კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ექიმის რჩევები

კითხვა: ბებია 75 წლისაა. თვეზე მეტია, ყოველ საღამოს ტერფიდან მუხლამდე სტკივდება ფეხი ისე, რომ გამაყუჩებელიც ვერ შველის. გვყავდა გამოკვლევებზე, მაგრამ მიზეზი ვერ აღმოაჩინეს. აქვს დიაბეტი და აწუხებს ხერხემლის პრობლემა. იქნებ, დაახლოვებით მაინც მითხრათ, რა იწვევს ასეთ ტკივილს? ვენებზეც არაფერი აღმოაჩნდა.  
პასუხი:
შესაძლოა, მიზეზი დიაბეტური ნეიროპათიაა, ის ხშირი გართულებაა ხანგრძლივად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს; ზიანდება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემა. განსაკუთრებით დამახასიათებელია პერიფერიული ნეიროპათია: ავადმყოფებს აწუხებთ გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, კრუნჩხვები კიდურებში, ტკივილი ფეხებში, რომელიც ძლიერდება მოსვენებული მდგომარეობის დროს, განსაკუთრებით ღამით და გაივლის სიარულის დროს. აღინიშნება მუხლისა და აქილევსის რეფლექსების დაქვეითება ან სრული გაქრობა, ასევე ტაქტილური, ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება; ზოგჯერ ვითარდება კუნთების ატროფია ფეხების პროქსიმალურ ნაწილებში. მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რომელიც უკეთ გაერკვევა პაციენტის ჩივილებში და შესაბამის დახმარებასაც აღმოუჩენს.  
კითხვა: წელს ზევით გამიჩნდა 2-4 სანტიმეტრის დიამეტრის ვარდისფერი ლაქები, რამდენიმე დღის შემდეგ ღიავდება და კანზე ოდნავ მუქ შეფერილობას იღებს. მათი რაოდენობა ყოველდღე მატულობს. ქავილი არ მაქვს და არც შეხებისას ვგრძნობ რაიმე დისკომფორტს. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს?
პასუხი:
დიაგნოზის დასმა უნდა მოხდეს ექიმის კაბინეტში გამონაყრის შეფასების შემდეგ. მიმართეთ დერმატოლოგს, გამოსარიცხია ვარდისფერი პიტირიაზი.
კითხვა: ოჯახის წევრებს ერთდროულად გვაქვს გამონაყარი და ქავილი ფეხების, მუცლისა და მკლავების მიდამოში, გამონაყარი არ არის არც ჩირქოვანი, არც წყლიანი. რა შეიძლება, იყოს და როგორ ვიმკურნალოთ?
პასუხი:
შესაძლოა ეს არის მუნი, დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.  
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3