კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 შესათქვეფები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე



აღიარების ხარკი


სეპარატისტებს არც ეს წელი ჩაუგდიათ და პომპეზურად იზეიმეს „ფაშისტ“ ქართველებზე და „სამამულო ომში“ გამარჯვების მორიგი წლისთავი.
საზეიმო ღონისიძებას კი რფ-ის „დუმის“ დეპუტატებიც დაესწრნენ. რაკი, თან საქმეო – დსთ-ის კომიტეტის წევრები რომლებიც „პრ.“ რაულსაც (ხაჯიმბას) შეხვდნენ და მასთან განიხილეს, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესყიდვაზე არსებული აკრძალვა.
დღეს მოქმედი სეპარატისტული წესით, რფ-ის მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენა (მეტწილად საქმე მიწას ეხება), თუ აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებს.
„დუმელებმა“ რაულს გვერდიდან მოუარეს: აფხაზების მოთხოვნას, რფ-ს აფხაზი დედებისთვისაც გაეწია ის სოციალური დახმარება, რასაც რფ-ის მოქალაქე დედებს უწევს, რომ აფხაზეთში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს; კონსტანტინ ზატულინმა კი მათ პოპულარულად აუხსნა, რომ აფხაზეთში გათხოვილ რფ-ის მოქალაქესაც კი არ აქვს უფლება, გაიფორმოს უძრავი ქონება, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, ამიტომაც თქვენ ამ უფლებას გვაძლევთ, ჩვენ კი ფულს დაგიმატებთო (მეც პოპულარულ  ენაზე გადმოვაქართულე).
ჯერჯერობით ლაპარაკია აფხაზეთის მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებზე, თუმცა ბრმისთვისაც ნათელია, რომ რფ უახლოეს მომავალში მიაღწევს თავის მთავარ მიზანს (რფ-ს მოქალაქეებმა შეძლონ უძრავი ქონების შესყიდვა და დაკანონება აფხაზეთის ტერიტორიაზე), რაც აფხაზეთის რუსეთთან შეთქვეფის ენერგიული დასაწყისია.
скачать dle 11.3