კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ „უშრობდა სისხლს“ ამერიკელებს ლავრენტი ბერია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ ეშმაკი და ამავე დროს ინოვატორი იყო, ამ ფაქტს საბჭოთა „ჟანდარმერიის მარშლის“ ბიოგრაფიის ყველა მკვლევარი ერთხმად აღნიშნავს. ისტორიკოსი ივან ვოსკოვი წერს: „ჯერ კიდევ ბაქოს ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მუშაობისას ამბობდნენ ბერიას თანამებრძოლები: ის (ბერია) ისეთი მოხერხებული და ეშმაკია, რომ მიწაში ღრმად რომ დამარხო, მაინც ამოძვრება, ხოლო, თუ დასჭირდა, ყველაზე ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებსაც კი გააცურებს და მშრალზე დატოვებსო. ბერიას სწორედ ამ თვისებებმა მოხიბლა კიროვი, რომელმაც მას (ბერიას) რეკომენდაცია გაუწია თავის მეგობარ „კობასთან“ (სტალინთან) და მას შემდეგ ბერიას კარიერაში 1953 წლამდე მხოლოდ აღმასვლა იყო. სადაც ბერია გამოჩნდებოდა, იქ ყოველთვის კეთდებოდა საქმე და სწორედ ამიტომ ავალებდა მას სტალინი ურთულესი პრობლემების გადაწყვეტას. ბერიას კი არცერთი  მათგანი არ ჩაუგდია. განსაკუთრებით დიდ წარმატებებს ბერიამ საიდუმლო საქმეების კეთებაში მიაღწია. აქ მას ბადალი არ ჰყავდა, თან, დანარჩენებს ასი თავით სჯობდა. ბერიას მიერ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულს ჩამოყალიბებული საბჭოთა სადაზვერვო სისტემა დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს (უკვე რუსეთის სასარგებლოდ), მან დროის გამოცდას წარმატებით გაუძლო. ლავრენტი ბერიას საქმიანობა საბჭოთა დაზვერვის სათავეში სავსე იყო ინოვაციებით, რომლებსაც თავად ბერია ნერგავდა, სხვა ქვეყნების ანალოგიური სამსახურები კი ამ სიახლეების თავიანთ უწყებებში შეტანას მხოლოდ 5-6 წლის მერე ახერხებდნენ.“
განსაკუთრებულად „სისხლს უშრობდა“ და დიდი ზიანი მიაყენა ბერიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ცეერუს“ ლეგენდარული შეფი ალენ დალესი ბერიას „ხორცშესხმულ ეშმაკს“ უწოდებდა და სინანულს გამოთქვამდა, რომ ბერია მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო და არა მის მომხრეთა. ბერიას ეკუთვნის იდეა, რომ განსაკუთრებულად ძვირფასი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან საბჭოთა კავშირში პრესის მეშვეობით ჩამოსულიყო. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „როდესაც შეერთებულ შტატებში ატომურ შპიონაჟს ვახორციელებდით, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ყველაზე დიდი პრობლემა უკვე მოპოვებული ინფორმაციების მოსკოვში ჩამოტანაში შეგვექმნა. საქმე ის იყო, რომ შტატებიდან ასეთი სახის ინფორმაციის ჩამოტანას ყველას ვერ ვანდობდით. ხოლო სანდო ხალხის ასეთი ხშირი გამგზავრებები კი აუცილებლად გამოიწვევდა ეჭვს ამერიკულ კონტრდაზვერვაში. ამიტომ ბერიამ დამიბარა და მითხრა:
– შტატებიდან ყოველ მეორე დღეს სპეციალური თვითმფრინავი ჩამოდის, რომელსაც საელჩოს თანამშრომლებისა და ჩვენი საგარეო უწყებებისთვის პრესა ჩამოაქვს. შემიმუშავეთ სპეციალური შიფრი და აამუშავეთ ჩვენი მზვერავები, რომლებიც შტატების მოწინავე ჟურნალ-გაზეთებში დაშიფრულ ინფორმაციას მოათავსებენ. ამერიკელები კი საკუთარ საიდუმლოებებს საკუთარი ხელებით ჩამოგვიტანენო.
და, მართლაც, მთელი ეს სისტემა ორ კვირაში ამოქმედდა და ამერიკული ატომური საიდუმლოებების 90 პროცენტი, პრესის საშუალებით, თავად ამერიკელებმა ჩამოგვიტანეს მოსკოვში. ეს იმდენად უსაფრთხო და მარტივი ხერხი იყო, რომ ასეთ რამეს მხოლოდ ეშმაკი და საზრიანი ბერია თუ მოიფიქრებდა “.
ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო ისიც, რომ საბჭოთა დაზვერვა 8 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კაბინეტს უსმენდა მოსკოვში და ყველა საიდუმლო საუბრის საქმის კურსში იყო. პავლე სუდოპლატოვი მოგვითხრობს: „მას შემდეგ, რაც ჰიტლერი დავამარცხეთ და მსოფლიოში ახალი რეალობა დადგა, ყოფილ მოკავშირეებს – საბჭოეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღითიდღე იძაბებოდა. სტალინი ოკეანის გაღმელებს არ ენდობოდა. მათ მთავარ მტრებად მიიჩნევდა და ბერიას ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება დაავალა. ლავრენტი პავლოვიჩმა კი, ჩვენთან ერთად, ღონისძიებების ფართო გეგმა შეადგინა და მათ განხორციელებას შევუდექით. ერთ-ერთი ამოცანა იყო, შეერთებული შტატების ელჩის, უილიამ ავერელ ჰარიმანის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება. ეგრეთ წოდებული „ჟუკები“ იქ ორიგინალური მეთოდით უნდა მოხვედრილიყო, რადგან გარეშე პირი ამას ვერ იზამდა და აქაც ლავრენტი ბერიას გენიალურმა ინოვაციურობამ იჩინა თავი. დაიდგა ლამაზი სპექტაკლი, რომლის სცენარიც თავად ბერიამ დაწერა. 1945 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ელჩი ჰარიმანი საკავშირო პიონერთა ბანაკ „არტეკში“ დაპატიჟეს, სადაც საბჭოთა პიონერებმა მოფრიალე ამერიკული დროშის ფონზე ამერიკის ჰიმნი უმღერეს. ბოლოს კი 9 სხვადასხვა ჯიშის ძვირფასი ხისგან უზადოდ გამოთლილი ამერიკის გერბი – არწივი აჩუქეს. გულაჩუყებულმა ამერიკელმა ელჩმა გულში ჩაიხუტა საბჭოთა პიონერები. ნაჩუქარი არწივი კი მოსკოვში ჩაიტანა და საკუთარ კაბინეტში, უზარმაზარ სამუშაო მაგიდაზე განათავსა. სწორედ იმ არწივში იყო უახლესი მიკროელექტრონული ჩიპი, რომელიც მაღალი ხარისხის ხმას აწვდიდა „მსმენელებს“ და ეს 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა“.
საიდუმლო შიფრისა და არწივის საიდუმლო 1953 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულმა საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკმა, პეტრე მამონტოვმა გაამჟღავნა, რომელიც ბერიასთან ახლობლობის გამო უნდა დაეპატიმრებინათ, თუმცა მან თავს უშველა.
скачать dle 11.3