კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№40 რატომ განახორციელა სტალინმა მოსკოვიდან პირველ რიგში ლენინის მუმიის ევაკუაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავადი იმისა, რომ სტალინი რეალისტი, პრაგმატულად მოაზროვნე იყო და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა რაციონალიზმს, ხოლო სიმბოლიზმის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ზოგიერთი სიმბოლო მისთვის წმიდათაწმიდა სუბსტანციას წარმოადგენდა. პროფესორი არკადი პარამონოვი წერს: „ანტისიმბოლისტური განწყობის მიუხედავად, სტალინს რამდენიმე მთავარი სიმბოლო ჰქონდა, რომლებსაც პატივს სცემდა. უპირველესი კი მათ შორის ლენინის მუმია იყო. საბჭოთა ბელადს ამ მთავარ კომუნისტურ სიმბოლოზე ჰქონდა აგებული მძლავრი იდეოლოგიური ჯაჭვი. როგორც ნიკოლაი ბუხარინი ამბობდა: ყველაფერი ლენინით იწყება. ლენინით გრძელდება, ლენინით მთავრდებაო. და სტალინმაც ლენინი  არა მხოლოდ მის (ლენინის) სიცოცხლეში გამოიყენა, არამედ სიკვდილის შემდეგაც, შექმნა რა ოქტომბრის რევოლუციის ბელადისგან (ლენინისგან) კომუნიზმის უხრწნელი სიმბოლო. ხოლო „უხრწნელი კომუნიზმი“ რომ მავანთ ლიტონ სიტყვებად არ მოსჩვენებოდათ, მოსკოვის ცენტრში „წითელ მოედანზე“ ბელადს (ლენინს) ფეშენებელური აკლდამა მოუწყო, სადაც მის სანახავად ყოველდღიურად 3 ათასი ადამიანი მიდიოდა. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ როდესაც ჰიტლერი საბჭოთა კავშირს თავს დაესხა და მოსკოვში გეგმიური ევაკუაცია დაიწყო, სტალინის ბრძანებით, უპირველეს ყოვლისა, ლენინის მუმიის ზესაიდმულო ევაკუაცია განხორციელდა. აკადემიკოსი ილია ზბარსკი იხსენებს: „მამაჩემი, ბიოქიმიკოსი ბორის ზბარსკი, ლენინის მავზოლეუმთან არსებული საიდუმლო ლაბორატორიის უფროსი იყო და ევალებოდა ერთადერთი რამ – თვალისჩინივით გაფრთხილებოდა ლენინის მუმიას. 1924 წელს გარდაცვლილი ლენინი თავდაპირველად ხის მავზოლეუმში იყო მოთავსებული. მას ბალზამირება კარგად ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ 1924 წლის ივლისისთვის მუმიამ ხრწნა დაიწყო და იმ პერიოდის საბჭოთა მმართველობა საგონებელში ჩააგდო. მამა მიყვებოდა: ლენინის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი თვე იყო გასული. ქალაქში საშინელი სიცხეები იდგა. ერთ დღეს ჩემს კაბინეტში ტელეფონმა დარეკა და რომ ვუპასუხე, მომესმა:
– ბორის ილიჩ, ძერჟინსკი გელაპარაკებათ. თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს და სასწრაფოდ უნდა შემხვდეთ. თხუთმეტ წუთში მანქანა მოგაკითხავთ და მოემზადეთო.
და მართლაც, თხუთმეტიოდე წუთის მერე შავ „კადილაკში“ ვიჯექი, რომელმაც „ჩეკას“ შენობის მაგივრად პირდაპირ კრემლში მიმიყვანა. ერთ-ერთ სადარბაზოსთან სამხედროფორმიანი გამყოლი დამხვდა, რომელმაც სტალინის კაბინეტამდე მიმაცილა. იქ იყო ძერჟინსკიც. სტალინის სახელი გაგონილი მქონდა, მაგრამ ვიზუალურად არ ვიცნობდი. ძერჟინსკის კი კარგად ვიცნობდი. ის იყო ლენინის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე და როცა ლენინს ბალზამირებას ვუკეთებდით, თავზე გვადგა. ძერჟინსკი მხოლოდ მომესალმა. ლაპარაკობდა სტალინი, რომელმაც მითხრა:
– ამხანაგო ზბარსკი, აქ დელიკატური საკითხისთვის მოგიწვიეთ, თქვენი დახმარება გვჭირდება. პროფესორ აბრიკოსოვის ბალზამირების მეთოდმა არ გაამართლა. ილიჩის სხეული ხრწნას იწყებს. ამის დაშვება კი არანაირად არ შეიძლება. თქვენზე ამბობენ, რომ რაღაც საოცრება ხსნარი გამოიგონეთ, რომელიც ქსოვილებს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს. შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ?
– ამხანაგო სტალინ, მე ექვსი თვის წინათაც შევთავაზე აბრიკოსოვს ჩემი მეთოდისა და ხსნარის გამოყენება, მაგრამ მან ეს არ ისურვა. მაშინ მე მხოლოდ ასისტენტი ვიყავი და გადაწყვეტილებებს ის იღებდა, – ვუთხარი სტალინს.
– ახლა კი ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ილიჩის (ლენინის) სხეულს განდობთ, – მომიგო სტალინმა. ძერჟინსკიმ კი დააყოლა.
– ბორის ილიჩ, იცოდეთ, ლენინის სხეულის უხრწნელობაზე საკუთარი თავით აგებთ პასუხს.
– დიახ, რა თქმა უნდა, – დავუდასტურე მე და ლენინის მუმია იმავე დღეს დავამუშავე.
მამა მავზოლეუმის საიდუმლო ლაბორატორიის უფროსად მეორე დღესვე დაინიშნა.. 1934 წლიდან კი სამუშაოდ მეც მიმიყვანა და ლენინის მუმიას ერთად ვუვლიდით. საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინი ხშირად ჩამოდიოდა მავზოლეუმში ლენინის მოსანახულებლად და აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მუმიის შენახვის ხარისხით დიდად კმაყოფილი იყო.
1945 წელს, ომის დამთავრებისთანავე მე და მამას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მოგვანიჭა „ლენინის ცხედრის სანიმუშოდ შენახვის გამო“ – ასე ეწერა დადგენილებაში. ცხედარს კი მთელი ომის განმავლობაში ციმბირის ქალაქ ტიუმენში ვინახავდით და საამისოდ ყველა პირობა გვქონდა შექმნილი“.
ლენინის ცხედარი მოსკოვიდან ტიუმენში 1941 წლის 3 ივლისს სპეციალური ვაგონით გაიგზავნა. მასში ისეთივე პირობები იყო შექმნილი, როგორც მავზოლეუმში. მუმია პირადად სტალინმა გააცილა  და მამა-შვილ ზბარსკებს უთხრა,  ილიჩს თვალის ჩინივით გაუფრთხილდითო. ლენინის ეს ვოიაჟი სახელმწიფო საიდუმლოება იყო. მავზოლეუმთან კვლავ საპატიო ყარაული იდგა და ყველა ფიქრობდა,  რომ ისევე როგორც სტალინს, არც ლენინს დაუტოვებია საბჭოთა კავშირის დედაქალაქი.“
скачать dle 11.3