კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა კატეგორიული შეთანხმება დადო მეუღლესთან თიკო ნატროშვილმა და რის გამო ჩავარდა ის შოკში მესამე შვილის გაჩენის შემდეგ

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თიკო ნატროშვილი უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ კი თიკო მესამე ბიჭის დედა გახდა, რომელიც გერმანიაში დაიბადა. ჩვენ თიკოს და გაგას ვულოცავთ მესამე ვაჟკაცის დაბადებას. ჯანმრთელი და წარმატებული ბიჭი გაზრდილიყოს.
– თიკო, გილოცავ მესამე ბიჭის დაბადებას! ეს ამბავი ბევრისთვის სიურპრიზი იყო.
თიკო ნატროშვილი:
ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად გვეყოლებოდა. ყველამ იცის ის პრობლემა, რაც გამოვიარეთ, თუმცა, ეს ჩემთვის დაბრკოლება არ ყოფილა.
– ვიღაცას გაუჭირდებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
– შიში მეც მქონდა, რადგან ექიმების რჩევით, ჩემი შემდეგი ორსულობა აუცილებლად დაგეგმილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში, სიურპრიზი აღმოჩნდა. გერმანიაში კახისთან დაკავშირებული ისტორია, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ. შესაბამისად, მოვუყევი ექიმებს და აბსოლუტურად ყველა კვლევა ჩავიტარე, მათ შორის გენეტიკურიც. კახისაც ჩაუტარდა გენეტიკური კვლევები, მეც სუფთა მაქვს და კახისაც 46-ვე ქრომოსომა ჯანმრთელი აქვს. რომ ვიკითხეთ, მისი ეს პრობლემა რისგან შეიძლება, ყოფილიყო გამოწვეული, ფაქტობრივად, ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ: გარემო პირობების ბრალია – რადიაცია, ეკოლოგია, გამონაბოლქვი. გამოდის, რომ არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული.
– გერმანიაში თქვენი საცხოვრებლად გადასვლაც კახის უკავშირდებოდა?
– კახის პრობლემებიდან გამომდინარე ვართ გერმანიაში. კახი გარკვეულ კვლევებს და ფიზიოთერაპიის კურსს გადის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. დამხმარე აღჭურვილობა დავუმზადეთ, რომელიც გადაადგილებაში დაეხმარება. ჩვენი მოტივაცია ის არის, რომ კახიმ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლოს. თვითონ ძალიან ცდილობს. ბოლო პერიოდში ორ ნაბიჯს გადადგამს ხოლმე, ველოსიპედის მართვა ისწავლა, პროგრესი აქვს. მისი ამოცანაა, რომ გაიზრდება, გაიაროს – ასე აღიქვამს ამ ყველაფერს. ჩვენც ვცდილობთ, რომ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალოს. ეს იყოს მისი მიზანი და არა პრობლემა. უკვე დიდი ბიჭია, ბაღში დადის. ინტეგრირების საკითხიც ძალიან კარგად გავიარეთ. ბავშვის კლასში ჩატოვება აქ ბუნებრივი პროცესია, მათ შორის პირველ კლასშიც. იმის გამო, რომ მათემ ენა წესიერად არ იცოდა, მთელი წლის განმავლობაში ვნერვიულობით, გვეშინოდა კლასში არ ჩაეტოვებინათ. გადავრჩით, მეორე კლასში გადავედით და მერე ვხუმრობდი: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შვილი უმაღლესში მოვაწყვე-მეთქი. მათეს აქვს უსაზღვრო ენერგია და აუცილებელი იყო სპორტში დაეხარჯა. თბილისში ხრიდოლზე დადიოდა და გერმანიაში – ტაიკვანდოზე. უკვე ორი ტურნირი მოიგო. ასეთ საკითხებში უფრო გაგაა ჩართული. მათე ტელეფონზე დამირეკავს ხოლმე და მეუბნება: „დედა, მივჩეჩქვე“. საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი აიღო, ყვითელზოლიანი ქამარი აქვს და ახლა ყვითელ ქამარზე იასპარეზებს. მოტივირებულია, რომ წარმატებას მიაღწიოს. მე წინააღმდეგი ვარ და ორნი არიან ერთის წინააღმდეგ – ჩემთვის ეს სპორტი ცოტა ზედმეტად აგრესიულია, მირჩევნია, სხვა პოპულარული სპორტის სახეობა ვცადოთ. ოჯახში სულ გვაქვს ამის განხილვა, მაგრამ სადაც მათე კარგად გრძნობს თავს, იქ ჯობია იყოს.
– ჯერჯერობით გჯობნიან.
– კი. მათეს ძალიან უნდოდა, რომ დაიკო ჰყოლოდა. ერთხელ მითხრა: დე, ბიჭი, რომ იყოსო. მეც ხუმრობით ვუთხარი: ბიჭი, რომ იყოს, სახლში ამდენი ბიჭი?! დავიხურავ ქუდს და გავიქცევი-მეთქი. სქესი რომ გავიგეთ, სახლში გამოვაცხადე და მათემ სერიოზულად დაიწყო ნერვიულობა, მკითხა: შენ რა გეშველება, ამდენი კაცი რომ ვიქნებით სახლში, ხომ არ გაიქცევიო.
– საქართველოში ყოველთვის ძალიან აქტიური და წარმატებული იყავი. ახლა, ალბათ, ასეთი აქტიური არ ხარ და შეიძლება ითქვას, რომ თავიდან
მოგიწიათ ცხოვრების დაწყება. ეს არ იქნებოდა მარტივი.

– ძალიან რთულია, მაგრამ ცხოვრებაში გაქვს პრიორიტეტები. შენს ქვეყანაში ყველა გიცნობს, მუშაობ და უცებ ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში, არავინ არ ხარ, არავინ გიცნობს... ამ დროს ძალიან დეპრესიული გარემოა. ენის არცოდნა ძალიან მაბრკოლებს, რადგან სანამ არ ვისწავლი, ვერანაირ საქმიანობას ვერ გავაგრძელებ. ამ ეტაპზე ბავშვებს ვზრდი  და კურსებზე დავდივარ, ენას ვსწავლობ. ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვარ, ცოტა ნელი ტემპით ვვითარდები. მე და გაგა კატეგორიულად ვართ შეთანხმებულები – არ უნდა მოხდეს ის, რომ მე ვერ განვვითარდე. ერთმანეთს ვეხმარებით. თან, ამ ეტაპზე ვერც ვიქნები ჰიპერაქტიური, რადგან ბავშვი სულ რამდენიმე დღის წინ გავაჩინე.
– შენ და გაგამ ყველა სირთულე ერთად გადალახეთ, მუდმივად ერთმანეთს უდგახართ გვერდში. ამას ბევრი წყვილი ვერ ახერხებს ხოლმე.
– ჩვენ საერთო ინტერესები და საერთო მიზნები გვამოძრავებს. ცხოვრებაში ბევრი რამ ერთნაირად გადავაფასეთ. ბევრი დაბრკოლებაც გადაგვიტანია, უთანხმოებაც გვქონია. ზოგჯერ გაგა დამცინის: ნუ „მატორმუზებო“, რადგან მე უფრო სიფრთხილით ვეკიდები საკითხებს, გაგას რისკი უყვარს და შეიძლება, ერთმანეთს ამ მხრივაც ვაბალანსებთ. უპრობლემო ცხოვრება არ არსებობს და პრობლემა ან უნდა გადალახო, ან მასთან ერთად ცხოვრება ისწავლო. არ უნდა გატყდე. მიუხედავად იმისა, რომ მე და გაგას ერთობლივად უამრავი სირთულე გვაქვს გამოვლილი, ვფიქრობ, ცხოვრებაში საწუწუნო არაფერი მაქვს და ღმერთს ვმადლობ იმისთვის, რაც მაქვს. პრობლემაც ისეთი არ მაქვს, რომ ვერ გადავლახო.
– როგორ ჩაიარა ორსულობამ და მშობიარობის პროცესმა?
– ყველა მშობიარობა ფიზიოლოგიური მქონდა. უბრალოდ, ასეთ დროს ბევრი წუწუნი მახასიათებს. ეს გაგას გადასატანია ხოლმე და გმირულად იტანს. ახლა შემთხვევით თუ წავიწუწუნებ, მეუბნება: ახლაც ორსულად ხომ არ ხარო. ორსულად ვიყავი, მაცადე, ჯერ ჰორმონები დამილაგდეს-მეთქი. ლუკა 4 კილოგრამი და 920 გრამი დაიბადა, 56 სანტიმეტრი. 20 კვირას რომ გავცდი, ექიმები სულ მეუბნებოდნენ: ბავშვი დიდია, ბავშვი დიდიაო და ძალიან ვიყავი შეშინებული. აქ ძირითადად, პატარა ბავშვები იბადებიან. მთლად 5 კილოგრამს თუ გავაჩენდი, არ ველოდებოდი. რომ მითხრეს, რამდენი იყო, შოკში ჩავვარდი.
გაგა ხომ არ დაესწრო მშობიარობას?
– ყველანაირად მედგა გვერდში, სანამ სამშობიარო ბლოკში შემიყვანდნენ. როგორც კი გავაჩინე, შემოვიდა და ჭიპლარი გადაუჭრა ბავშვს. ამბობდა: რა მნიშვნელობა აქვს შიგნით ვიდგებოდი თუ გარეთ, ერთნაირად დამაწყდებოდა ნერვებიო. აქ ერთმანეთის შემყურეები ვართ. რთულია, მაგრამ იმდენად მჭიდროდ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული, რომ ურთიერთობა არ ნელდება.
– კახის დიაგნოზი რამდენად ცნობილია გერმანიაში?
– იშვიათი დიაგნოზი აქვს კახის. გენეტიკის ლაბორატორიაში, სადაც ანალიზებს იკეთებს, ექიმმა აგვიხსნა, რომ კონკრეტულად ასეთი ტიპის დიაგნოზებზე მუშაობდა. ჩვენ რომ ავუხსენით, ჩვენს ქვეყანაში ამის შესახებ არაფერი იციან-მეთქი, გვითხრა, თქვენს ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოში დავდიოდით, რომ სადმე გვეპოვა ადამიანი ასეთი ტიპის დიაგნოზითო. რეალურად ეს არის ძვლის პათოლოგია. კახის უფრო იოლი ფორმა აქვს. ამაზე იოლიც არსებობს, შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს და არასდროს გამოუვლინდეს. კონკრეტულად იციან, რა სჭირდება კახის. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მას მივეხმაროთ, დანარჩენი უკვე დროის ამბავია.

скачать dle 11.3