კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ვისგან ისწავლა ნამდვილი სიყვარული ხატია ქვათაძემ და რატომ არის მასთან მიახლოება ძალიან რთული

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანად ახალი სახე, ხატია ქვათაძე გამოჩნდა, რომელიც საინტერესო და ლამაზი გოგოა, ხატია მანამდე ტელეკომპანია „მაესტროზე“ მუშაობდა. მის ცხოვრებაში იყო სიყვარულის ისტორია, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა და რომლისგან მოყენებულმა ტკივილმა ის ძლიერ ქალად აქცია.
ხატია ქვათაძე: 11 წელი ვმუშაობდი „მაესტროზე“ სხვადასხვა პოზიციაზე: ვიყავი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, სხვადასხვა დროს მიმყავდა სხვადასხვა გადაცემა, ასევე, ვიყავი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მთელი ჩემი სატელევიზიო კარიერა „მაესტროს“ უკავშირდება. სულ ორი კვირაა, რაც „ტელეიმედში“ გამოვჩნდი – ასევე საინფორმაციო გამოშვებაში და „ქრონიკის” წამყვანად. ვფიქრობ, ამდენი წელი ერთსა და იმავე სამსახურში ყოფნა ადამიანისთვის საზიანოა. არა იმიტომ, რომ კიდევ რაიმეს გაკეთება არ შემეძლო, უბრალოდ, აუცილებელია, გარკვეული პერიოდებით იცვალო სამუშაო გარემო, სივრცე და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად შენ გვერდით არიან.
– ყოველთვის კარგ ფორმაში ხარ, თავის მოვლას დიდ დროს ანდომებ?
– რაგინდ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს სატელევიზიო ჟურნალისტისთვის, გარეგნობას მინიმალურ დროს და ყურადღებას ვუთმობ. ასეთი ვარ – ცოტა უცნაური. შეიძლება ითქვას, ჩემი საქმიანობა ჩემს ადამიანურ პრინციპებთან, როგორც ქალის დამოკიდებულებებთან, სრულ წინააღმდეგობაშია. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ამას დიდ ყურადღებას და ბევრ დროს უთმობენ, პირიქით, ჩემთვის ეს სულაც არ არის დიდად მნიშვნელოვანი, სამსახური მაიძულებს ფორმაში ვიყო. რეჟიმიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება ძალიან ცოტა მძინავს. როდესაც კორესპონდენტი ვიყავი, არ ვიცოდი, როდის სად მომიწევდა წასვლა და ეს რეჟიმი მქონდა. თუმცა, კორესპონდენტად ვერასდროს ვგრძნობდი თავს კომფორტულად. როდესაც 18 წლის ვიყავი და ვიწყებდი, მაშინ კი მომწონდა, მაგრამ მერე უკვე გავაანალიზე, რას ნიშნავს, რა სირთულეა და უკვე აღარ მომწონდა. მე რომ ჩემს ცხოვრებაში „მაესტრო“არ გამომევლო, შესაძლოა, სულ სხვანაირი ვყოფილიყავი.
– სხვანაირში რას გულისხმობ, ამ სირთულეებმა გაგაძლიერა?
– ვფიქრობ, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ადამიანს, საერთოდ, სირთულეები აძლიერებს. არ გვიყვარს სირთულეები, მაგრამ რეალურად ასეა. რომ შევადაროთ ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში მარტივად ჰქონდა ყველაფერი, გაცილებით სენსიტიურია და რთულად იღებს პრობლემებს, ვიდრე ის, ვისაც მუდმივად რაღაცისთვის ბრძოლა უწევდა. მე კი, გულწრფელად რომ ვთქვა, ძლიერი ქალი ვარ, იმიტომ რომ ბევრნაირი სირთულე არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და რადგან გადავიტანე, ესე იგი, რაღაცნაირად გამაძლიერა, უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე აქამდე.
– ამბობენ, ძლიერ ქალებთან ურთიერთობა მამაკაცებს აფრთხობთო, შენს შემთხვევაში რა ხდება?
– რთულად ვენდობი ადამიანებს და რთულად ვუშვებ ახლოს, თუმცა, თუ ვინმესთან მაქვს კომუნიკაცია, ვცდილობ, რომ არ აღვმართო ბარიერები და არავის შევუქმნა დისკომფორტი.
– როგორია შენი პირადი ცხოვრება?
– არაჩვეულებრივი ისტორია მაქვს, როცა პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობ, აღარ მინდა, ზედმეტად შევაწუხო ის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა, რომელთან ერთდაც მთელი ნახევარი ცხოვრება ვიყავი და რომელმაც მასწავლა რას ნიშნავს სიყვარული.
– როგორია შენი სიყვარულის ისტორია?
– ძალიან პატარები ვიყავით, ერთმანეთს რომ შევხვდით, მე მეოთხე კლასში ვიყავი, ის – მეექვსე კლასში. ოთხი წელი ვიცხოვრეთ ერთად, დანარჩენი ვიზრდებოდით. არ მინდა, დეტალურად მოვყვე, რა მოხდა, ავარიაში მოვყევით ერთად... თვითონ მომძებნა და ხანდახან მგონია, რომ ღმერთმა გამომიგზავნა, რომ ესწავლებინა, რა არის კარგი, რა – ცუდი. ესწავლებინა, რომ არსებობს ასეთი ურთიერთობები, არსებობენ ასეთი ადამიანები და არსებობს ასეთი გრძნობა. არ ვარ ამპარტავანი, მაგრამ ერთი, რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ისტორია ბევრს არ აქვს. რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ამას, იმიტომ რომ ეს არ იყო და არ არის მარტო სიყვარულის ისტორია. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის იყო და არის ჩემი ცხოვრების ადამიანი. სრულიად უჩვეულო, მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ გაიდეალებული მყავს. ძალიან ცოტაა სამყაროში ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი უანგაროდ გაიღოს მეორისთვის, იცხოვროს მისი ცხოვრებით და მხოლოდ იმაზე იზრუნოს, რომ ის იყოს კარგად. მე მისგან ვისწავლე, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული. შეიძლება, ვიღაცას ყალბად მოეჩვენოს, მაგრამ მე ჩემს თავში ვიცი, ეს რას ნიშნავს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ გვიცნობდნენ ზუსტად იციან, რას ვამბობ.
– რა შეიცვალა და როგორ გრძელდება შენი ცხოვრება მის მერე?
– სამწუხაროდ, ცხოვრება გრძელდება და ადამიანს აქვს ის ინსტინქტი, რომ თავი გადაირჩინოს. შეიძლება მან გაიცინოს კიდეც, იყოს კარგად და ასე შემდეგ. ბედნიერებას რაც შეეხება, ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი თემაა, მაგრამ იმის თქმა მინდა, იცვლება რაღაცები, დრო მიდის, შენ არ გემორჩილება და შენს ცხოვრებაში უამრავი რაღაც შეიძლება მოხდეს... მაგრამ რაც უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა წავიდე, ვისაც არ უნდა შევხვდე, ყოველთვის იქნება ეს ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ დატოვა. ეს მხოლოდ სიყვარულს არ ეხება, ყველა ადამიანურ ემოციას და ეს იმხელა პოზიტივია, თითქოს შინაგანად ორი ადამიანის ენერგია მაქვს და ამას დღემდე ვგრძნობ. შეუძლებელია, ასეთ ადამიანს ყოველდღე მადლობა არ გადაუხადო და მე იმას ვნატრობ, ეს ბოლომდე გამყვეს. მეეჭვება, ისე მოხდეს, რომ დამავიწყდეს, გამიუფერულდეს ან მადლობის თქმა დამეზაროს. ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესო. დრო რომ გადის, მიუხედავად იმისა, როგორია რეალობა, შენ შეგიძლია ამ ყველაფერს ბედნიერმა გაუღიმო. ახლა რომ ვიღიმი, ეს ვიღაცისთვის, ალბათ, უცნაურია, მაგრამ მე პოზიტივით მავსებს. ალბათ, ეს არის ის, რის გამოც ადამიანებს ენანებათ სიცოცხლის დათმობა. მე შინაგანი სიმშვიდე სულ მაქვს. ვიცი, რა არის ნამდვილად ღირებული და რა – წარმავალი.
– თუ გრძნობ  მასთან კავშირს?
– ჩემს ცხოვრებაში მის არსებობას სულ ვგრძნობ. ყოველთვის ვგრძნობ, როცა ნამდვილად მიჭირს და ეს არ არის მოჩვენება. არ იგონებს ამას ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა. შეუძლებელია, ადამიანები ასე ქრებოდნენ, რაღაც ფორმით კონტაქტი აუცილებლად გრძელდება. ამას არ ვამბობ არც მეცნიერებაზე, არც რელიგიაზე დაყრდნობით, ამას ვამბობ ლოგიკურად, როცა ადამიანი შენთვის ძვირფასია, რაღაც კავშირი აუცილებლად გრძელდება და ნარჩუნდება.
скачать dle 11.3