცები – ხელის გულებით;
* ჩაცმისას, ქალი ჯერ პერანგს ჩაიცვამს, მერე შარვალს. კაცები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან.скачать dle 11.3