კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ წაუკითხა ლექცია სარატოველ სტუდენტებს ნიკო მუსხელიშვილის მძღოლმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი ერთხელ, ორი თვით, რუსეთში იყო მივლინებული, სადაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, ეგრეთ წოდებულ, გასვლით ლექციებს უტარებდა. ამ ლექციებს ყოველთვის ესწრებოდა ბატონი ნიკოს მძღოლი, დიმიტრი, რომელიც დაახლოებით მისი ასაკის იყო და ამდენი მოსმენით თუთიყუშივით ჰქონდა გაზეპირებული. ერთ დღესაც, როდესაც ლექცია სარატოვში უნდა წაეკითხა, ბატონი ნიკო შეუძლოდ იყო და მძღოლმა აკადემიკოსს შესთავაზა: ბატონო ნიკო, ლექციას მე წავიკითხავ, ზეპირად ვიცი, თქვენ კი დარბაზში დაჯექით და მომისმინეთო. ბატონი ნიკო დაეთანხმა თავის მძღოლს, პიჯაკი ჩააცვა და კათედრაზე აუშვა. თვითონ კი აუდიტორიის პირველ რიგში დაიკავა მძღოლის ადგილი. და მართლაც, დიმიტრიმ მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს და გაზეპირებული ლექცია ჩაარაკრაკა. ხოლო, როდესაც დაასრულა და უკვე კათედრიდან უნდა ჩამოსულიყო, ერთ-ერთმა მსმენელმა მძღოლს ლექციის ირგვლივ რაღაც კითხვა დაუსვა. დიმიტრის, რა თქმა უნდა, მათემატიკის არაფერი გაეგებოდა, თუმცა არ დაიბნა და სტუდენტს მიუგო, – თქვენ იმდენად მარტივი კითხვა დამისვით, რომ ამას ჩემი მძღოლიც კი უპასუხებსო. შემდეგ „მძღოლი“ ჟესტით მოიხმო. ნიკო მუსხელიშვილი კათედრაზე ავიდა და სტუდენტს კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.
скачать dle 11.3