კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მსოფლიოში აღიარებული ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“ თქვენი უსაფრთხო და ჯანმრთელი მომავლისთვის

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით  დაკომპლექტებული სამედიცინო  დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უჯრედული ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორი – ბატონი გოჩა შათირიშვილი გვესაუბრა „ჯეოქორდის“ დაარსებასა და განვითარებაზე, ჭიპლარის სისხლისა და ღეროვანი უჯრედების თვისებებსა და ბევრ საინტერესო თემაზე.
– ბატონო გოჩა, მოგვიყევით ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდის“ დაარსებასა და განვითარებაზე.
– „ჯეოქორდი“ 2006 წლის 1 ივლისს დაარსდა. თავდაპირველად თბილისის მერიის პროგრამით ვინახავდით ჭიპლარის სისხლს იმ ახალშობილთათვის, ვისაც უახლოესი ნათესავი ონკოლოგიური ან გენეტიკური დაავადებით ჰყავდათ ავად. 2007 წლის იანვრიდან კი დავიწყეთ ჭიპლარის სისხლის კომერციული შენახვა. ჩვენი ლაბორატორია ღეროვანი უჯრედების გამოყოფას, გაყინვას, შენახვას, გამოკვლევასა და სამკურნალოდ გამოყენებას 2000 წლიდან სწავლობდა და ამიტომ  ჭიპლარის სისხლის მაღალი ხარისხით, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, ბანკირება საკმაოდ იოლად დავნერგეთ. თავიდანვე აქტიურად ვიყენებდით პრესასა და ტელევიზიას, რათა საზოგადოებისათვის, მომავალი მშობლებისათვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია ამ ახალი მეთოდის შესახებ. მალევე შევქმენით საკუთარი ვებ-გვერდი,  პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს მეანებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, ჭიპლარის სისხლის შეგროვება  დაიწყეს არა მხოლოდ თბილისის  სამშობიარო სახლებში, არამედ ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, ზუგდიდსა და რამდენიმე სხვა ქალაქშიც. „ჯეოქორდის“ კლიენტების რიცხვი  მუდმივად იზრდებოდა, ამას დავურთეთ სოციალურ ქსელებში აქტივობა, გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი „ჯეოქორდის“ შესახებ.   მივიღეთ ISO აკრედიტაცია ბრიტანული კომპანიისგან. 2016 წლიდან „ჯეოქორდი“ აქტიურად თანამშრომლობს უდიდეს პორტალთან – Parent’s guide to cord blood. იმავე წელს ამ საიტზე გამოჩნდა პირველი ინფორმაცია ჩვენი ბანკის შესახებ: 2017 წლიდან ვართ ჭიპლარის სისხლის მსოფლიო ასოციაციის წევრი, თავად კი – ამ ასოციაციის გლობალურ საქმეთა კომიტეტის წევრი. ასოციაცია აერთიანებს  მსოფლიოს უმსხვილეს  ჭიპლარის სისხლის ბანკებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა მრავალი ქვეყნიდან, კანადიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, მექსიკიდან, ინდოეთიდან და ასე შემდეგ. მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად კომიტეტში ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჭიპლარის სისხლის ბანკების საყოველთაო კრიტერიუმების შესაქმნელად. ამ კრიტერიუმებს ასოციაცია თავის კონგრესზე 2018 წლის 14-16 სექტემბერს მაიამიში  მიიღებს. ყოველ წელს ვმონაწილეობთ ლონდონში ჭიპლარის სისხლის საერთაშორისო კონგრესში,  „ჯეოქორდი“ არაერთხელ იყო მომხსენებელი. წელს წარვადგინეთ მოხსენება   ჭიპლარის სისხლით აუტიზმის მკურნალობის ჩვენი პირველადი შედეგების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ამან ასახვა ჰპოვა მოწვევებზე მრავალი საერთაშორისო კონგრესიდან (რომი, რიგა, პარიზი, ბარსელონა),  სადაც „ჯეოქორდი“ ისევ მომხსენებლის რანგში იქნება. 2017 წელს „ჯეოქორდი“ გახდა საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი. ეს პრიზი ჯეოქორდს მიაკუთვნა ესპანურმა კომპანიამ BID (Business Initiative Directions) One, ხარისხისა და ინოვაციების დარგში მიღწეული შედეგებისათვის.
– რა არის ჭიპლარის სისხლი და ღეროვანი უჯრედები და რა თვისებები აქვთ მათ?
– ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც რჩება პლაცენტაში მას შემდეგ, რაც ჭიპლარს გადაკვანძავენ. მისი მოცულობა მერყობს 20-200 მილილიტრს
შორის. ეს არის ბიოლოგიური ნაშთი, თუმცა ძალიან მდიდარია უნიკალური ღეროვანი უჯრედებით: ეს არის მაღალი პოტენციალის მქონე ნორჩი უჯრედები, რომელზეც არ უმოქმედია რადიაციას ან ულტრაიისფერ სხივებს, მავნე ქიმიურ ნივთიერებებსა თუ მედიკამენტებს, ბაქტერიულ თუ სოკოვან ინფექციებს, სხვადასხვა სახის გარემოს მავნე ზემოქმედებას თუ ყოველდღიურ სტრესს, ესაა გაუცვეთავი ახალთახალი უჯრედები, ასეთი მაღალი აღდგენითი პოტენციალის ღეროვანი უჯრედები ორგანიზმში მოზრდილ ასაკში აღარ იარსებებს და თუ მათი შეგროვება მშობიარობისას არ მოხდა, ეს შანსი სამუდამოდ დაიკარგება. ამასთან, შეგროვების პროცესი სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა როგორც ბავშვის, ასევე დედისთვის და ეთიკური და რელიგიური თვალსაზრისით აბსოლუტურად უპრობლემოა.    
– რა გზას გადის ლაბორატორიაში მოხვედრილი ჭიპლარის სისხლი და რა პირობებში და რა ვადით ინახება?  
– მშობიარობის დროს სპეციალურ კონტეინერში შეგროვებული ჭიპლარის სისხლი იგზავნება ჩვენი ბანკის ლაბორატორიაში, სადაც მუშავდება ღეროვანი და ბირთვიანი უჯრედების გამოსათავისუფლებლად, შემდგომ იყინება უჯრედები  და ხანგრძლივი დროით ინახება თხევად აზოტში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. პარალელურად, უჯრედებს ვიკვლევთ ბაქტერიებზე, სოკოებსა  და ვირუსებზე, უჯრედულ შემადგენლობაზე იმუნოფენოტიპირების მეშვეობით, სიცოცხლისუნარიანობაზე და ასე შემდეგ.
ამ მეთოდით გაყინული ღეროვანი უჯრედების შენახვა, პრაქტიკულად, უსასრულოდ შეიძლება, თეორიულად, ათიათასობით წლის განმავლობაში და რაც მთავარია, საჭიროებისას შესაძლოა მათი გადნობა და პაციენტისთვის გადანერგვა.  
– რა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?
– ჭიპლარის სისხლი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვანი ალტერნატივაა. სადღეისოდ მსოფლიოში 40 000-ზე მეტი ტრანსპლანტაციაა განხორციელებული ლეიკემიის, ლიმფომის, მიელომური დაავადების, თანდაყოლილი ანემიებისა და იმუნოდეფიციტების, ასევე, ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალოდ.  ბოლო 13-14 წელია, რაც ის  წარმატებით გამოიყენება ცერებრული დამბლის, აუტიზმის  სამკურნალოდ კლინიკურ კვლევებში თუ მათ გარეშეც, სმენის შეძენილი დაზიანების დროს, ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიისას, აპრაქსიის სამკურნალოდ, გულის მანკის: ჰიპოპლასტიური მარცხენა პარკუჭის სამკურნალოდ, ოპერაციის პარალელურად, ტვინის ტრავმული დაზიანების დროს, იშემიური ინსულტის მკურნალობისთვის, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ და პრევენციისთვის, თვალის (რქოვანას) დაავადებების დროს და ასე შემდეგ.  
– ჭიპლარის სისხლის გამოყენების რამდენი შემთხვევა არსებობს და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს შემთხვევები?
– სადღეისოდ „ჯეოქორდში“ შენახული  საკუთარი ჭიპლარის სისხლი ჩვენმა სამმა კლიენტმა გამოიყენა. ყველა პაციენტი იყო აუტიზმის  მძიმე ფორმის დიაგნოზით. მათ ჭიპლარის სისხლი გადაენერგათ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“. მკურნალობიდან რამდენიმე თვეში ყველა მათგანს აღენიშნებოდა მეტყველების გაუმჯობესება, ბავშვები, რომელთა ლექსიკური მარაგი მხოლოდ 1-2 სიტყვა იყო, რამდენიმე თვეში უკვე ასობით და ათასობით სიტყვას და რამდენიმესიტყვიანი წინადადებების წარმოთქმას ახერხებდნენ. მოუწესრიგდათ ქცევები, დაიწყეს სკოლაში სწავლა, ასაკის შესაფერისად არითმეტიკული  ამოცანების ამოხსნა, ხატვა, წერა-კითხვა. პაციენტებზე დაკვირვება გრძელდება და მათი მდგომარეობის ყოველმხრივი გაუმჯობესება აშკარაა.
მისამართი: ლისის ტბის
მიმდებარედ  ¹4,  თბილისი.
ტელეფონი: 243 01 00, 243 02 00;
571 43-00-11.
скачать dle 11.3