კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ აღმოჩნდა რაჭველი ბიჭით აღფრთოვანებული ნინო ბაშარული შაორის ფსკერზე და როგორ ცხოვრობს მის სხეულში მონაზონი და კლეოპატრა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი ნინო ბაშარული უცნაური ნიჭით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. ყოველთვის ხვდებოდა, რას ფიქრობდნენ მასზე ადამიანები და ამით ბევრჯერ ასცდა ხიფათს. ავი მზერისაც სჯერა და მასში, ერთი ქალის ნაცვლად რამდენიმე ქალი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ის გუდამაყრიდანაა, რაჭაზეა შეყვარებული და ეს მისი ქმრის დამსახურებაა.   საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს არაერთი სიმღერა მიუძღვნა და წელს, კლიპიც გადაიღო.
ნინო ბაშარული: გუდამაყრელმა გოგომ ეს ზაფხული რაჭულად გავატარე. თან დავისვენე და თან, ჩემი ქმრის ლექსზე და ჩემ მიერ დაწერილ სიმღერაზე კლიპიც გადავიღე. ქმარი რაჭველი მყავს, გვარად კაციტაძეა და სახლი ამბროლაურის რაიონში, სოფელ თლუღში გვაქვს, შაორის პირას. სწორედ, ამ ტბის პირას სეირნობისას გაჩნდა იდეა და ეს მთავარი მიზეზია, რამაც გადაგვაწყვეტინა რაჭული სიმღერა „ოლილეო“ ჩაგვეწერა და კლიპიც გადაგვეღო. ეს საქმე საინტერესო და კარგ რეჟისორს, ნიკოლოზ საბაშვილს მივანდეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს დადებს. გადაღებების იმ სამ ლამაზ დღეს ჩემი გონებიდან ვერაფერი წაშლის. კლიპის დროს ასეთი სცენარია: შაორის პირას ზის ბიჭი და თევზაობს. თევზის მაგივრად ანკესს რაჭველი ბიჭი უნდა ამოჰყვეს. მეც იქვე, ნაპირთან ვდგავარ. რეჟისორი მეუბნება, სიხარული გამოხატეო, იფიქრა, ახტება და დახტებაო, მე კი, ავხტი და პირდაპირ შაორში ჩავყვინთე და მის ფსკერზე მოვექეცი (იცინის). ბუნებრივად გამოვიდა ყველაფერი და იმედია, ეს კადრი კლიპში მოხვდება. ასეთი კურიოზები ბევრი იყო. მოკლედ, ამ ზაფხულს დასვენება, შრომა და სიამოვნება – სამივე ერთი დოზით მქონდა.
– ვინც რაჭაში ჩადის, ამბობს: სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში მოვხვდითო. შენც ასეთი გრძნობა გქონდა?
– ნამდვილად ზღაპრული სამყაროა რაჭის ბუნება და იქ ჩასული სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში, მისტიკაში ხვდები. იქ იმისთვის ჩავდივარ, რომ  დავისვენო და ყველაფერ ნეგატიურს მოვწყდე. თან, ფანტაზიაც იხსნება და სულ ცოტა, ორ სიმღერას მაინც ვწერ. წელსაც ასე იყო. ვფიქრობდი, ჩემი გუდამაყარი, ხევსურეთი და ხევი იყო ყველაზე მისტიკური და საკრალური ადგილები, რაჭას კი ერთ-ერთ მთიან ადგილად აღვიქვამდი. თუმცა, როცა გავიცანი, მივხვდი, ეს მხარე მართლაც მისტიკურია და იქ მოხვედრა სხვა განზომილებაში მოხვედრის ტოლფასია.
– ნინო, მართალია, რომ შენი საყვარელი ადამიანი სოციალური ქსელით გაიცანი და სიყვარულიც ასე დაიწყო?
– ერთმანეთი „სკაიპით“ გავიცანით. მეგობარმა დამაკავშირა, შენი სიმღერები აინტერესებს, ბელგიაში ცხოვრობსო. ასე დავმეგობრდით, რაც შემდეგ დიდ სიყვარულში გადაიზარდა და ახლა მხოლოდ ცოლ-ქმარი კი არა, შემოქმედებითი მეგობრებიც ვართ. გელამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს შემოქმედებაში და ბევრი ჩემი სიმღერის ტექსტის ავტორია.
– მისტიკა ახსენე და ვიცი, შენს ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა ზებუნებრივი ძალების მფარველობის შედეგად ბევრ ხიფათს ასცდი. მახსოვს, ერთხელ მითხარი კიდეც, ვინც ავი თვალით შემომხედა და დამწყევლა, ყველას უკან დაუბრუნდაო. რეალურ ცხოვებაში სიტყვის ძალისა და მისტიკის გჯერა?
–  სტუდენტობისას, ღამის სამ-ოთხ საათამდე მიწევდა სიმღერა და გიტარაზე დაკვრა. მეზობელის ქალი ამის გამო უკმაყოფილო იყო, ვერ მალავდა და გამოხატავდა. მარტო მე არ ვყავდი ამოჩემებული, ყველა მეზობლის მიმართ ასე იყო. ხშირად ბოროტი მზერით მიყურებდა და არაერთხელ გამიგონია მისგან წყევლა. ბოშა ქალს კი, რომელიც სულ მხვდებოდა პლეხანოვზე, სადაც გავიზარდე და დამდევდა, გიმკითხავებო, ერთხელაც ვუთხარი, დამანებე თავი, თუ გინდა, მე გიმკითხავებ-მეთქი... და მომაწყევლა. რამდენიმე თვეში, ფილტვების ანთება დამემართა, გამირთულდა და ორი თვე ვწვალობდი. მივხვდი, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. როგორც ბოროტს, ისე კეთილს და ის, აუცილებლად  მიდის ადრესატამდე. მაგრამ იგივე სიტყვა ათმაგი ძალით უკან უბრუნდება ავტორს და ამის დამამტკიცებელია ის, რომ მეზობელი ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. ხოლო, როდესაც ბოშა თვალში აღარ მეცა და მეგობრებთან აღვნიშნე, ძლივს არ მოგვშორდა-მეთქი, მითხრეს, მანქანამ დაარტყა და იქვე მოკლაო. ასე რომ, სანამ ვინმე გულში ან ხმამაღლა დაიწყევლება, კარგად დაფიქრდეს. იმ წუთას ის ადრესატთან მიდის და მერე სასტიკად უბრუნდება. მე არავინ მემეტება სიკვდილისთვის და უბედურებისთვის, თუმცა იცოდეს, რომ მისივე სიტყვა ბუმერანგის ძალას შეიცავს. თუ კარგის თქმა გიჭირთ, ცუდს მაინც ნუ იტყვით. დატკბით თითოეული წამით და ბედნიერებით, თუნდაც სხვისით და თუ ეს შეგიძლიათ, მაშინ ცოცხლობთ.
– ესე იგი, ავი თვალისა და წყევლის გჯერა და ისიც, რომ ეს ყველაფერი უკან უბრუნდება ადამიანს?
– რა თქმა უნდა, მჯერა. ზოგს, მალე უბრუნდება, ზოგს კი, დრო სჭირდება. ადრე იმიტომ ატარებდნენ ბებია-ბაბუები გიშერს და პატარებსაც აბამდნენ მაჯაზე, რომ ავი თვალისგან დაეცვათ.
– თავად თუ ატარებდი გიშერს და თუ გაქვს დამცავი თილისმა?
– ახლა ვაპირებ. რაჭაში ვიპოვე ლამაზი, ფერადი და უცნაური ქვა და იმით მინდოდა დამცავი თილისმის გაკეთება. მაგრამ ჩემმა მეუღლემ ჩამომიტანა ბრჭყვიალა, ოქროსფერი, ლივლივა კლდის ნატეხი – სინგურს ეძახიან – მისგან გავიკეთებ და ვატარებ, მას ჩავუთქვამ სურვილებს და მჯერა, ამიხდება. ღმერთის მწამს, მაგრამ საკუთრი ბედის, ენერგეტიკის დამცავი თილისმებისაც მჯერა. ეზოთერული წიგნების კითხვამ გამიტაცა, ჩავუღრმავდი მენტალურ იოგას და ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასარგებლოა სულისთვისაც, გონებისთვისაც და ფიზიკური მდგომარეობისთვისაც. ბავშვობაში სიცოცხლის განმეორების მჯეროდა, თუმცა, ახლა ცოტა ზღაპრად მეჩვენება, მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ წინა ცხოვრებაში ბოშა ქალი, ქუჩის მაწანწალა მუსიკოსი, მონაზონი და კლეოპატრა ვიყავი. ეს ყველაფერი ჩემშია თავმოყრილი.
– ამ ყველაფერს როგორი გამოვლინება აქვს შენში?
– სულ ვგრძნობ, რომ  ჩემში რამდენიმე ქალია და არა ერთი. ხან ისეთი მრისხანე ვარ, ხან ისეთი დამნდობი და თბილი, ხან მიმტევებელი – ისეთი უკიდურესი ხასიათების გამოვლენა მაქვს, ერთი ქალი ვერ ვიქნები, ბევრი ვარ. ზოდიაქოთი კი „მერწყული“ ვარ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ გონებით უსწრებენ კაცობრიობასო.
– შენც უსწრებ გონებით მოვლენებს? მომავალს ინტუიციურად ხვდები?
– მაგალითად, რაზეც მიფიქრია, მერე, ვიღაცას გამოუგონია (იცინის). ვფიქრობდი, რაღაც, უნდა გამოიგონონ, რომელიც მაღლა ვერტმფრენივით აფრინდება, იბზრიალებს და კამერა ექნება, ადამიანისთვის შეუძლებელი ადგილებიდან საუკეთესო კადრებს გადაიღებს-მეთქი და ძალიან მალე „დრონი“ გამოჩნდა. დამასწრეს, თორემ ვამბობდი, თუ სხვები ვერ გამოიგონებენ, ბოლოსდაბოლოს მე გავაკეთებ-მეთქი (იცინის).
– ესე იგი, დროს წინ უსწრებ?
 – ნამდვილად. დროს წინ ვუსწრებ, ეს უცნაურობა მახასიათებს. მეგობრები მეუბნებიან, ნინო, დროს წინ ნუ უსწრებ, მიჰყევიო (იცინის). როცა ვიცი, სადღაც აუცილებლად დროულად უნდა მივიდე და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეხვედრაა, გონებაში შიშის სიგნალი ირთვება, განვიცდი, ვნერვიულობ და ფათერაკებს თავად „ვიპროგრამებ“ (იცინის). ამ დროს თაიმერი მერთვება. ფინალიც ხშირად მიწინასწარმეტყველებია – ზუსტად ვიცოდი, რა იქნებოდა შედეგი. ზოგადად, ჩემი წინასწარმეტყველებები მიხდება. ძაღლი რომ დამეკარგა, გამოცხადება იყო თუ სიზმარი, ახლაც არ ვიცი,  თვალი დავხუჭე თუ არა, დავინახე, ჩემი ერთგული ბუბი, გაოფლიანებული, გიჟივით მორბოდა ჩემკენ. გავახილე თვალი და ზუსტად ვიცოდი, ერთი თვის დაკარგულ ბუბიზე კარგი ამბავი უნდა გამეგო. რამდენიმე წუთში, ტელეფონმა დარეკა და მითხრეს, ბუბი ვიპოვეთო. ასევე, ადამიანს შევხედავ თუ არა, ვხვდები, რა გაიფიქრა, რა იეჭვა და რის გამო ღელავს. ეს ინფორმაცია შორი მანძილიდან, ზედა, სხვა სამყაროდან მოდის. ასე რომ, წინასწარ ვგრძნობ, რას ფიქრობენ ჩემზე და თუ ცუდი ვიგრძენი, მასთან კონტაქტს ვწყვეტ და შორს ვდგები. ვიცი, ვისთან მიღირს ურთიერთობა, მეგობრობა და ვისთან – შორს ყოფნა. ეს არ მისწავლია, ადამიანების ამოცნობა დაბადებიდან შემეძლო.
скачать dle 11.3