კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა გავლენას ახდენს საწოლისა და სამეცადინო მაგიდის მდებარეობა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე

ადამიანის ფიზიკურ ჩამოყალიბებაზე, გონებრივ განვითრებასა და ინფორმაციის სწორად აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს სახლში არსებული ზონები. თუ თქვენს შვილს ასტროლოგიურად მიუღებელ ადგილას სძინავს, სკოლაში ის ცუდად ისწავლის და გამოცდების ჩაბარებაც გაუჭირდება. ასევე, ცუდი და გაურკვეველი ურთიერთობა ექნება მეგობრებთან, დედმამიშვილებთან და მშობლებთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის საწოლისკენ მიმართული არ იყოს თაროების ან მაგიდის მახვილი კუთხეები, განსაკუთრებით თავთან ახლოს. საწოლის თავის მხარე, არ უნდა იყოს ფანჯრის პირდაპირ, უმჯობესია, ის კედელს მიაყრდნოთ.
ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ოთახში არსებულ ფერებს, ფარდებსა და საერთოდ გარემოს, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს და მეცადინეობს. ამ ოთახის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უკეთესია თეთრი და ლითონის ფერები, რადგან ის ლითონის სექტორად მიიჩნევა. მოერიდეთ წითელ ფერებს,  რადგან წითელი ფერი ცეცხლის ელემენტია და ლითონს ადნობს. სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილებისთვის შეარჩიეთ ხის ნივთები, ხოლო კედლებისთვის სასურველია ლალისფერი და მწვანე. ეს რჩევები და ასე მოწყობილი ოთახი დაეხმარება ბავშვს ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში, წარმატებების ადვილად მოპოვებასა და რაც მთავარია, სწავლაში.
ბიჭებისთვის ყველაზე კარგი ადგილია სახლის აღმოსავლეთი ნაწილი, ამიტომ, სწორედ ამ ადგილას დაუდგით სამეცადინო მაგიდა.  ამ სექტორს დრაკონის ენერგია განაგებს, ამიტომ, სიმბოლოებიც შესაბამისი უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, დაკიდეთ კედელზე „ქარის მუსიკა”, ჩინური მონეტების ასხმა და ასე შემდეგ. ამით თქვენ ნეგატიური ენერგიის დაბლოკვას შეძლებთ, რაც მოზარდის დაცვისთვის აუცილებელია.
საცხოვრებელ ბინაში გოგონებისთვის საუკეთესო ადგილია სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთ სექტორები. ეს ადგილები მათ კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე აგებს პასუხს. გოგონას სამეცადინო მაგიდა სწორედ ამ სექტორში მოათავსეთ და დადეთ მასზე გლობუსი ან მრგვალი მინის კრისტალი, რომელიც მის წარმატებაზე აგებს პასუხს. კარგი იქნება, თუ პატარა კრისტალს, რომელიც გარკვეული პერიოდი ამ ადგილას იდო, გამოცდაზე გაატანთ, რათა გონების კონცენტრაცია ადვილად შეძლოს, არ დაიბნეს და ცოდნის მაქსიმალური დემონსტრირება შეძლოს. გირჩევთ, კრისტალი მოათავსოთ სახლის დასავლეთ სექტორში ან თქვენი ქალიშვილის საძინებლის დასავლეთ კედელთან.
ასე რომ, კარგად დააკვირდით თქვენს საცხოვრებელ ბინას, კომპასის მეშვეობით დაადგინეთ, სად მდებარეობს თქვენი შვილებისთვის სასურველი სექტორები და ასე შეურჩიეთ მათ წარმატებების მომტანი ადგილები.
ზოგადად, წყალი და ცეცხლი დიდ ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და იმ გარემოზე, სადაც გვიწევს ყოფნა. ცეცხლი სივრცეს ასუფთავებს, წყალი კი ყველა ინფორმაციას ინახავს. სახლში ხშირად უნდა დაანთოთ ფერადი, სურნელოვანი სანთლები, მოატაროთ ისინი საათის ისრის მიმართულებით და კვამლი ხელით მიმოფანტოთ სივრცეში. კვამლის საშუალებით, ცეცხლის ენერგიას საცხოვრებელი ბინიდან გარეთ გააქვს დაგროვილი უარყოფითი ენერგია. ბინაში მცხოვრებნი კი ცუდი აზრების, ფიქრებისა და ემოციებისგან თავისუფლდებიან. ხოლო, თუ დიდი სტრესი ან ნერვიულობა გადაიტანეთ და თავს ცუდად გრძნობთ, ჩაასხით ჯამში გამდინარე წყალი, ჩაყარეთ მასში ვერცხლისფერი მონეტები, ცოტაოდენი მარილი, ჩაყავით თითები და თვალები დახუჭეთ. იყავით ასე დაახლოებით ათი წუთი. შემდეგ თითები ამოიღეთ წყლიდან, თავზე გადაისვით და თმაზე შეიმშრალეთ. მერე ხელები იატაკისკენ დაიქნიეთ სამჯერ და ასე ჩამოიცილეთ დარდი და ცუდი განცდა თითების საშუალებით ორგანიზმიდან. ასეთი წესით შეგიძლიათ, შვილებსაც გაუწმინდოთ ორგანიზმი დაგროვილი ენერგეტიკული ნაგვისგან და მისცეთ საშუალება, გათავისუფლდნენ ნეგატიური ზემოქმედებისგან, რაც სწავლასა და ახალი ინფორმაციის ათვისებაში დაეხმარებათ.скачать dle 11.3