კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ჩემი ქმარი საყვარელს თავს ვერ ანებებს

სანამ ჩემს ქმარს გავყვებოდი, ვიცოდი, საყვარელი ჰყავდა. ეს მაშინ მითხრა, როცა შეყვარებულები ვიყავით. მომიყვა, დიდი ხანია, ერთად ვართ, მისგან ბევრი სიკეთე მახსოვსო. თუმცა, რომ უყვარდა და მისგან შვილიც ჰყავდა, ეს დამიმალა. მეფიცებოდა, როგორც კი დავქორწინდებით, თავს დავანებებო. მეგონა, ასეც იქნებოდა და კაცურად მოიქცეოდა, მაგრამ იმდენად უყვარს, ვხვდები, მის გარეშე ცხოვრება არ უნდა. ცოლად სანამ გავყვებოდი, შევახსენე, ვთხოვე, მოაგვარე იმ ქალთან სიტუაცია –უთხარი, რომ მე გიყვარვარ, ცოლად მოგყვები და ასე დაასრულე მასთან ურთიერთობა, მერე არ შეგვიქმნას პრობლემები-მეთქი. მომატყუა, მითხრა: ვუთხარი, იცის, რომ შენ მიყვარხარ და ეს თემა დახურულიაო. მაგრამ უკვე შვიდი წელია, მისი ცოლი ვარ და იმ ქალს, თავს არ ანებებს. შევაშინე, იცოდე, გაგშორდები-მეთქი, მაგრამ ამხელა კაცი ცრემლად დაიღვარა და შემეცოდა. მასთან შვილი რომ ჰყავს სულ ახლახან გავიგე. ჩემი ქმარი საკმაოდ კარგ ფულს შოულობდა, კარგი სამსახური ჰქონდა და არასდროს მიფიქრია მისი ხელფასის გაკონტროლება. თურმე, სახლში მხოლოდ ნახევარი მოჰქონდა, დანარჩენ ნახევარს კი იმ ქალს აძლევდა. ცოტა ხნის წინ შემცირებაში მოჰყვა და სამსახურიდან გამოუშვეს. მამაჩემმა მითხრა, შვილო, მაღაზიას გაგიხსნი, იმუშავე, შენი ქმარიც ამოიყენე გვერდით და არ გაგიჭირდებათო. ყველაფერი მამამ გამიკეთა და გასაღები გადმომცა. გაწიკწიკებულ მაღაზიაში შევიტანე საქონელი და დავიწყე ვაჭრობა. გამყიდველმა მითხრა, შენი ქმარი ყოველდღე მართმევს ფულსო. დავეჭვდი, ვიფიქრე, ამდენი ფული სად მიაქვს-მეთქი და თურმე... იმ ქალბატონთან. თან, მთელი დღე იკარგება და რომ მინდა, რამეში მომეხმაროს, ვერ ვუკავშირდები, ტელეფონი გამორთული აქვს. საღამოს რომ მოვა და დავეტაკები, სად ბრძანდებოდი-მეთქი, იმიზეზებს, ძმაკაცებთანო. ზუსტად ვიცი, თავის საყვარელთან და მის შვილთან სიყვარულში ატარებს დროს, მე კი მარტო ვამუშავებ მაღაზიას, აქეთ-იქით დავრბივარ და შვილებს ხან რომელ მეზობელს ვუტოვებ და ხან – რომელს. მამაჩემის აწყობილი საქმიდან მძალავს ფულს ჩუმად და თავის საყვარელთან დაეთრევა. მართალია, ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს და ბავშვებიც გიჟდებიან მამაზე, მაგრამ, ამას წინათ, დავუჯექი და ვუთხარი, უკვე სერიოზულად ვარ გაბრაზებული, არ მინდა აყალ-მაყალი, გაწევ-გამოწევა და ამ საქმეში სანათესაოს ჩართვა, ჩაალაგე შენი ტანსაცმელი და იმ ქალთან გადაბარგდი. მე რამეს მოვიგონებ და ამ მიზეზით, შენს საქციელს გავამართლებ-მეთქი. გადაირია, მიყვარხართ, თქვენ გარეშე ვერ ვიცხოვრებ, რა ვქნა, მასთანაც გარკვეული გრძნობა მაქვს, მის სიკეთეს ვერ ვივიწყებ და თან, ჩემს შვილს ზრდის და ვერ მივატოვებო. მე რა გავაკეთო? ვუყურო, როგორ აძლევს ჩემს ნაშრომ-ნაწვალებს თავის საყვარელს? შვილზე არ მაქვს პრეტენზია, მისია და უნდა მიხედოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმ ქალთან წევს კიდეც. ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოფილ საყვარელთან დადის და სექსი არ აქვთ. თავად კი ამბობს, არაო, მაგრამ ბავშვი ხომ არ ვარ, დავუჯერო? ფაქტები არ მაქვს, რომ  დავუმტკიცო, თუმცა, ვხვდები. თან, არ მინდა, ეს ყველაფერი ბავშვებმა გაიგონ. ჩემს მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვა, სანათესაოსიც მერიდება. არც იმ ქალთან მისვლა და დალაპარაკება მინდა, ვიცი, მეტყვის, მისგან შვილი მყავს და მასთან მოდისო. ქალი ვარ, შვილების დედა და ისიც, მეცოდება. ალბათ, უყვარს ჩემი ქმარი, თორემ შვილს ხომ არ გაუჩენდა.
ლალიკო, 32 წლის.скачать dle 11.3