კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ნერვული სისტემის მკურნალი მცენარეული საშუალებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ხალხურ მედიცინაში ნერვული სისტემის სამკურნალოდ უამრავ მცენარეს იყენებენ:
* ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კალენდულას ჩაის. დაასხით მას 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. როცა გაგრილდება, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
* სტრესის მოხსნასა და უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ დამამშვიდებელი მცენარეული აბაზანები ძილის წინ. ამისთვის უნდა მოამზადოთ აბზინდის, როზმარინისა და ბარამბოს ნაყენების აბაზანა. აიღეთ 5 სუფრის კოვზი მცენარე (შერეული ან ცალ-ცალკე), დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, მერე გადაწურეთ და წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით. დამამშვიდებელი აბაზანის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი.
* ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად კარგია ეს არომატული აბაზანაც: აიღეთ ბარამბო, 1 წილი როზმარინი, 1 წილი სალბი, 1 წილი ლავანდა, 1 წილი პიტნა. 500 გრამ ნარევს დაასხით 3 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია. პროცედურის კურსი 8-15 აბაზანას მოიცავს.
* დიდი ტევადობის ჭურჭელში ჩაყარეთ 3,5-4 კილოგრამი ნაძვის წიწვები, დაასხით 6 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ნახარში გადაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში და დაუმატეთ 1 კილოგრამი ზღვის მარილი, სურვილისამებრ – ვალერიანიც. წყლის ტემპერატურა +37 გრადუსი უნდა იყოს. აბაზანა მიიღეთ ნახევარი საათის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ, რის შემდეგაც მიირთვით მცენარეული ჩაი. მოსამზადებლად აიღეთ 2 წილი სვიის გირჩა, 1 წილი გვირილა, 1 წილი ვალერიანის ფესვები, 1 წილი ბარამბო. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და დალიეთ 1 კვირის განმავლობაში. ჩაიში შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კუნელის ნახარში და დააყოლოთ შოკოლადი და ქიშმიში.
* თავშავას სპირტიანი ნაყენი, რომელსაც ასევე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ასე უნდა მომზადდეს: ნახევარი ჩაის ჭიქა 70-პროცენტიანი სპირტი დავასხათ 20 გრამ თავშავას დაქუცმაცებულ ფოთოლს, გავაჩეროთ 2 კვირა და გადავწუროთ. 40 წვეთი გავაზავოთ 1,3 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და მივიღოთ დღეში 3-ჯერ.
* ყველაზე ფართოდ გამოყენებული მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებაა კატაბალახას ფესვების სპირტიანი ნაყენი. წვრილად დაჭრილ 1 წილ ფესვს დაასხით 5 წილი 70-პროცენტიანი სპირტი, გააჩერეთ სიბნელეში 1 კვირა და გადაწურეთ. მიიღეთ 1,3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ.
* მომატებულ აღგზნებადობასა და გაღიზიანებას  სწორედ კატაბალახას ნაყენით ებრძვიან. 1 სუფრის კოვზი კატაბალახას ძირი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნაყენი მთელი ღამით გააჩერეთ, მერე კი მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 3-ჯერ. გაითვალისწინეთ: მკურნალობა არ შეიძლება, 2 თვეზე მეტხანს გააგრძელოთ.
* შერყეული ნერვული სისტემის სამკურნალოდ ეფექტურია კუნელის გამხმარი ნაყოფის ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი, მერე გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი დილით, შუადღისას, საღამოს და უშუალოდ ძილის წინ. ეს ჩაი, გარდა იმისა, რომ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ასევე, კარგია თავბრუხვევის, ქოშინისა და ჰიპერტონიის წინააღმდეგ.
* თუ ჭარხლის წვენს შეურევთ თაფლს 1:1 თანაფარდობით, შესანიშნავ დამამშვიდებელ საშუალებას მიიღებთ. ეს ნარევი შეგიძლიათ დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
ხალხურ მედიცინაში დამამშვიდებელ საშუალებად დიდი ხანია, წარმატებით იყენებენ თავშავას. ამ მცენარის ნაყენი ამცირებს გულისცემას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას ამშვიდებს ნერვულ სისტემას – დამაშვიდებელი ეფექტით თავშავა კატაბალახასაც კი სჯობს. 1 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
*  ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა ყვავილის ფურცლების ნაყენი. 1 ჩაის ჭიქა წყალზე აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი გლადიოლუსისა და თეთრი ვარდის და 2 სუფრის კოვზი თეთრი ფლოქსის ფურცელი. დააყენეთ სიბნელეში1 კვირით და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.скачать dle 11.3