კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა გამონაკლისებს უშვებენ ტრანსგენდერთა საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები კესარია აბრამიძის გამო და ვინ არის კაცი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია კესარია აბრამიძე სილამაზის კონკურსში, Miss Trans Star International-ში, მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბარსელონაში ოქტომბერში გაიმართება. კესარიას ფოტო კონკურსის „ფეისბუქ-გვერდზე“ გამოქვეყნდა და მან მოწონებითა და კომენტარებით ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
კესარია აბრამიძე: ვერ ვიტყვი, რომ არ ვნერვიულობ. დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს სახელით გამოვდივარ და მინდა, ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინო. თუმცა, ეს ნერვიულობა მეხსნება იმ მხარდაჭერის ფონზე, რასაც ადამიანების მხრიდან ვგრძნობ ქუჩაში, სოციალურ ქსელში... კრიტიკაც არის, არსებობენ ადამიანები, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან. კონკურსის „ფეისბუქ-გვერდზე“ ჩემმა ფოტომ რეკორდი მოხსნა – ერთ დღეში რამდენი მოწონებაც ჰქონდა, იმდენი მოწონება მთელ გვერდს არ აქვს. ძირითადად, ქართველები აქტიურობენ არა მხოლოდ ჩემს ფოტოზე, სხვა კონკურსანტების ფოტოებზეც. ვფიქრობ, რომ არ ვარ კარგი კონკურსანტი, რადგან ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებ, ძალიან ზარმაცი ვარ. მაგრამ ისეთი აქტივობა მოჰყვა ხალხის მხრიდან, რომ უკვე სერიოზულად ჩავერთე. მანამდე ვფიქრობდი; ჩავალ, გავერთობი-მეთქი და ახლა უკვე პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს. რაც შეეხება ჩაწყობას, ეს ყველგან ხდება. ვნახოთ, რა იქნება. საქართველო პირველად იღებს ასეთ კონკურსში მონაწილეობას და ვნახოთ, როგორ შემოგვხედავენ. შენი სილამაზე იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ყველანაირაი ჩაწყობა გადაფაროს.
– კონკურენტების ფოტოები დაიდო. რას ფიქრობ მათზე, როგორია შენი შანსები?
– ვისი ფოტოებიც დაიდო, კონკურენტად ჯერჯერობით ვერავის აღვიქვამ. იმ ადამიანების აქტივობა, რომლებიც ჩემზე ნეგატიურ კომენტარებს წერენ, დიდ სტიმულს მაძლევს. კარგია, რომ არსებობენ ის ადამიანები, ვინც ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– საქართველოში ჩემნაირი ადამიანი იყო პირველი, არ არის მარტივი. ეს იყო რევოლუციის გზა, ეკლიანი, რომელიც მე გავიარე და რომელიც აპლოდისმენტებით დაგვირგვინდა. როცა ხედავ, რომ სწორად მიდიხარ, კარგი „ტიპი“ ხარ, ეს ყველაფერი „ასწორებს“ და ძალიან მაგარ შეგრძნებებს გიტოვებს. ბავშვობიდან მქონდა პროტესტი, თავისუფლებისკენ ვისწრაფოდი. მინდოდა, ყველგან ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, თუნდაც ის მიუღებელი ყოფილიყო ყველასთვის. ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ეს არ ეხება ორიენტაციას. ყოველთვის მქონდა განსხვავებული აზრი და ჩემი გამქონდა. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და მე ეს თავისუფლება მოვიპოვე. ჩემი განვლილი ცხოვრებიდან არ მომწონს ის, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ცხოვრებიდან წავშლიდი. კონფლიქტები, სირთულეებიც მქონია, მაგრამ იმდენად ვიყავი ამ ყველაფერს მიჩვეული, რომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. თვითდაცვის მექანიზმი სულ მქონდა ჩართული. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ენერგეტიკა გაქვს. ერთხელ სალონში ქალმა მითხრა: მეზიზღებოდი, ჩემი ქმარი შენს ვიდეოებს, გამოსვლებს სულ ბედნიერი სახით უყურებდაო. როცა სუფთა ენერგეტიკა გაქვს, დადებითი, კარგი „ტიპი“ ხარ, მერე ეს დამოკიდებულება ქრება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო: ახლა აღარ მეზიზღები, აღარ მიკვირს ჩემი ქმრისო.
– გწერენ სხვისი ცოლები?
– ხშირად. გამივლია ქუჩაში, წყვილიდან გოგონას ბიჭისთვის თვალებზე ხელი აუფარებია. ჩემს ბევრ კარგ მეგობარს უთქვამს: მე ჩემს შეყვარებულს არ გაგაცნობ, შეიძლება, ვიეჭვიანოო. მე მყავს პარტნიორი, შეყვარებული და გვერდით არ ვიხედები. წყვილებთან მეგობრობაც არ მიყვარს. ვინც დაოჯახდა, იმათთან ვერიდები ხოლმე ურთიერთობას, რადგან ვკომპლექსდები, როცა ჩემი დაქალის ქმარი ყურადღებას მაქცევს, თუნდაც მეგობრულად.
– შენი შეყვარებული წინააღმდეგი იყო შენი ამ კონკურსში მონაწილეობის, როგორ დაითანხმე?
– თავიდან არც კი მომისმინა, არც ახლა უთქვამს თანხმობა, მაგრამ წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია. შეიძლება, ფიქრობს, რომ კონკურსის შემდეგ შევიცვლები. უფრო მეტი შემოთავაზებები წამოვა, მოგზაურობა. მას არ უყვარს, როცა ვტოვებ ქალაქს, ქვეყანას, უნდა, რომ სულ მის გვერდით ვიყო. თუ სადმე წავალ, უნდა იცოდეს, რომ მასთან ახლოს ვარ. 5 წუთი რომ დაუგვიანო ესემესი, ომი იწყება, მისთვის არ მცალია და შეიძლება, გაგიჟდეს. უცებ ვრთავ კამერას, ვუგდებ ჩემს ლოკაციას და მშვიდდება. რთული ტიპია, მაგრამ მარტივი კაცები არასდროს მომწონდა. იმდენად გიჟი და გადარეული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში საჭირო იყო ისეთი კაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებას აბსოლუტურად შეცვლიდა. ადრე უფრო მეტს ვკამათობდით, ახლა ერთმანეთი შევისწავლეთ და ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია. შეხედულებები, სტილი, ყველაფერი შემიცვალა, სოციალურ ქსელში ფოტოებიც. არ არის ადვილი, როცა ცნობილი სახე გყავს გვერდით და ეს სულ არის განხილვის თემა. ადრე უფრო მოჭიმული იყო და ახლა მოეშვა. კონკურსის შემდეგ, ეს ყველაფერი მსოფლიო მასშტაბში რომ გადავა, არ ვიცი, როგორ იქნება.
– როგორია კონკურსის ორგანიზატორების მოლოდინი შენ მიმართ?
– ასეთი აქტიურობა, მე რომ მათ მიმართ ვიჩენ, სხვა კონკურსანტებს არ აქვთ. 24 საათი ვწერ, ტვინს ვუჭამ. ორგანიზატორებიც ზედმეტ ყურადღებას მითმობენ. ქართველები, ხომ იცი, როგორები ვართ, თან ცნობილი და წარმატებული, ჩემ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და ასეც არის. 3-წუთიანი ვიდეოც სჭირდებათ, სადაც ჩემს ქვეყანაზე უნდა ვისაუბრო. მაგრამ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, ჯერ არ გამიგზავნია. ფოტოებიც დავაგვიანე. მე ყველაფერს მპატიობენ, ჩემ მიმართ გამონაკლისს უშვებენ – კონტრაქტიდან ამოვარდნილად ვაკეთებ ყველაფერს, კონტრაქსაც გვიან მოვაწერე ხელი.
– რას ითხოვენ კონტრაქტით?
– ალკოჰოლი არ უნდა დალიო, სიგარეტი არ უნდა მოწიო, არ უნდა იხმაურო, ადრე დაიძინო, თორემ გამოგაგდებენ. სხვა გზა არ არის, უნდა გავძლო ერთი კვირა. ჩემი პროდიუსერიც მომყვება, რომელიც ჩემზე იზრუნებს. ჩემთვის ის ყველაფერია, ჩემი იმიჯმეიკერი. ეს არ შეიძლება, მაგრამ მე დამრთეს ნება. ბექსთეიჯშიც მეყოლება.
– ცოტა ხნის წინ დედასთან ერთად გადაღებული ფოტო დადე, სადაც ძალიან გავხართ ერთმანეთს. ყველა წერდა: ეს არის გენეტიკაო.
– წურწუმიამაც დაწერა: გენეტიკას ვერ შეცვლიო. დედა მუდმივად არის ჩემს გვერდში, ბავშვობიდან ჩემი მხარდამჭერი იყო. დედაც საკმაოდ ლოიალური ადამიანია. შეიძლება, რაღაცები არ სიამოვნებდა, მაგრამ მე არ მაგრძნობინებდა და ყოველთვის მოხარული იყო ჩემი თავისუფლების.
скачать dle 11.3