კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2009 წლის 4 აგვისტოს, 5 საათსა და 30 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს და რომელი ქვეყანაა მისთვის სასურველი?
პასუხი:
თქვენი ვაჟის კარმული მისიაა, იყოს აქტიური, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ინიციატივის გამოვლენა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წინა პლანზე წამოწევა; უნდა დაეყრდნოს კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს; უნდა შეძლოს საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება. უნდა იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი და, ამავდროულად, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. შეეცადოს, იყოს ფრთხილი, წინდახედული, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ამ პრინციპებით ის დაადგება სწორ ევოლუციურ გზას და მიაღწევს წარმატებებს. პროფესიებიდან კი კარგია: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო, ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი მაღალია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, მაშინ წარმატება ელის უძრავი ქონების ბიზნესში, მშენებლობაში, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმეში, საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო, საფინანსო სფეროში. მისაღები ქვეყნებია: საფრანგეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, ასევე, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილო ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი.скачать dle 11.3