კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ უნდა გაიკეთოთ მაღალი ხარისხის პედიკური სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე



ტერფები, ქუსლები და ფეხის თითები – სხეულის მნიშვნელოვანი ზონაა. ფეხების მოვლის აუცილებელი ელემენტია მასაჟი, რომელიც სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს. პედიკური კი აღმოფხვრის ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის, ფრჩხილის ჩაზრდას. ბევრი ქალი მხოლოდ ზაფხულის პერიოდში იკეთებს მას და ზამთრის ცივ პერიოდში, რადგან დახურული ფეხსაცმელი აცვია, თავს იკავებს. ეს არასწორი მიდგომაა.
პედიკური უნდა იყოს, არა მარტო ლამაზი და აკურატული, არამედ სწორად გაკეთებული. იმისათვის, რომ არ დაიზიანოთ ფრჩხილები და კანი, აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
* პედიკურის გაკეთების დაწყებამდე, ფეხებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად აუცილებელია თბილი, საპნიანი წყლის აბაზანის გაკეთება. პროცედურის დროს საგულდაგულოდ, სპეციალური ჯაგრისის დახმარებით გაიხეხეთ თითები, ქუსლები და ფეხისგული. შემდეგ კარგად გაიმშრალეთ.
* პემზით მოიშორეთ გარქოვანებული კანი.
* ფრჩხილები უნდა მოიჭრათ არა ნახევარრკალად, არამედ სწორად. არ შეიძლება კუთხეების ამოჭრა, რადგან ფრჩხილი შეიძლება კანში ჩაგეზარდოთ. ფრჩხილის ბოლოები, ფრთხილად გაიქლიბეთ.
* არ შეიჭრათ ნუნები ფეხის ფრჩხილებზე, უბრალოდ, დაარბილეთ მალამოთი ან ზეთით და სპეციალური ჯოხით ან ხელსაწყოთი მისწიეთ უკან.
* ფერადი ლაქის წასმამდე აუცილებლად წაისვით სპეციალური დამცავი ლაქი, ის თქვენს ფრჩხილებს გაამაგრებს და დაიცავს გაყვითლებისგან.
* ფეხის კანის უფრო მეტად დასარბილებლად ძილის წინ დაბანილ ტერფებზე, სქელ ფენად წაისვით მკვებავი კრემი, შეიხვიეთ ცელოფნით და ამოიცვით ბამბის წინდები.
ზოგადად, პედიკური ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ. აბაზანაში ან ფეხისთვის განკუთვნილ ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ ზღვის მარილი და 15-20 წუთით ჩაყავით ფეხები. ამ ხნის განმავლობაში ქუსლების კანი და ფრჩხილის ნუნები დარბილდება. აუცილებლად დაიმუშავეთ ფეხის კანი სკრაბით და ნაზი სახეხით. დაბანილი და დარბილებული ფეხის კანი, შეიმშრალეთ და ამის შემდეგ, დაიმუშავეთ ფრჩხილები ქლიბით, ნუნები კი უკან მისწიეთ. შემდეგ კვლავ ჩაყავით ფეხები თბილ წყალში. ასევე, უნდა გაიკეთოთ ფეხის ნიღაბი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: მაიონეზს  დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და წაისვით ტერფებზე. შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ 15-20 წუთი ამ ხნის განმავლობაში. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიკეთეთ მასაჟი. ამისთვის, გამოიყენეთ ნებისმიერი ფეხის კრემი ან ზეთი. მასაჟი უნდა გაიკეთოთ 10 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი ძალიან დაეხმარება მათ, ვისაც ქუსლზე კანი უუხეშდება და ექერცლება.скачать dle 11.3