კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 დაუხსნელი ჩრდილოელი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე



ანუ იძულება ჯანმრთელობისთვის


​ლუგარის ლაბორატორიით განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში მეტისმეტად დაინტერესდა ეს ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფო, თუმცა ლაბორატორია 2011 წლიდან მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე.
რაკი ვერსიას, რფ-ის ხელისუფლება და მოსახლეობა ვერ დაუშვებს ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ჩვენს საყვარელ ქართველ ხალხზეო (რუსული მედიის ცნობით, ლუგარის ამერიკულ ლაბორატორიაში ქართველებზე ატარებენ სახიფათო ექსპერიმეტებს), არავინ გამოეხმაურა საქართველოში, პათოსით: სასწრაფოდ დახურეთ ლაბორატორიაო, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა და, თუკი აქამომდე მხოლოდ ჩვენი სეპარატისტები ამბობდნენ, რომ თბილისმა შეუსია მათ ფაროსანა (ცხადია, ლუგარის ლაბორატორიის ძალისხმევით), აწ უკვე რფ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მაღალტოქსიკური პრეპარატის გამოცდის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ვერსია უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, რუსულმა მედიამ პარალელურადვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხრეთში ყირიმული ციებ-ცხელებისა და ღორების აფრიკული ჭირის აფეთქების მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ხსენებული ლაბორატორიაა საქართველოს ტერიტორიაზე.
ინფორმაციის წყარო ისევ და ისევ რფ-ის სამხედრო უწყებაა. კერძოდ: რფ-ის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსი გენერალ-ლეიტენანტი, ვინმე იგორ კირილოვი.
ჰოდა, ამის გამო 2017-2018 წლებში რუსმა მეწარმეებმა 5 მილიარდ რუბლზე მეტი დაკარგესო, ირიბად კი რფ-ის ეკონომიკამ 50 მილიარდი რუბლი იზარალაო.
უფრო მეტიც, 2008 წელს სტავროპოლის მხარეში ყირიმულ-კონგოური ციებ-ცხელების აფეთქებაც ჩვენ გვბრალდება (ხუთი მოქალაქე დაგვეღუპაო), სხვა საქმეა, 2011 წელს გახსნილი ლაბორატორია 2008-ში როგორ ააფეთქებდა რამეს.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ჩრდილოელები (რომლებმაც 2008 წლის ომს „იძულება მშვიდობისთვის“ დაარქვეს) საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ რაღაც ქმედებისთვის, რისთვის, რთული სათქმელია, მაგრამ, ის „რაღაც“ (სავარაუდო პათოსით: „იძულება ჯანმრთელობისთვის“) რომ ჩვენთვის რამე ფარცაკი იქნება, ცხადზე უცხადესია.
скачать dle 11.3